Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

ციხე ლონცკიზე

Feb262016
travelUkraineრეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი

ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო ლონსკიზე ციხე-მუზეუმის მონახულება. ავსტრიელებმა აქ ააშენეს პოლიციის სამმართველო, პოლონელებმა მიაშენეს ციხე, სადაც პოლიტ პატიმრები იყვნენ ძირითადად, მათი უმეტესობა კი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები იყვნენ. ამ ციხეში იჯდა ცნობილი მებრძოლიც სტეპან ბანდერა. 1939 წელს ლვოვში საბჭოთა ჯარები შემოვიდნენ და ციხის ბინადართა კონტიგენტიც ცოტათი შეიცვალა, ახლა აქ კომუნიზმის წინააღმდეგ მებრძოლები იყვნენ, თუმცა მათი დიდი ნაწილი ცოტა ხნის წინ პოლონელების წინააღმდეგ იბრძოდა.

კომუნისტების ბატონობა სულ 2 თვე გაგრძელდა, მალე გალიციაში გერმანელები შემოვიდნენ. თუმცა კომუნისტებმა იმდენი მოახერხეს ამ მოკლე დროის მანძილზე, რომ უკრაინელები გერმანელებს, როგორც განმათავისუფლებლებს ისე შეხვდნენ. კომუნისტებმა იმდენად სწრაფად დატოვეს ციხე, რომ პატიმრების დახვრეტის დროც არ ჰქონდათ, ამიტომ მათ საკნებში ყუმბარები შეაგდეს. გერმანელები რომ შემოვიდნენ ციხის ნახვით გაოგნდნენ. თან ზაფხული იყო… გვამების ფრაგმენტებისგან გასაწმენდად რა თქმა უნდა ებრაელები გამოიყენეს, რომლებიც მალევე გაანადგურეს…

გერმანელი ნაცისტების ბატონობის დროს ციხე ისევ გამოიყენებოდა პოლიტიკური პატიმრებისთვის. უკრაინელები მალე მიხვდნენ, რომ ნაცისტების გეგმებში არ შედიოდა დამოუკიდებელი უკრაინის არსებობა, ერთ-ერთი ლიდერი სტეპან ბანდერა საკონცენტრაციო ბანაკში იხდიდა სასჯელს. ასე გაგრძალდა სანამ ლვოვი ისევ საბჭოთა ჯარებმა არ დაიკავეს, და ნაციზმთან მებრძოლებს ციხეში კომუნისტებთან მებრძოლები დაემატნენ. ბევრი პატიმარი აქედან ციმბირის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, ბევრს აქვე ეზოში ხვრიტავდნენ.

ციხე აქტიურად გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. მხოლოდ პრეზიდენტ იუშჩენკოს მმართველობის პერიოდში გაიხსნა ციხის არქივები, გამოიყო მისი ნაწილი მუზეუმ-მემორიალისთვის…

მუზეუმი უფასოა, გიდიც უფასოდ ემსახურება ყველა მომსვლელს. აუცილებლად სანახავი ადგილია.

DSCN3097.JPG DSCN3098.JPG DSCN3099.JPG DSCN3100.JPG DSCN3101.JPG DSCN3102.JPG

ასეთ საკნებში ათეულობით პატიმარი იყო.

DSCN3103.JPG DSCN3104.JPG DSCN3105.JPG DSCN3106.JPG

დაკითხვევბის ოთახი და ფოტოლაბორატორია.

DSCN3107.JPG DSCN3108.JPG

პატიმართა ხელოვნება. სავარდი შავი პურისგანაა გაკეთებული.

DSCN3109.JPG DSCN3110.JPG

ციხის პატიმრების გვარები, მათ შორის ქართველებისაც.

DSCN3111.JPG DSCN3112.JPG

ეზო, აქ ხვრიტავდნენ.

DSCN3113.JPG

პირდაპირ ასეთი სახლებია, საიდანაც კარგად ჩანს ციხე და მისი ეზო. აქ ყოველთვის შესაბამისი ოჯახები ცხოვრობდნენ, პოლონეთის უშიშროების თანამშრომლები, გესტაპოელები და შემდეგ ნკვდს ოჯახები….

Category: travel, UkraineFebruary 26, 2016Leave a comment
Tags: LvivUkraine travel
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მუზეუმიNextNext post:ლვოვის პანორამები რატუშის კოშკიდან

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016
შივა ელეფანტაში
ელეფანტას კუნძული და გამოქვაბულები
August 14, 2016

Leave a Reply Cancel reply

  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • დობი გატი
    დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
    August 15, 2016
Subscribe to Blog via Email

Enter your email address to subscribe to this blog and receive notifications of new posts by email.

Join 5,156 other subscribers

  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes