ჩიტვანის ნაკრძალში გამგზავრება

 მონასტრის ცხოვრება დამთავრდა და მეორე დილას 6:30-ზე უნდა ვყოფილიყავი ავტობუსების გაჩერებაზე საიდანაც გადიან ტურისტული ავტობუსები სხვადასხვა მიმართულებით. ორი სიტყვით ტრანსპორტზე ნეპალში. რკინიგზა როგორც კლასი არ არსებობს საერთოდ. მდიდარ ტურისტებს შეუძლიათ გადაფრინდნენ შიდა ავიახაზებით ნებისმიერი დიდი ქალაქიდან სხვა ქალაქში ან მთებში რაიონულ ცენტრებში. ყველა დანარჩენებისთვის კი არის ავტობუსები. ავტობუსები ორ ძირითად კლასად იყოფა – ადგილობრივი, იაფი,…