გზა მარფასკენ, ნეპალი

დილით ბიჭები მიფრინავდნენ პოჰარაში. საუზმის შემდეგ გავაცილე აეროპორტში და შემდეგ თავისუფალი და კვლავ მარტო ვიყავი. მარფამდე 6 კილომეტრია. მარფა სოფელია კალი-განდაკის ხეობაში, ცნობილია უნიკალური გემრიელი ვაშლებით, მდებარეობს 2600 მეტრის სიმაღლეზე. წაკითხული მქონდა რომ სოფელი ძალიან ლამაზია, და თურმე ბრიტანეთის სამეფო კარი სწორედ აქედან მარაგდება ვაშლებით. უკანასკნელი რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ ვაშლი აქ მართლაც კარგი…