ბიძია გუგლისთვის საიტის სიჩქარეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, და არა მხოლოდ გუგლისთვის, არამედ მომხმარებლისათვისაც. საიტი უნდა მოხერხებული იყოს, არ ღლიდეს, დროზე იტვირთებოდეს, როგორც კომპიუტერში, ასევე მობილურ მოწყობილობებში.
გუშინ შევამოწმე საიტი გუგლის სიჩქარის ანალიზატორში და საგანგაშო შედეგი – 50 ქულა მივიღე 🙁 http://tools.pingdom.com/fpt/ არც ამან მანუგეშა. დავიწყე ჩალიჩი, ქეშის ოპტიმიზაცია, ზედმეტი ქაუნთერი მოვაშორე, ეგეც ანელებდა, HTML და CSS მინიფიკაცია, ჯავა სკრიპტზე იგივე ვერ ვქენი სლაიდერის გამო. კიდევ ერთი სერიოზული პეობლემა აღმოჩნდა სურათების ოპტიმიზაცია. ამის კარგი საშუალება ვიპოვე აქ – http://tools.dynamicdrive.com/imageoptimizer/index.php შევკუნშე სირათები. მოკლედ ბევრი წვალების შემდეგ 50-დან ავედი 84-ზე.
http://gtmetrix.com/reports/www.georgia-tours.eu/uwAUvJr2  აქაც შედეგი დამაკმაყოფილიბელი აღმოჩნდა. თუმცა სამუშაო კიდევ არის, ძირითადად ჯავა სკრიპტებზე და htaccess. საიტიც არ დაზიანდეს და სიჩქარეც მოემატოს.
სასარგებლო ბმულები:

By xdwi0

Related Post

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *