და აი ის რასაც ამდენი ხანი გპირდებოდით!
ნეპალი – ჰიმალაებში დაკარგული ყოფილი სამეფო, ორ გიგანტურ ქვეყანას შორის მოქცეული შედარებით პატარა ქვეყანა თავისი უნიკალური კულტურით და ისტორიით. ქვეყანა, სადაც დაიბადა სიდჰართა გაუტამა – ერთ-ერთი მსოფლიო რელიგიის – ბუდიზმის ფუძემდებელი.
ჰიმალაებში მოქცეული სამეფო 1960-ან წლამდე არა მხოლოდ იზოლირებული იყო გარე სამყაროსგან, არამედ ქვეყანაში არ არსებობდა არცერთი საავტომობილო გზა. 70-ან წლებში ნეპალის დედაქალაქი კატმანდუ იქცა ჰიპების მექად. დღეს ეს ჭრელი, ულამაზესი ქვეყანა იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
მე და ჩემი ნეპალელი პარტნიორები გთავაზობთ 11 დღიან დაუვიწყარ ტურს ამ ზღაპრულ სამეფოში, ჩვენი ტური ემთხვევა ყველასათვის ცნობილ ინდუისტურ დღესასწაულ ჰოლის, რომელსაც ერთად ავღნიშნავთ ნეპალში.
9 მარტი: ჩამოსვლა კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტში. (ბილეთებს ვყიდულობთ თავად, ვარიანტებია Flydubai დუბაის გავლით, Air Arabia, შარჟას გავლით და Qatar airlines დოჰას გავლით). ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმროში, კატმანდუს ტურისტულ უბანში – ტამელში. განთავსება კომფორტულ სასტუმროში. საღამოს გასეირნება ტამელში, ვახშამი (ფასში არ შედის).
10 მარტი: საუზმის შემდეგ ექსკურსია კატმანდუს ისტორიულ ნაწილში. დურბარის მოედანი – მალას დინასტიის დროინდელი სასახლის მოედანი, სამეფო სასახლე ძლიერ დაზიანდა მიწისძვრის შემდეგ. მოედანზე ბევრი ტაძარია, ზოგი ძლიერ დაზიანებული, ზოგს კი არაფერი ეტყობა. მათ შორისაა კამა სუტრას ტაძარი, რომელზეც ამოკვეთილია ეროტიული სცენები. დურბარის მოედნიდან სამხრეთით არის ჰიპების ქუჩა, სადაც 70-ან წლებში სახლდებოდნენ ევროპიდან ჩამოსული ჰიპები და თავისუფლად ვაჭრობდნენ ჰაშიშით.
შემდეგ სვაიამბუნატის სტუპა – ასევე ცნობილია როგორც მაიმუნების ტაძარი. სტუპა ბუდისტური სიწმინდეა და მთის წვერზე მდებარეობს, ქალაქის დასავლეთ ნაწილში. ეს ადგილი არა მხოლოდ ბუდისტებისთვისაა წმინდა, არამედ ინდუისტებისთვისაც.
გადავინაცვლებთ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, ყველაზე დიდი ბუდისტური სტუპის სანახავად. ბოუდანათში სტუპის გარშემო ბევრი ტიბეტელი ლტოლვილი ცხოვრობს. აქ ყოველთვის ნახავთ მათ, ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილები გარშემო უვლიან სტუპას და ლოცულობენ.
უკანასკნელი ღირსშესანიშნაობა კი ინდუისტებისთვის ყველაზე წმინდა ტაძარია – პაშუპატი. ტაძარი შივასადმია მიძღვნილი და სიმანდვილეში აქ მთელი წმინდა კომპლექსია, რომელიც წმინდა მდინარე ბაგმატის ორივე ნაპირზეა გაშენებული. თვითონ ტაძარში უცხოელებისთვის შესვლა აკრძალულია, მაგრამ კომპლექსის ტერიტორიაზე გადაადგილება თავისუფლად შეიძლება. მდინარის პირას არის გატები – საფეხურები და პლატფორმები, სადაც ხდება მიცვალებულთა კრემაცია. ტურისტებს ამ პროცესის ნახვა მეორე ნაპირიდან შეუძლიათ.
11 მარტი: ნეპალის სიდიდით მეორე ქალაქში პოხარაში გამგზავრება. გზად რაფტინგი ნეპალის მთის მდინარეში. ჩასვლა პოჰარაში და დაბინავება სასტუმროში. საღამოთი გასეირნება პოჰარაში, ვახშამი (ფასში არ შედის).
12 მარტი: ჰოლი. ერთად ავღნიშნოთ ეს მხიარული დღესასწაული პოჰარაში.
13 მარტი: დილით ადრე მზის ამოსვლამდე გამგზავრება სარანგკოტის მთაზე პოხარასთან. მზის ამოსვლის ნახვა. დამატებით შეგიძლიათ პარაპლანით ფრენა. შუა დღიდან ექსკურსია ბინდაბაშინის ინდუისტური ტაძარი, სეტის ხეობა, დევის ჩანჩქერი და გუპტეშორის გამოქვაბული.
14 მარტი: გამგზავრება სამხრეთ ნეპალში, ჩიტვანის ეროვნულ პარკში. სასტუმროში განთავსება. ლანჩი. ექსკურსია ჯუნგლებში. ვახშამი სასტუმროში. (შედის ფასში).
15 მარტი: დილიდან მდინარეზე კანოეთი გასეირნება, რომლის დროსაც შესაძლოა ვნახოთ ნიანგები და ჯუნგლების ფაუნის სხვა წარმომადგენლები. შემდეგ ჯუნგლებში გასეირნება, სპილოების გამრავლების ცენტრის ნახვა. სადილის შემდეგ სპილოებზე გასეირნება ჯუნგლებში, რომლის დროსაც დიდი ალბათობით ვნახავთ ირმებს და მარტორქებს, ხოლო ძალიან თუ გაგვიმართლა შესაძლოა ვეფხვსაც გადავეყაროთ. ვახშამი სასტუმროში.
16 მარტი: ფრინველებზე დაკვირვება. საუზმე და კატმანდუში გამომგზავრება ავტობუსით. სასტუმროში დაბინავება. თავისუფალი საღამო.
17 მარტი: სასტუმროში საუზმის შემდეგ გამგზავრება ბჰაკტაპურში – კატმანდუდან აღმოსავლეთით ულამაზეს ნევარულ ქალაქში, სადაც საუკეთესოდაა შემონახული უნიკალური ნევარული არქიტექტურა. ამ ქალაქში მგზავრობა დროში მგზავრობას ჰგავს. მიწისძვრამ კი დაანგრია ზოგი სახლი და ტაძარი, მაგრამ მაინც საუკეთესოდ შემოინახა ბჰაკტაპურმა უნიკალური იერსახე. ამ ქალაქში ძალიან ბევრი მოხელე ცხოვრობს, თქვენ ნახავთ როგორ ამუშავებენ ხეს, ძერწავენ თოხას, აქვე შეიძლება სახელგანთქმული ნეპალური დანების – კუკურის ყიდვა, რა თქმა უნდა ვაჭრობის შემდეგ.
ექსკურსია ქალაქში, თავისუფალი დრო, საღამოთი დაბრუნება კატმანდუში.
18 მარტი: თავისუფალი დღე კატმანდუში. თუ კარგი ამინდი იქნა, დამატებით შეგიძლიათ შეუკვეთოთ ჰიმალაებში პატარა თვითმფრინავით ფრენა, რომლის დროსაც ევერესტის ნახვაც შეგიძლიათ. გამოსამშვიდობებელი ვახშამი ნეპალურ რესტორანში. (შედის ტურის ღირებულებაში)
19 მარტი: ტრანსფერი აეროპორტში. გამომგზავრება თბილისში.
ტურის საფასური 610$ ერთ ადამიანზე.
ჯგუფის ნიმიმალური რაოდენობა 8 ადამიანი, მაქსიმალური 16.
ფასში შედის:
• ქართველი გამყოლის (ჩემი) მომსახურება.
• განთავსება სასტუმროებში 2 ადგილიან ნომრებში.
• ტრანსფერი აეროპორტიდან და აეროპორტში.
• კატმანდუში და პოჰარაში საუზმეები.
• კატმანდუს ექსკურსია ადგილობრივი გიდის და ტრანსპორტის მომსახურება.
• კატმანდუდან რაფტინგის საწყის წერტილამდე ტურისტული ავტობუსით მგზავრობა
• რაფტინგის აღჭურვილობა და ინსტრუქტორი.
• ლანჩი რაფტინგის შემდეგ
• რაფტინგის დასასრული წერტილიდან პოხარამდე ტრანსპორტი
• სასტუმრო პოხარაში საუზმით.
• ტრანსპორტი სარანგკოტზე.
• პოხარაში ექსკურსია
• პოჰარადან ჩიტვანში ტურისტული ავტობუსით მგზავრობა.
• სასტუმრო ჩიტვანში.
• ჩიტვანში სამჯერადი კვება
• ადგილობრივი გიდის მომსახურება და ყველა აქტივობა ჩიტვანში.
• ჩიტვანიდან კატმანდუში ტურისტული ავტობუსით მგზავრობა.
• ბჰაკტაპურის ტური ადგილობრივ გიდთან ერთად და ტრანსპორტი.
• გამოსამშვიდობებელი ვახშამი ნეპალურ რესტორანში
ღირებულებაში არ შედის:
• ავიაბილეთები თბილისი – კატმანდუ – თბილისი (სავარაუდო ფასი 650$).
• ნეპალის ვიზა (25$ ორი კვირა)
• კატმანდუში და ბჰაკტაპურში მონუმმენტებზე შესასვლელი ბილეთების ღირებულება.
• ლანჩები და ვახშმები კატმანდუსა და პოხარაში
• პირადი ხარჯები, თიფები და დამატებითი აქტივობები.
რეგისტრაციისთვის და კითხვებისთვის მომწერეთ tsiskreli@highlander.ge
mshvenieria