ამინდი გამოსწორებას არც აპირებდა. წვიმაში დუკის ძეგლამდეც მივედით. დუკს ეძახიან რიშელიეს, რომელმაც ოდესა ააშენა თავის დროზე. მისი ძეგლი ქალაქის ბულვართან დგას, ძალიან ლამაზ მოედანზე. შარშან დუკის ძეგლთან იკრიბებოდნენ მაიდანის მხარდამჭერები.
ოდესაში არის ცნობილი გამოთქმა “Посмотрите на Дюка со второго люка” ზუსტად ეს ხედია მარჯვენა ფოტოზე 🙂
ძეგლის ძირში კი მაიდანზე დაღუპულთა საპატივცემლოდაა სანთლები.
დუკისგან ზღვაც ჩანს.
ზუსტად უკან ეკატერინე მეორეს მოედანია, ძეგლიც დგას, რომელსაც განძრახ არ გადავუღე სურათი
ძველი ოდესა ძალიან ლამაზია და კოლორიტული. თბილისის და ბათუმის ჰიბრიდია თითქმოს. ბოლოს ზღვაზე ჩავედით.
პატიომკინის კიბეები. ამ კიბეებზე გადაიღეს საბჭოთა დროს ფილმის ეპიზოდები პატიომკინის ჯავშან გემიდან. აქედანაც შემორჩა ეს სახელი.
ოდესის ნაპირი მაღალია და ჩასასვლელად აშენდა სწორედ ეს კიბე. თავიდან საფეხურები ზღვამდე ჩადიოდა, ახლა კი წინ საზღვაო ვაგზალია, პირსები და ეს უმახინჯესი ქანდაკება, რომელიც კულტურისტ ბავშვს განასახიერებს ალბათ.
პირსზე ცნობილი ქანდაკება დგას – მეზღვაურის ცოლ-შვილი. ოდესელებში ბევრნი არიან მეზღვაურები, და რა თქმა უნდა იმედოვნებენ, რომ ცოლ-შვილი მათ ასე აცილებს და ელოდება. აქედან ჩანდ იახტკლუბი სადაც ძალიან ცოტა იახტაა. ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ადრე ბევრი იყო.
პირსთან ღუზების გამოფენაც იყო 🙂 მუზეუმივით. დავსველდით, შეგვცივდა ამ არასაზღვაო ამინდში და ავბრუნდით ქალაქში, სადაც გაცილებით მეტი იყო საინტერესო.