სოფელი მარფა, ნეპალი, კალი-განდაკი

სოფელი მარფა ნეპალი – მსოფლიოში ულამაზესი სოფელი

ნაჭამ-ჩაი დალეული გამოვედი რესტორანიდან და განვაგრძე ბოდიალი მარფას ულამაზეს ქუჩებში. ამ სოფელში არის პატარა არყის საწარმო, სადაც ხდიან არაყს ვაშლებისგან და გარგლებისგან. როგორც მეღვინეობის ქვეყნიდან ჩამოსულს, ძალიან მაინტერესებდა ადგილობრივი ალკოჰოლის საწარმო, თუმცა, დღეს დიდი ინდუისტური დღესასწაულის დივალის პირველი დღე იყო, და საწარმო დაკეტილი დამხვდა. როგორც ადრე წავიკითხე, ეს საწარმო ძველი ფოსტის შენობაშია განთავსებული. მარფას ქუჩებში…