ბუდისტური ხელოვნება – კოპანის მონასტერი

 როგორც ადრე დავწერე, კოპანის მონასტერი თანამედროვეა, და მოხატულობაც შესაბამისად ახალია, თუმცა იმეორებს ტრადიციულ ბუდისტურ ფრესკებს. ეს ფრესკა მთავარი ტაძრის შესასვლელშია და ასახავს სამსარის რუქას. ასეთი გამოსახულება ყველა ბუდისტურ ტაძარში გვხვდება.

 ეს დებატების პავილიონშია ბუდას და ტარას ქანდაკებები

ტარა – ბუდას ქალის სახე

ბავშვები მონასტერში

 ტიბეტში და ჰიმალაებში შუა საუკუნეებიდან დღემდეა ტრადიცია, რომ ოჯახი უმცხროს შვილებს მონასტერს აძლევს. შუა საუკუნეების ევროპაშიც ასეთივე ტრადიცია იყო, აქ კი დღემდე მოაღწია. ტრადიციას რა თქმა უნდა ეკონომიკური საფუძველი აქვს – მაღალ მთაში სიდუხჭირეა და ქონება მხოლოდ უფროს შვილზე გადადის, უმცროსს არაფერი ერგება ამიტომ მას მონასტერში უშვებენ, თან ხშირია რომ ოჯახს არ აქვს საშუალება გამოკვებოს…