Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

ჯჰარკოტის მისადგომებთან. ჰიმალაები, ნეპალი

Feb92015
Nepal - ნეპალიtravel

გზა იწელებოდა… აგერ ახლოს ვართ უკვე, კიდე ცოტაც, მაგრამ მივდიოდით, მივდიოდით, ვტკბებოდით ულამაზესი ხედებით, და მაინც შორს ვიყავით. კიდევ ერთ საათს მოვუნდით ნანატრ ჯჰარკოტამდე მისასვლელად… გზად ბევრი ფოტო გადავიღეთ.

თითქოს არაფერი, მაგრამ 3500 მეტრზე გაიშვიათებული ჟანგბადი გვაცლიდა ენერგიას. ზურგჩანთა კი თითქოს უფრო და უფრო მძიმდებოდა, ყოველ ნაბიჯზე ნახევარ კილოს იმატებდა, ყოველ აღმართზე კი 2-3 კილოს. იგერაა სოფელი, თეთრი სახლები, ჭრელი ხეები, წითელი მონასტერი, კარგად ჩანს, მაგრამ მაინც უნდა ვიაროთ, ვტკეპნოთ მტვრიანი გზა.

სულ ახლოს ვართ. მუკტინაჰში ასვლა დღესვე გვინდოდა, თუმცა სად იყო ზუსტად არ ვიცოდით. ინტერნეტი არ იჭერდა, რაც ნავიგაციას ართულებდა. ამიტომ მოვიმარჯვე ფოტოაპარატი, მიწაზე დავწექი, ხელების კანკალს რომ არ შეეშალა ხელი და ზუმით დავიწყე ძებნა.

ეს პაგოდა ვიპოვეთ და ჩავთვალეთ რომ აქაა სადღაც… აღმოჩნდა რომ შევცდით.

კიდევ ცოტაც და ცხელი ჩაი, თავისუფალი ზურგები, ცხელი მომოები აქ გველიან…ხედი კი ულამაზესია….

ახლა ეს ჯიპი, მაჰინდრა აგვიმტვერიანებს გზას.

ფერმას ჩავუარეთ, ფერმერები ეტყობა რელიგიურები არიან, სახურავზე ამდენი დროშაა აღმართული. ალბათ მართლაც წმინდავენ აურას ეს მანტრები… ისეთი სიმშვიდეა ყველგან ამ სიმაღლეზე….

ქვემოთ რაღაც პატარა მდინარეა, აქ საძოვრებია სადაც ასევე ხელით დარგულ ბალახს ჭამენ თხები…

კიდევ ცოტაც და ამ ლამაზ სოფელში შევალთ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

უკან მოვიხედე და ასეთი ხედი დამხვდა, ჩვენი განვლილი გზა, სადღაც დაბლა კი კალი-განდაკის მიაქვს წყლები ტიბეტიდან ინდოეთის ოკეანისკენ…. ჭრის უზარმაზარ ჰიმალაებს…

სოფლის შესასვლელში ასეთი ალეაა… როგორც პარკში. შემოდგომის ფერებში შეფერილი ხეების უკან კიდევ დათოვლილი 6, 7 ათასიანი მწვერვალებია…

28.818219883.8491241
Category: Nepal - ნეპალი, travelFebruary 9, 2015Leave a comment
Tags: Mustang
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:ჯჰარკოტი, ნეპალი – ჰიმალაებში შატილიNextNext post:გზა ჯჰარკოტისკენ გაგრძელება. ნეპალი

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
ტური ნეპალში
ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
September 20, 2016
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016

Leave a Reply Cancel reply

You must be logged in to post a comment.

  • Svaneti
    Tours in Svaneti, Georgia
    May 11, 2022
  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes