ბაქტაპური, ნაწილი 1 – Brakhtapur

 დაშანის დღესასწაულის ყველაზე დიდი დღე იყო ეს დღე და მე ნაგარკოტიდან ბაქტაპურში ჩამოვედი. ესეც კატმანდუს ქვაბულის მესამე დედაქალაქი, კიდევ ერთი დურბარით. პატანისგან განსხვავებით ბაქტაპური არაა კატმანდუზე მიბმული, მაინც სხვა ქალაქია. გზაზე უამრავი დაკლული თხა და კამეჩი ვნახე, ნუ მე ეს არ მაკვირვებდა სხვა ტურისტებისგან განსხვავებით.  ბაქტაპურშიც პირველი რა ვნახე დაკლული კამეჩი, ქუჩებში სისხლი…  გავაგრძელე გზა…