დაბრუნება კატმანდუში

დაბრუნება კატმანდუში

დილით ავიკიდე გუდანაბადი და ავტოსადგურზე წასვლა რომ დავაპირე, სასტუმროს პატრონმა თავად შემთავაზა მოტოციკლეტით წაყვანა. მოვუჯექი ჩემი ზურგჩანთებით უკან და წავედით. 5 წუთში სადგურზე ვიყავით. თავი ისევ დიდუბეში მეგონა. ფენოვანი ხაჭაპურების აქაურო ვარიანტით დადიოდნენ აქეთ იქეთ მოვაჭრეები. მალე ავტობუსიც დაიძრა და შემდეგი 6 საათი გზაში გავატარე. მთელი ცენტრალური გორიანი ნეპალი მთიან აჭარას ან რაჭას მაგონებს. ასე…