ჩიტვანი, ჯუნგლებში სეირნობა. ნეპალი

გავუდექით გზას. ჯუნგლები ჩოულებრივი ტყე იყო, მე უფრო რაღაც ისეთი წარმომედგინა, ფილმებში რომ არის, ძალიან ველური, მაჩეტეთი რომ უნდა იკვლიო გზა და რამე, ნუ ამაზონიის ჯუნგლები ეს არაა, ჩოულებრივი ტყეა. მაგრამ ჩვენს ტყეში აი ასე მოსეირნე ირმებს ვერ ნახავთ. აი რამდენი ირემია. ჩვენს ნაკრძალებს უნდა შეშურდეს. გიდს ვკითხე ირმების რაოდენობაზე, და არ ვიცითო ძალიან ბევრიაო.…

კანოეთი გასეირნება – ჩიტვანი, ნეპალი

 დილა ძალიან ადრე დაიწყო, გათენებული არ იყო ჯერ გაგვაღვიძეს. თუმცა მადლობა კოპანის მონასტერს, დილით ადგომას შევეჩვიე და 5:30-ზე ადგომა არ გამიჭირდა.ნეპალში ცხოვრება ზოგადად ადრე იწყვება და ადრე მთავრდება. აქ მზის ამოსვლისას ყველა უკვე სამუშაოს იწყებს, თუ კი აქვთ რა თქმა უნდა.ვისაუზმეთ და 6 საათისთვის უკვე ნავების სადგომთან ვიყავით. ჩიტვანში სასტუმროების უმეტესობას დიდი პიკაპები ჰყავთ მათ…