Kathmandu, Durbar square 6

 ჯიმი ჰენდრიქსს ეს პაგოდა ტყუილად არ აურჩევია, აქედან კარგი ხედია მოედანზე. ავედი და მეც დავჯექი, დასასვენებლად, ადგილობრივი ატმოსფეროს შესასრუტად და ხედებით დასატკბობად. ცოტა ხანს ვიჯექი თუ დიდხანს, მალე საქორწილო მაყრიონმაც ჩამიარა. მანქანა მარტო ერთი იყო, ორკესტრო და სტუმრები ფეხით მოყვებოდნენ.  შივას და პარვატის ტაძარი.  სასახლე…  ამ ფოტოს ყურადღებით დააკვირდით შეხედეთ, აქაა ეს მაყრიონი, ეს ცისფერი…

Durbar square 5

 დურბარის მოედანზე როგორც ავღნიშნე უამრავი ტაძარია, არქიტექტურა სხვადასხვანაირი, პაგოდები და არა მარტო, სუფთა ინდური ტაძრებიცაა, როგორც ეს თეთრი.    ეს ბერი მოწყალებას თხოულობდა ასე გაუნძრევლად, სანამ იქ ვიყავი ქანდაკებასავით იდგა. მტრედები კი იმდენნი არიან, რომ ვენეციის სან მარკოს მოედანს არ ჩამოუვარდება.  ადრე აქ სამეფო სპილოების საჯინიბო იყო, ახლა კი სპილოები აღარ არიან, არც მეფეა და…