24 ოქტომბერი არ იყო ჯერ გათენებული, როდესაც ავდექი და სასტუმროდან პირდაპირ აეროპორტში ჩავედი. პრინსიპში 50 მეტრის სავალიც არ იყო. რეისი 6:30-ზე იყო დანიშნული. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, პოჰარაში გაფრენა კიდევ უფრო დრამატული აღმოჩნდა ვიდრე აქ ჩამოფრენა, რაზეც უკვე დავწერე. მადლობა სიმრიკს.
თავისთავად დანიშნულ დროზე არავითარი თვითმფრინავი არ ჩამოფრინდა. სიმრიკის გარდა ისევ მხოლოდ ტარას რეისები იყო დღეს. გამოაცხადეს, რომ პოჰარაში ნისლია და ამიტომ თვითმფრინავები იქედან ფრენას ვერ ასრულებენ. სიტუაციას დრამატულობას კიდევ რამდენიმე მომენტი სძენდა… სიმრიკის თვითმფრინავი, ტარასგან განსხვავებით ჯერ კატანდუდან უნდა გაფრენილიყო პოჰარაში, კიდევ ცნობილი კალი-განდაკის ქარი, რომელიც ამ დღეებში უხვად ვიგემე, და რომლის გამოს დილის 10 საათის შემდეგ…. გავიდა 2 საათი და ალელუია – ტარას თვითმფრინავმა შეასრულა ფრენა! მაგრამ სიმრიკის არც თვითმფრინავი ჩანდა არც კომპანიის წარმომადგენელი. მერე კი მოვიდნენ, ბილეთები მოგვცეს, ბარჯი ჩაიბარეს და კვლავ გაქრნენ. ვიღაცამ თქვა 9 საათზე გამოაცხადებენო.
[pe2-image src=”http://lh4.ggpht.com/-rSKh27k9oMs/VGZp8qmTVzI/AAAAAAAAZIU/NLqB-uFiVac/s144-c-o/DSCN1108.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664837758441266″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1108.JPG” ] [pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-XWHsNUagmDU/VGZp9BZzlOI/AAAAAAAAZHY/VjFgsEC32Cg/s144-c-o/DSCN1109.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664843880043746″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1109.JPG” ]
9:30 იყო უკვე, მაგრამ არავითარი სიახლეები… კიდევ დრამატული მომენტები… პოჰარამდე სახმელეთო გზას მთელი დღე მოვუნდებოდი. ხვალ კატმანდუში უნდა წავსულიყავი რადგან ზეგ დღისით მივფრნავდი… ანუ დროში ვიწვები. ფული ცოტა მაქვს. ჯიპებზე ბენიმდე ასტრონომიული ფასები იყო… მესტია-თბილისის ტრანსფერის 500 ლარი ამასთან ახლოს ვერ მოვიდოდა.
დავრჩით მარტო სიმრიკის ბედკრული მგზავრები… მე, ამერიკელი წყვილი, ვიღაც ინდოელები და ჩეხების ჯგუფი. აეროპორტის ერთადერთ თანამშრომელს, ვინც აქ იყო, რეგისტრაციის მაგიდაზე ტკბილად ეძინა, ჩვენ კი ბედის ანაბარა დატოვებულები ვბჭობდით რა გვექნა. კიდევ ერთ დღეს ვერ დავრჩებოდი… თბილისის თვითმფრინავის დაკარგის ალბათობა ამ შემთხვევაში ძალიან მაღალი იყო. გულში აირ დუბაის მადლობას ვუხდიდი, ფრენის ერთი დღით გადაწევისთვის. მაგრამ მაინც… სანამ რეისს არ გააუქმებდნენ ანაზღაურებასაც არავინ მოგვცემდა… გახდა 11 საათიც… სიახლეები არ არის…. ქარი უუერავს.. საააარე ბილიკნ გმოკიდული წითელ-თეთრ ზოლიანი “ნასკი” სტაბილურად ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია… იმედი ქრება… სიმრიკის თვითმფრინავი კიდე კარმანდუშია.
შუა დღეც მოახლოვდა…. ბოლოს მოვიდა როგორც იქნა კომპანიის თანამშრომელი და მწუხარე სახით გვაცნობა რეისის გაუქმება. აეროპორტის თანამშრომლებმა ბარგის დაბრუნება დაიყეს. იმავე წუთს კიდევ ეთი სიმრიკელი შემოვიდა შენობაში და სასტვენში ისე ჩაბერა, ყველა გავშეშდით. ნანატრი თვითმფრინავი პოჰარადან გამოფრინდაო, აქ 1 წუთზე მეტს ვერ დაჯდებაო, ამიტომ დროზ გასსვლელთანო. მაშინმე სასწრაფოდ შეგვამოწმეს და საფრენ ბილიკთან დაგვაყენეს.
[pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-3teNATUOGN0/VGZp9kcZ6GI/AAAAAAAAZHo/YLjXxP0yv0I/s144-c-o/DSCN1110.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664853286185058″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1110.JPG” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-EVNXC50yht0/VGZp9-Ux4VI/AAAAAAAAZHk/pvOPrFL22FQ/s144-c-o/DSCN1113.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664860233523538″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1113.JPG” ]
თთმფრინავის გამოჩენაზე ყველამ ტაში დავუკარით. მოვიდა ნანატრი. რამდენიმე წუთში თბილ პოჰარაში ვინებივრებთ, გავიხდით თბ ტანსაცელ და ისევ ზაფხულს ვიგრძნობთ! ფევას ნაპირზე ზანტად დაილევა ლუდი და მზის ჩასვლისას არ აცივდება!
[pe2-image src=”http://lh6.ggpht.com/-JeqG9jHPRrA/VGZp-Q56MJI/AAAAAAAAZHw/VxKT8WBt1c8/s144-c-o/DSCN1118.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664865221095570″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1118.JPG” ] [pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-wxoK5l6YHFA/VGZp_AEkn6I/AAAAAAAAZIQ/waheZCxsECM/s144-c-o/DSCN1127.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664877882285986″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1127.JPG” ]
დაჯდა თუ არ თვითმფრინავი გადმოვიდნენ მგზავრები და მაშინვე ჩაგვსვეს ჩვენი ბარგით და არიქა გავფრინდით! აფრენისას სალონშიც ვგრძნობდით ქარს ისე ყანყალებდა პაწია თვითმფრინავი. აქაურ მიმინოს კისერზე ეკეთა ლენტი წარწერით Failure is not option ვიმედოვნე რომ ეს მისი ცხოვრების დევიზია და მშვიდობით ჩაგვიყვანს პოჰარაში.
[pe2-image src=”http://lh3.ggpht.com/-WrbihhLW-JM/VGZp_EWsPGI/AAAAAAAAZH8/qXzEpP6powU/s144-c-o/DSCN1129.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664879032024162″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1129.JPG” ] [pe2-image src=”http://lh5.ggpht.com/-Mks7EXT-Neg/VGZqAf3BavI/AAAAAAAAZIM/vbRITQyWN68/s144-c-o/DSCN1136.JPG” href=”https://picasaweb.google.com/109777858599834449084/MarphaNepal#6081664903595256562″ caption=”” type=”image” alt=”DSCN1136.JPG” ]
უკანასკნელად გადმოვხედე ხეობის ბაღებს და მთებს .. მალე ყველაფერი გამწვანდა და ფევას ტბაც გამოჩნდა. ამ პაწია თვითმფრინავებში ცუდი ჰერმეტულობაა და წნევის ცვლილებისგან პოჰარაში დაჯდომისას სე ამტკივდა ყური, რომ რამდენიმე საათი ვიტანჯებოდი.
პოჰარაში ცხელი და ნოტიო ამინდი დაგვხვდა… დრო იყო სასწრაფოდ სასტუმროში დავბრუნებულიყავი და თხლად ჩამეცვა…