Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

ჯომსომიდან პოჰარში დაბრუნების ამბავი

Feb222015
Nepal - ნეპალიtravelნილგირი

24 ოქტომბერი არ იყო ჯერ გათენებული, როდესაც ავდექი და სასტუმროდან პირდაპირ აეროპორტში ჩავედი. პრინსიპში 50 მეტრის სავალიც არ იყო. რეისი 6:30-ზე იყო დანიშნული. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, პოჰარაში გაფრენა კიდევ უფრო დრამატული აღმოჩნდა ვიდრე აქ ჩამოფრენა, რაზეც უკვე დავწერე. მადლობა სიმრიკს.

თავისთავად დანიშნულ დროზე არავითარი თვითმფრინავი არ ჩამოფრინდა. სიმრიკის გარდა ისევ მხოლოდ ტარას რეისები იყო დღეს. გამოაცხადეს, რომ პოჰარაში ნისლია და ამიტომ თვითმფრინავები იქედან ფრენას ვერ ასრულებენ. სიტუაციას დრამატულობას კიდევ რამდენიმე მომენტი სძენდა… სიმრიკის თვითმფრინავი, ტარასგან განსხვავებით ჯერ კატანდუდან უნდა გაფრენილიყო პოჰარაში, კიდევ ცნობილი კალი-განდაკის ქარი, რომელიც ამ დღეებში უხვად ვიგემე, და რომლის გამოს დილის 10 საათის შემდეგ…. გავიდა 2 საათი და ალელუია – ტარას თვითმფრინავმა შეასრულა ფრენა! მაგრამ სიმრიკის არც თვითმფრინავი ჩანდა არც კომპანიის წარმომადგენელი.  მერე კი მოვიდნენ, ბილეთები მოგვცეს, ბარჯი ჩაიბარეს და კვლავ გაქრნენ. ვიღაცამ თქვა 9 საათზე გამოაცხადებენო.

DSCN1108.JPG DSCN1109.JPG

9:30 იყო უკვე, მაგრამ არავითარი სიახლეები… კიდევ დრამატული მომენტები… პოჰარამდე სახმელეთო გზას მთელი დღე მოვუნდებოდი. ხვალ კატმანდუში უნდა წავსულიყავი რადგან ზეგ დღისით მივფრნავდი… ანუ დროში ვიწვები. ფული ცოტა მაქვს. ჯიპებზე ბენიმდე ასტრონომიული ფასები იყო… მესტია-თბილისის ტრანსფერის 500 ლარი ამასთან ახლოს ვერ მოვიდოდა.

დავრჩით მარტო სიმრიკის ბედკრული მგზავრები… მე, ამერიკელი წყვილი, ვიღაც ინდოელები და ჩეხების ჯგუფი. აეროპორტის ერთადერთ თანამშრომელს, ვინც აქ იყო, რეგისტრაციის მაგიდაზე ტკბილად ეძინა, ჩვენ კი ბედის ანაბარა დატოვებულები ვბჭობდით რა გვექნა. კიდევ ერთ დღეს ვერ დავრჩებოდი… თბილისის თვითმფრინავის დაკარგის ალბათობა ამ შემთხვევაში ძალიან მაღალი იყო. გულში აირ დუბაის მადლობას ვუხდიდი, ფრენის ერთი დღით გადაწევისთვის. მაგრამ მაინც… სანამ რეისს არ გააუქმებდნენ ანაზღაურებასაც არავინ მოგვცემდა… გახდა 11 საათიც… სიახლეები არ არის…. ქარი უუერავს.. საააარე ბილიკნ გმოკიდული წითელ-თეთრ ზოლიანი “ნასკი” სტაბილურად ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია… იმედი ქრება… სიმრიკის თვითმფრინავი კიდე კარმანდუშია.

შუა დღეც მოახლოვდა…. ბოლოს მოვიდა როგორც იქნა კომპანიის თანამშრომელი და მწუხარე სახით გვაცნობა რეისის გაუქმება. აეროპორტის თანამშრომლებმა ბარგის დაბრუნება დაიყეს. იმავე წუთს კიდევ ეთი სიმრიკელი შემოვიდა შენობაში და სასტვენში ისე ჩაბერა, ყველა გავშეშდით. ნანატრი თვითმფრინავი პოჰარადან გამოფრინდაო, აქ 1 წუთზე მეტს ვერ დაჯდებაო, ამიტომ დროზ გასსვლელთანო. მაშინმე სასწრაფოდ შეგვამოწმეს და საფრენ ბილიკთან დაგვაყენეს.

DSCN1110.JPG DSCN1113.JPG

თთმფრინავის გამოჩენაზე ყველამ ტაში დავუკარით. მოვიდა ნანატრი. რამდენიმე წუთში თბილ პოჰარაში ვინებივრებთ, გავიხდით თბ ტანსაცელ და ისევ ზაფხულს ვიგრძნობთ! ფევას ნაპირზე ზანტად დაილევა ლუდი და მზის ჩასვლისას არ აცივდება!

DSCN1118.JPG DSCN1127.JPG

დაჯდა თუ არ თვითმფრინავი გადმოვიდნენ მგზავრები და მაშინვე ჩაგვსვეს ჩვენი ბარგით და არიქა გავფრინდით! აფრენისას სალონშიც ვგრძნობდით ქარს ისე ყანყალებდა პაწია თვითმფრინავი. აქაურ მიმინოს კისერზე ეკეთა ლენტი წარწერით Failure is not option ვიმედოვნე რომ ეს მისი ცხოვრების დევიზია და მშვიდობით ჩაგვიყვანს პოჰარაში.

DSCN1129.JPG DSCN1136.JPG

უკანასკნელად გადმოვხედე ხეობის ბაღებს და მთებს .. მალე ყველაფერი გამწვანდა და ფევას ტბაც გამოჩნდა. ამ პაწია თვითმფრინავებში ცუდი ჰერმეტულობაა და წნევის ცვლილებისგან პოჰარაში დაჯდომისას სე ამტკივდა ყური, რომ რამდენიმე საათი ვიტანჯებოდი.

პოჰარაში ცხელი და ნოტიო ამინდი დაგვხვდა… დრო იყო სასწრაფოდ სასტუმროში დავბრუნებულიყავი და თხლად ჩამეცვა…

Category: Nepal - ნეპალი, travelFebruary 22, 2015Leave a comment
Tags: Mustangპოჰარა
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:ოკუპაცია… 1921 წლის 25 თებერვალიNextNext post:მარფა – ჯომსომი, ნეპალი

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
ტური ნეპალში
ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
September 20, 2016
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016

Leave a Reply Cancel reply

You must be logged in to post a comment.

  • Svaneti
    Tours in Svaneti, Georgia
    May 11, 2022
  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes