მუკტინაჰი, ნეპალი, 3800 მეტრის სიმაღლეზე

მუკტინაჰი, ტაძარი 3800 მეტრის სიმაღლეზე, ტორონგ ლა უღელტეხილის ძირში. ინდუისტებისთვისაც და ბუდისტებისთვისაც აქ წმინდა ადგილია. ანაპურნას მყინვარებიდან 108 წყარო ჩამოედინება აქ. კარმის განსაწმენდათ მორწმუნეები ამ წყაროებში განიბანებიან. ინდუისტები და ბუდისტები მშვიდად თანაცხოვრობენ და სალოცავებსაც მშვიდად იყოფებ. აქაც რამდენიმე ინდუისტური და ბუდისტიური ტაძარია გვერდი-გვერდ. ამ საფეხურებს ავუყევი, ავუყევი, ყოველი ნაბიჯი ძალიან დამღლელი იყო, ჰაერი არ იყო…

მუკტინაჰისკენ ბოლო აღმართები. ნეპალი

ხეობას შევუყევით, საბოლოო მიზანი კი არ ჩანდა. ალბათ სადღაც იქ, ამ აღმართს ზემოთ არის მუკტინაჰი, ბუდისტებისთვის და ინდუისტებისთვის წმინდა ადგილი… ჯერ კი ჩვენს სოფელს გადმოვხედეთ… გაღმა ჯჰონგი ჩანდა ბაღებში ჩაფლული კიდევ ერთი შატილი ჰიმალაებში. აღმართებს ავუყევით, ჩანთის გარეშე სიარული ისე არ ჭირდა, თუმცა 3500 მეტრი თავისას შვრებოდა მაინც. მიზანი კიდევ არ ჩანდა. ვმკითხაობდით, რომელი გორის…