5 ოქტომბერი, კოპანის მონასტერი

 როგორც წინა პოსტში მოვყევი, ვიყიდე რვეული და დავიწყე წერა. რადგან დილით საუბარი არ შეიძლებოდა, წერისთვის საკმარისი დრო იყო. ვაგრძელებ რვეულში ჩანაწერებით. გუშინ პირველი საღამო იყო. ყველაზე ძნელი მედიტაციაა, ჯდომა მტკივნეულია, ფეხები და წელი მტკივა, კონცენტრაციას ვერ ვახერხებ. აქ 150-ზე მეტი ადამიანი ვართ, კანადიდან ავსტრალიამდე, ფილიპინებიდან, იორდანიიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, ჰოლანდიიდან და ალბათ ევროპაში ქვეყანა არაა, რომ…

კოპანის მონასტერში მისვლა, ნეპალი Check in Kopan monastery October 2014

ალბათ ბლოგში ყველაზე საინტერესო ნაწილს ვიწყებ. ჩემამდე რომელიმე ქართველი იყო ბუდისტურ მონასტერში რამდენიმე დღე??? კოპანის მონასტერი მდებარეობს კატმანდუს გარეუბანში, ბოუდჰასთან, კაპანის მთის წვერზე. მონასტერი 70-ანი წლების დასაწყისში დააფუძნეს ლამებმა იეშემ და ზოპამ. ლამა იეშე ტიბეტიდან იყო ლტოლვილი, ხოლო ზოპა ნეპალელია. ლამა იეშემ 1971 წლიდან დაიწყო ყოველწლიურად ევროპელების მიღება მედიტაციის კუსებზე, რაც ყოველწლიურ ნოემბრის კურსებად გადაიქცა.…

ოცნებების ბაღი, კატმანდუ, ნეპალი

 კატმანდუს ცენტრში, ტამელთან ახლოს არის ეს პატარა სიმშვიდის ოაზისი. პარკში შესვლა ფასიანია, მგონი 200 რუპი ღირს. აქ რესტორანიცაა.

 ამ ამფითეატრზე ხალხი (უმეტესად ტურისტები) წამოწოლილები არიან, მზოგს სძინავს ზოგიც კითხულობს. მთელი დილა ბოდიალის შემდეგ დიდი სიამოვნება იყო შუადღის მზისგან აქ შეფარება და ჩრდილში თვლემა.

 შადრევანი

 ზოგი სეირნობს…

 ეკლექტიკა

ძველი კატმანდუს კოლორიტი, ნეპალი

 ნეპალის და ბუდიზმის დროშები. ბუდიზმის დროშა XIX საუკუნეში მოიგონეს და მისი ნახვა ყველა ტაძარზე შეიძლება, ასევე ბუდისტების სახლებზეც. სიმბოლიკაზე ვიკიპედიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ.


 ისევ ტანსაცმლის მაღაზია

 ტაძარი…

 ლამაზი შენობა და სალამურების გამყიდველი

 სალამურების გამყიდველი

 ხილიც იყიდება

 ლამაზი კარები

 პაგოდა და “მანტიორის კოშმარი” :))))