[vc_row][vc_column][vc_column_text]შუადღემ გადაიარა… დრო იყო სადილის და ჯომსომში დაბრუნების. ისევ იმ რესტორანში შევედი და მომოები შევუკვეთე. ამჯერად ნახევრად გამჭირვალე შიფერით გადახურულ შიდა ეზოში ვამჯობინე დაჯდომა, მზის მწველი სხივებისგან დავიღალე, თან წინ 6 კილომეტრი ქვიშიან-მზიანი გზა მელოდა, უკან, ჯომსომისკენ. სანამ მომოები მოვიდოდა, ეს ბავშვი შემოვიდა, ჯერ ჩემი ფოტოაპარატი ატრიალა ხელში, მერე კი სურათი რომ გადავუღე და ვაჩვენე, ეტყობა კმაყოფილი დარჩა და შემეშვა. სადილის შემდეგ სოფლის ჩრდილოეთ გასასვლელისკენ გავუყევი გზას…
[pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-qv9BfPhPtms/VGZp4Ce8RlI/AAAAAAAAZF4/WwM07cU-dek/s144-c-o/DSCN1092.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664758270674514″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1092.JPG” ] [pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-q51gnwv5Leo/VGZp4UEOGEI/AAAAAAAAZGA/cqS0lWzWkWg/s144-c-o/DSCN1093.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664762990434370″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1093.JPG” ]
წყალი სახლში აქ ბევრს არა აქვს, როგორც ჩვენთან სოფლებში. ამიტომ ასეთი სარეცხის რეცხვის სცენები ჩოულებრივი ამბავია.
[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][vc_column_text][pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-K75MNAUdJ4A/VGZp4h55PEI/AAAAAAAAZJU/ucdM4MCRjzQ/s144-c-o/DSCN1095.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664766705220674″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1095.JPG” ]
წინ გზა მელოდა…. სოფლის პომპეზურ შესასვლელს რომ გამოვცდი წინ მხოლოდ გზა ჩანდა და ჩემი ჩრდილი… რა კონტრასტია… ასე გამოიყურება მხოლოდ გზა, მეტი არაფერი, სრული სიცარიელე… რაღაცა არის ამაში… სახეზე კარგად ავიკარი შარფი, და გავუყევი ამ გზას სიცარიელეში….
ქვიან-ქვიშიანი ჰიმალაური სიცარიელე… ცისფერი ცა და მწველი მზე… დილით ჩაცმული თხელი როლინგი ახლა წამების ტოლფასი იყო, ისე მცხელოდა… თუმცა თითქოს არ ცხელა… ასეთია ჰიმალაები… მზე წვავს მაგრამ არ ათბობს… უკვე შევეჩვიე ამას, მაგრამ მაინც…[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width=”1/1″][vc_column_text][pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-NLNSvxBnbVI/VGZqAVriQjI/AAAAAAAAZIY/4JycE2mxjsc/s144-c-o/DSCN1096.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664900862722610″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1096.JPG” ] [pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-w8mn4mFvyCY/VGZp5EAmIxI/AAAAAAAAZGY/DeOXVY3UgSA/s144-c-o/DSCN1097.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664775860134674″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1097.JPG” ]
მალე გზა კალი-განდაკისთან ახლოს აღმოჩნდა, ცოტათი მრავალფეროვანი გახდა ეს პეიზაში. ქვებზე კი მანტრებია და დროშა.. როგორ ამის გარეშე? ჰიმალაებში ბუნებაც გამჭვალულია ბუდიზმით. ყველგან გრძნობ ამას. სადაც ადამიანი არაა, იქ ქვებზე ხედავ მანტრებს. თან უსულოა.. რა შეიძლება ქვაზე უსულო იყოს, თან ცოცხალი…
[pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-0p72XNjarWQ/VGZp5b470PI/AAAAAAAAZGU/Id0p3dUteKE/s144-c-o/DSCN1098.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664782270451954″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1098.JPG” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-UpvZ2IBHSIo/VGZp6N2g0fI/AAAAAAAAZGg/RpyzT3oPxDg/s144-c-o/DSCN1100.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664795682066930″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1100.JPG” ]
მწირ ბალახზე თხები ბალახობდნენ.. ცხვარს გაცილებით მეტი სჭირდება, ძროხასაც.. ალბათ ამიტომაა აქ თხა ასეთი პოპულარული. მარჯვნივ კი ბაღები მდინარესთან ჭალაში… თუმცა აქ ბაღებიც რაღაცნაირი მოყვითალოა, ზემოდან კი ნილგირის მთა დაგვყურებს.. 7 კილომეტრი სიმაღლეში… გზად იშვიათად მხვდებოდნენ მოტოციკლეტები, მანქანა მგონი არცერთი არ შემხვედრია…
ჩვენს მთას კარგად ვიცნობ… მახსოვს ადრე სვანეთში მესტიაში რომ გავდიოდი ცენტრში, კეფით ვგრძნობდი სვანების მზერას, უცხოს ისე უყურებდნენ კეფით გრძნობდი… აქ ასე არაა, ზოგი არ მიმჩნევდა, ზოგიც ნამასტეს მეუბნებოდა, მოტოციკლეტყებიდანაც ხანდახან ჩვეულ ნამასტეს მომაძახებდნენ, არავითარი დაჟინებული მზერა “ვინ ხარ, რამ მოგიყვანა, აგხანჯლავ”:)
[pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-w85WEOth1aU/VGZp6W-iigI/AAAAAAAAZGw/imveh5k8d9U/s144-c-o/DSCN1103.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664798131653122″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1103.JPG” ] [pe2-image src=”http://lh4.ggpht.com/-qjb9n5WpZ1Y/VGZp6u8LpOI/AAAAAAAAZGo/8kUHqdk-vhs/s144-c-o/DSCN1104.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664804564215010″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1104.JPG” ]
არც სიცარიელეა მუდმივი, ჯომსომამდე ისევ ამ უსახელო სოფელში გავიარე… ქალს ბავშვით სურათი გადავუღე, ლამაზია… ამ მთაშიც სატვირთო მანქანა წარწერით იყო დამშვენებული… თუმცა როგორც დანარჩენ ნეპალში ფართო ფანტაციით არ გამოირჩეოდა.
[pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-1X2XPVoJAT4/VGZp7fxrwiI/AAAAAAAAZG8/WDcTAf-6xEY/s144-c-o/DSCN1105.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664817673519650″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1105.JPG” ] [pe2-image src=”http://lh4.ggpht.com/-oFPFCZcQDLk/VGZp79eO_aI/AAAAAAAAZHA/9R5JY6Ef15Q/s144-c-o/DSCN1106.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664825645006242″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1106.JPG” ]
ჯომდომამდე ბოლო აღმართზე ეს ცხენები შემომხვდნენ, ჩვენს ცხენებზე ოდნავ დაბლები, მთის ცხენები… ჯომსომშიც მივედი, აცივდა და ქარი უბერავდა… ეს ცივი ჯომსომი. მაშინვე სასტუმროში ავედი დასასვენებლად. ხვალ დილით მივფრინავდი პოფარაში, ამიტომ უნდა ჩავბარჯებულიყავი. მეტი საქმე არ მქონდა.. და საღამოც მარტოს უნდა მომეკლა სასტუმროს შუშაბანდიან რესტორანში. დაბნელებამდე ფანჯრიდან დავინახე ბავშვები როგორ გვიან ქუჩას… მუსტანგის გარდა ასეთი ზრუნვა სისუფთავეზე ნეპალის არცერთ ნაწილში არ მინახავს.
საღამოს სასტუმროს რესტორანში ორი გერმანელი და ერთი ბელგიელი იყო, კაცები. გერმანელები ტურისტები იყვნენ, ბელგიელი კი რამდენიმე წელი აქ ცხოვრობდა, მუკტინათში ველოსიპედებს აქირავებდა. 6 თვეს ნეპალში ატარებდა, 3 თვეს ინდოეთში და 3 თვეს სამშობლოში. ტურისტული ვიზით ნეპალში წელიწადში მხოლოდ 150 დღე შეიძლება ყოფნა. საღამოს ცოტაც ვისაუბრეთ აქაურობაზე და დრო იყო დაძინების. დილით 6-ზე უნდა ვყოფილიყავი მზად.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]