დაბრუნება ჯომსომში. ნეპალი.

გათენდა. გამოვძვერი ოთახიდან დატენილი ფოტოაპარატით, სახურავზე ავედი და ამომავალი მზის სხივებში მთების და სოფლის გადაღება დავიწყე…. სახურავიდან თავი კიდევ უფრო მეტად მეგონა შატილში. ახლოს ახლოს სახურავები და ხის ვიწრო კიბეები ზუსტად როგორც შატილშია. ცოტა ხანში ჩემი ახალი ამხანაგებიც ამოძვრნენ სახურავზე და დაიწყო დილის ფოტოსესია. ბუდისტური შატილი. არ გაგონებთ? მონასტრიდან ისმოდა მანტრების კითხვის ხმა… შატილი –…