დილა ნაგარკოტში – Morning in Nagarkot

 ასეთი დილა რომ გაგითენდება ბედნიერი როგორ არ უნდა იყო? კატმანდუს ქვაბული სილამაზით მთიან აჭარას შეედრება, შორს კი ჰიმალაები ჩანს კარგ ამინდში. მე და იურგენი წამოვედით უკან, მოგვშივდა და მოჰანის საუზმე ახლა ძალიან გვინდოდა. გზიდან ულამაზესი ხედები იშლებოდა.  კიდევ ერთ გადმოსახედზე ცოტა ხალხი იყო. უმეტესად ადგილობრივები. აქ ახალგაზრდა წყვილი გავიცანით. ამ დღეს ნეპალში დაშანის დღესასწაული დაიწყო…

მზის ამოსვლა ნაგარკოტში – Nagarkot sunrise

დილის 5 საათზე ავდექით და გზას გავუდექით გადმოსახედისკენ. აქედან მზის ამოსვლა და ჰიმალაები უნდა დაგვენახა. ბნელოდა, მაგრამ გზა ტურისტებით იყო სავსე. სასიარულო 3 კილომეტრამდე იყო, და სწრაფი ნაბიჯით მალე ავედით. როდესაც მივედით რიჟრაჟი იყო. ამ კოშკურაზე დაიწყო ზოგმა აძვრომა თუმცა ისედაც კარგად ჩანდა ყველაფერი. ევერესტი ვერ ვნახე მაგრამ სხვა მთები ადგილზე იყო. ჰიმალაები ობსერვატორია მზე…