ჩერნივციდან კამიანეც-პოდოლსკიმდე სულ 3 საათი უნდა ავტობუსით მგზავრობას. მდინარე დნესტრი ყოფს დღეს ბუკოვინას და პოდოლს, ადრე კი ყოფდა რუსეთის იმპერიას და ავსტრო-უნგრეთს. მიუხედავად იმისა, რომ 1945 წლიდან ეს ორი რეგიონი ერთი ქვეყნის შემადგენლობაში იყო, სხვაობა ძალიან დიდია. პრინციპში კამიანეც-პოდოლსკი ძალიან სიმპატიური ქალაქია დიდი ტურისტული პოტენციალით, რეალურად კი ძველ ქალაქს არა უშავს კიდევ, დანარჩენი კი საბჭოთა სიმახინჯეა. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ციხესიმაგრე.
კიდევ კარგი სასტუმრო ძველ ქალაქში მქონდა დაჯავშნილი, ახალი ისეთი საბჭოთა პოვინციული ქალაქია სადაც ერთი წამითაც არ მოგინდება გაჩერება. ძველი ქალაქი კი უნიკალურია, აქ მდინარე სმოტრიჩი ომეგას ფორმის მარყუჟს ქმნის, სწორედ ამ მარყუჟში მოქცეულ ნახევარ კუნძულზეა აშენებული ქალაქი. მაღალი ნაპირების წყალობით ქალაქი კარგად იყო დაცული. იქ კი სადაც ნახევარკუნძული უერთდება “დიდ მიწას” აშენებულია ციხესიმაგრე.
ეკლესია შორიდან ფოტოგენურია. ციხის გადაღება კი დილით ჯობია. კიეველი წყვილი გავიცანი და ერთად წავედით ციხესიმაგრში. ჯერ კი კათოლიკური ეკლესია ვნახეთ.
რომის პაპის იოანე პავლე II-ს ძეგლი. თურმე დედამისი პოდოლიდან ყოფილა, აქ ადრე ბევრი პოლონელი ცხოვრობდა. XVII საუკუნეში ქალაქი თურქებმა დაიკავეს, ეკლესია მეჩეთად გადააკეთეს და მინარეთი მიაშენეს. შემდეგ პოლონელები დაბრუნდნენ, ეკლესიას ფუნქცია აღუდგინეს, მინარეთი ამოქოლეს და ზედ ღვთისმშობლის ქანდაკება დაადგეს.
ციხეში ავედით.
ეს კოშკები ძალიან მომეწონა.
გადახურვა ხისაა.
მინი მუზეუმი. ციხე ლამაზია ხედებიც… მეტი მოვლა და ძალიან მაგარი ტურისტული ცენტრი გამოვა. სხვათაშორის კამიანეც-პოდოლსკიც ციხესიმაგრე ყველაზე დიდია უკრაინაში.
დავბრუნდით უკან ქალაქში. მოედანზე შეგვხვდა გიდი, რომეოლმაც შემოგვთავაზა ექსკურსია ხოტინში, სადაც კიდევ ერთი დიდიციხეა. ფასი მომხიბვლელი იყო და მე დავთანხვდი, მითუმეტეს ისედაც ვაპირებდი იქ წასვლას. ექსკურსია დღის 1 საათზე იწყებოდა.
ჩემი ახალი ნაცნობები ოთახს ახალ ქალაქში ქირაობდნენ და წავიდნენ, მე კი შევედი ამ რესტორანში სავახშმოდ. ინტერიერი საინტერესოა.
სამზარეულო ისე რა…
აღდგომის ღამე იყო. სხვა საქმე არ მქონდა და ეკლესიაში წავედი ცოტა ხნით.
ღამის განათება. წითელი კოშკები მომეწონა 🙂
მეორე ეკლესიაში შევედი, აქ ეტყობა წირვა მორჩა და სიჩუმე იყო…
დილით დრო მქონდა და ცენტრში ვიარე… ეს ტრიუმფალური თაღი-ეკლესიის ჭიშკარი.
მერიის ქვეშ მუზეუმია წამების კამერებით. კიდევ მერიაში ნუმიზმატიკური მუზეუმიც იყო, რომელსაც რამდენიმე თეთრი შევწირე ექსპონატებისთვის.
პირველი საათისთვის გამოვედი მოედანზე სადაც ჩვენი საექსკურსიო ჯგუფი უნდა შეკრებილიყო.