მარფა, ნეპალი, სოფლის შესასვლელი

იმას რომ ჰიმალაებში დიდი სოფლის შესასვლელთან ვარ სალოცავი ბორბლების რიგით მივხვდი. ასე წითლად შეღებილი ბორბლები პრინციპში მხოლოდ ჰიმალაებში ვნახე. ასე გამოიყურება შესასვლელი. უკვე გვარიანად მომწყურდა და ცხელი ჩაისთვის სამშობლოს გავყიდდი. აურა გავაუმჯობესე ბორბლების დატრიალებით და შემდეგ ეს სტუპები შემხვდა. სტუპებს ტიბეტურად მანტრები აწერია. ამის შემდეგ ეს შთამბეჭდავი კარიბჭე დამხვდა. როგორც მივხვდი ჯომსომი მოხერხებული ადგილი იყო…