დილის კაგბენი. გზა ჯჰარკოტისკენ. ნეპალი
გამთენიისას გავიღვიძე და ცოტა ხანში ფოტოაპარატ მომარჯვებული საუზმის მოლოდინში სახურავზე ავძვერი. როგორც ყველა პატიოსან ბუდისტურ სახლს, ჩვენსასაც დროშემი ამშვენებდა. მზე ჯერ არ იყო ამოსული, ჰაერი სუსხიანი იყო, კუჭი ცარიელი, დილის ფოტოსესიისთვის იდეალური დრო და განწყობა. სასტუმროს სხვა ბინადრები ჯერ არ ჩანდნენ. აივანზე ჯიხვის თუ იაკის თავისქალა დამხვდა. და ხედი კალი-განდაკის ხეობაზე და აკრძალულ ზემო მუსტანგზე.…