პუჯა კოპანის მონასტერში. სახეები…

 აი ამაზე ისეთი ხმა იყო, რომ თუ ვინმე წაუძინებდა, უეჭველი გამოფხიზლდებოდა.

 თინეიჯერები

 ბავშვები. მზეც ამოვიდა ამასობაში.

 ნეტა რაზე ფიქრობს?

 ბავშვები

 გადაჩურჩულება 🙂

უკვე ძალიან მომშივდა, მზეც კარგად ამოვიდა და წავედი საუზმეზე…

პუჯა კოპანის მონასტერში, გაგრძელება

 რადგან ტიბეტურად სიტყვა არ მესმოდა, ფოტოაპარატით ვერთობოდი.  ეს ისეთ ხმას გამოსცემს მკვდარს ააყენებს.  ჩაის დროც მოვიდა. რადგან ეს ყველაფერი საუზმემდე ხდება, ჩაი აუცილებელია. გაგვაფრთხილეს რომ ტიბეტური ჩაი იქნება და შეიძლება არ მოგვეწონოს. მართლებიც აღმოჩნდნენ, ძალიან ცხიმიანი რძიანი ჩაი მარილით სასიამოვნო დასალევი არ იყო, თუმცა მშიერ კუჭზე რას არ დალევ.  ბერები და ჭიქები…  ცინგკაპა  ბერი  ბავშვები…

პუჯა – ბუდისტური ღვთისმსახურება

ჩვენთვის პუჯაზე დასწრება არ იყო სავალდებულო. თუმცა ჯგუფიდან რამდენიმე კაცმა კარინს სთხოვა, რომ ჩვენც დავსწრებულიყავით, და თხოვნა რა თქმა უნდა დაკმაყოფილებული იყო. სავსე მთვარიანი ღამის შემდეგ, გამთენიას დიდ გომპაში უნდა შევკრებილიყავით. პუჯა 5:30-ზე იწყებოდა. ავდექი, პირი დავიბანე, გავემზადე და წავედი. რომ მივედი ჯერ ადრე იყო და გომპა ცარიელი იყო. ბერები ცენტრში ისხდნენ, ჩვენთვის ბალიშები კედლების…