Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

ხალხური არქიტექტურის და ყოფის ეროვნული მუზეუმი

Apr182015
travelUkraineხალხური არქიტექტურის და ყოფის ეროვნული მუზეუმი

Національний музей народної архітектури та побуту України

კიევის სამხრეთ გარეუბანში არის ალბათ ყველაზე საინტერესო ადგილი ქალაქში – ეთნოგრაფიული მუზეუმი. ჩვენს მუზეუმზე გაცილებით უფრო დიდი ტერიტორია უკავია და აქ არა სათითაოდ, არამედ ჯგუფებადაა სახლები, თითქოს პატარა სოფლებია გადმოტანილი უკრაინის სხვადასხვა კუთხეებიდან. მუზეუმი პიროგოვის სახელობისაა. ვინ იყო პიროგოვი მაინც ვერ გავარკვიე. აქ მისვლა ტაქსით ჯობია, რადგან ვერავითარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის კვალი ვერ აღმოვაჩინე. თუმცა ტაქსის გამოძახებისას დარწმუნდით, რომ ტაქსისტი კიეველია, თორემ ახლა ბევრი დევნილია დონეცკიდან და იმათ კიევი ცუდად იციან, ამ მუზეუმის შესახებ შეიძლება არც კი იცოდნენ. სახლების გარდა აქ გადმოტანილია წისქვილებიც და ეკლესიებიც. ეს ეკლესიები მთლიანად ხისგანაა და როგორც წესი სამ გუმბათიანია.

DSCN2239.JPG DSCN2240.JPG DSCN2241.JPG DSCN2242.JPG

ამ წისქვილებს რომ შევხედე ვიფიქრე, რომ დონ კიხოტი აქ არ მოიწყენდა.

DSCN2243.JPG DSCN2244.JPG DSCN2245.JPG DSCN2247.JPG

XVII საუკუნის ხის ეკლესია კიევის რეგიონიდან. შთამბეჭდავია არა? გავაგრძელე სეირნობა. ხან იმიერკარპატებში მოვხვდი, ხან გუცულებთან, ბოლოს კი პოლტავაში…

DSCN2248.JPG DSCN2249.JPG

ეკლესიის სამრეკლო და ჭა.

DSCN2250.JPG DSCN2251.JPG DSCN2252.JPG DSCN2253.JPG

დონ კიხოტი აქ რას გაიჯეჯილებდა 🙂

DSCN2254.JPG DSCN2255.JPG

სადღაც შორს ეს კარპატული ეკლესია ჩანდა ხეებში.

DSCN2256.JPG DSCN2260.JPG DSCN2262.JPG DSCN2264.JPG

ტერნოპოლამდეც მივედი, ეს უკვე გალიჩინაა.

DSCN2265.JPG DSCN2266.JPG

ეს ეკლესიაც XVII საუკუნისაა, ოღონდ ტერნოპოლიდან. ამჯერად ერთგუმბათიანი.

DSCN2268.JPG DSCN2269.JPG DSCN2270.JPG DSCN2271.JPG DSCN2275.JPG DSCN2276.JPG

ტერნოპოლის რეგიონის სახლი და ეკლესია.

DSCN2278.JPG DSCN2279.JPG DSCN2284.JPG DSCN2286.JPG

კარპატებს მიღმა ავღმოვჩნდი და ასეთი სოფელი დამხვდა. სახლებში მუზეუყმის თანამშრომლებიც იყვნენ. ერთს ძალიან ესიამოვნა რომ ქართველი ვარ (სხვებს არც უკითხავთ) და დაწვრილებით ამიხსნა ყველაფერი. არა მგონია რომელიმე ქვეყანაში ასე ვუყვარდეთ როგორც უკრაინაში…

DSCN2287.JPG DSCN2289.JPG

კარპატული სახლი შიგნიდან ასე გამოიყურება.

DSCN2290.JPG DSCN2291.JPG

მეორე ფოტოზე ეს ლურჯი კანტებით ღუმელია.

DSCN2294.JPG DSCN2296.JPG DSCN2297.JPG DSCN2299.JPG DSCN2301.JPG DSCN2302.JPG

ესეც ეკლესია უკვე ახლოდან. ეს სახლუკა არ მოგწონთ რა საყვარლობაა?

DSCN2303.JPG DSCN2305.JPG DSCN2306.JPG DSCN2308.JPG

კიდევ ერთი სახლის ინტერიერი.

DSCN2309.JPG DSCN2313.JPG

შთამბეჭდავი ეკლესიაა…

DSCN2316.JPG DSCN2318.JPG DSCN2319.JPG DSCN2321.JPG DSCN2325.JPG

იმიერკარპატები დავტობე და გუცულებისკენ წავედი. აი ასე გამოიყურება აღმართიდან კარპატული სოფელი… სხვათაშორის ეკლესიაზე ძალიან საინტერესო და უცნაური ფორმის ჯვარია…

DSCN2328.JPG DSCN2329.JPG

ეს უკვე გუცულების სახლებია. გუცულები ჩვენი სვანებივით არიან, კარპატებში ცხოვრობენ.

DSCN2337.JPG DSCN2341.JPG

ამ დიდი შენობის დანიშნულება ვერ გავიგე არა და მაინტერესებს… ვიკინგურ დარბაზს ჰგავს…

DSCN2345.JPG DSCN2347.JPG DSCN2348.JPG DSCN2350.JPG DSCN2351.JPG DSCN2352.JPG DSCN2354.JPG DSCN2356.JPG

აშკარად რაღაც ვიკინგურია ამაში 🙂

DSCN2357.JPG DSCN2358.JPG

ეს ეკლესია უკვე რივნოს რეგიონიდანაა. ისევ საინტერესო ჯვრებით.

DSCN2359.JPG DSCN2361.JPG

სოფელი რივნოში. მარჯვნივ ფოტოზე რა ხდება მეც ძალიან მაინტერესებს.

DSCN2363.JPG DSCN2364.JPG DSCN2365.JPG DSCN2366.JPG

რივნო…

DSCN2369.JPG DSCN2371.JPG

ეს კი წიწიბურის დასამუშავებელი აგრეგატი ყოფილა… სახლები კი უკვე ცენტრალური უკრაინაა.

DSCN2372.JPG DSCN2373.JPG DSCN2374.JPG DSCN2375.JPG

ეს თუ არ ვცდები პოლტავა უნდა იყოს უკვე. სახურავი ძალიან მომეწონა 🙂

DSCN2378.JPG DSCN2379.JPG

და რა თქმა უნდა ფეჩი!

DSCN2381.JPG DSCN2382.JPG DSCN2383.JPG DSCN2385.JPG

პოლტავური სახლის ინტერიერი…

DSCN2387.JPG DSCN2389.JPG DSCN2390.JPG

ეს ფილები კი ფეჩების მოსაპირკეთებელი იყო. ლვოვში ვნახე უკვე ნამდვილი მოპირკეთებული ფეჩები.

DSCN2391.JPG DSCN2392.JPG DSCN2393.JPG DSCN2394.JPG

აქეთ ყველა სახლი ღია იყო, ყველგან ვიყურებოდი ვათვალიერებდი…

DSCN2396.JPG DSCN2397.JPG DSCN2398.JPG DSCN2400.JPG

ეს მწვანეგუმბათა ეკლესიაც საიდანღაც ცენტრალური უკრაინიდანაა.

DSCN2402.JPG DSCN2403.JPG

ბოლოს კი XIX საუკუნის სოფლის სკოლა ვნახე!

ასე დამთავრდა სეირნობა მუზეუმში. დაახლოვებით 3 საათი დამჭირდა. ძალიან ვისიამოვნე. კიევში ეს ისეთი ადგილია რომლის ნახვაც აუცილებლად ღირს!

Category: travel, UkraineApril 18, 2015Leave a comment
Tags: KievUkraine travel
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარიNextNext post:ღამის კიევი

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016
შივა ელეფანტაში
ელეფანტას კუნძული და გამოქვაბულები
August 14, 2016

Leave a Reply Cancel reply

  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • დობი გატი
    დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
    August 15, 2016
Subscribe to Blog via Email

Enter your email address to subscribe to this blog and receive notifications of new posts by email.

Join 5,156 other subscribers

  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes