ჩიტებზე დაკვირვება. ჩიტვანი, ნეპალი

 ბოლო დილასაც ძალიან ადრე ავდექით. გათენებული არ იყო ჯერ. ყავა დავლიეთ და გზას გავუდექით ფრინველებზე დასაკვირვებლად. მერე სწრაფად უნდა გვესაუზმა და ჩემი ავტობუსი პოჰარაში 9 საათზე მიდიოდა. სამწუხაროდ წინა დღეს გავცივდი და დილით ცუდად ვიგრძენი თავი.  მალე მივხვდი რომ სიცხე მაქვს და არ მეფრინველება… დავბრუნდი უკან საუზმე რომ მეჭამა.  გზად ეს სპილო და გლეხები შემხვდნენ.…

სპილოებით საფარი ჩიტვანის ჯუნგლებში. ნეპალი. დასასრული

 მდინარისკენ მარტორქა დავინახეთ და დავედევნეთ. მარტორქა წყალში შევიდა და სულ ეკიდა რამდენიმე სპილო რომ მოსდევდა.  ლამაზია  სპილოები. აქ დევნა დამთავრდა და უკან სადგურისკენ დავიძერით.  ფოტოაპარატიც მალე დამიჯდა და ველურ ფარშევანგებს ვერ გადავუღე სურათები. ასე დამთავრდა სპილოებზე სეირნობა. საღამოს “კულტურული პროგრამა” გვქონდა. კულტურის სახლში ტარუს ცეკვა სიმღერას გვაყურებინეს, მაგრამ არ მომეწონა, ძალიან პრიმიტიულია. ასე დამთავრდა ეს…

სპილოებით საფარი ჩიტვანის ჯუნგლებში. ნეპალი. გაგრძელება

 ტყე გაიშვიათდა და ასეთი ხედები გაიშალა…

 სპილოზე ვზივარ და სადაა ბალახი…. საკუთარ ფეხზე ადამიანს ეს დამალავდა.

 თვალსაჩინოებისთვის. ამ ბალახისგან აშენებენ ტარუს ხალხი სახლებსა და სახურავებს.

 ეს ალბათ ამერიკულ პრერიებს და პამპასებს ჰგავს

 მდინარისკენ მივდიოდით

ლამაზი იყო… მერე მარტორქა ვნახეთ…