Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

საღამოს კიევი

Apr172015
travelUkraineსაღამოს კიევი

კიევს ჩემთვის ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აქვს. არცერთ ქალაქში საქართველოს ფარგლებს გარეთ არ მყავს ამდებნი ახლობელი, ნაცნობი, მეგობარი, ამიტომ მუდმივად ხელიდან ხელში გადავდიოდი. ლავრასთან კიდევ ერთ მეგობარს შევხვდი და სადილად წავედით. მე დაჟინებით ვითხოვდი უკრაინულ რესტორანს. როგორც გაირკვა საბურთალოზე უკრაინული რესტორანების კონცენტრაცია აღემატება უკრაინაში ნებისმიერ ადგილზე ეროვნული რესტორანების კონცენტრაციას.

DSCN2186.JPG DSCN2187.JPG

ვიარეთ, ვიარეთ, გზად ასეთი ნომრიანი მანქანა ვნახეთ. შემდეგ კი ცენტრში ვნახეთ რესტორანი სპოტიკაჩი, სადაც ფასებიც, სამზარეულოც და მომსახურებაც ოპტიმალურია. მეორე ფოტოზე ქართული დროშით ქართული რესტორანია აღნიშნული. უკრაინაში საერთოდ ქართული სამზარეულოს პოვნა უფრო ადვილია ვიდრე უკრაინულის. რატომღაც…

DSCN2188.JPG DSCN2189.JPG

რა მომწონს უკრაინელებში – ეს იუმორის გრძნობაა. ესკიმო ბორშჩი გაგისინჯავთ? ა ბატონო ესეც არის 🙂 თუმცა ესკიმოს ხასიათზე ნამდვილი არ ვიყავი, მაგრამ ტრადიციული, მამა-პაპური ბორჩში გეახელით, და უგემრიელესი იყო. ქართულ ანალოგს ჯობდა. მეორეზე სისხლიანი ძეხვი (სვანურად ზისხორა) გეახელით, უკრაინაში ამას წიწიბურის ფაფით აკეთებენ. ესეც ძალიან გემრიელია. ორ კაცს ასეთი სადილი, (პირველი, მეორე, სასმელი, პური) დაახლობევით 37 ლარი დაგვიჯდა. თან ეს კარგი რესტორანი იყო, სადაც გარდერობში დაგვაკიდებინეს ქურთუკები, და იქვე სპოტიკაჩი ნალივკა გადაგვაკვრევინეს. სერვისის დონეც ქართულს ბევრად ჯობია. სადილის შემდეგ მარტო განვაგრძე სეირნობა. საღამოს კიდევ 2 ამხანაგი უნდა მენახა და დრო მქონდა გასაყვანი.

DSCN2191.JPG DSCN2192.JPG DSCN2193.JPG DSCN2205.JPG

ტრადიციულ მარშრუტზე, სოფიოს მოედანზე გავიბოდიალე, მაიდანზე ჩავედი და მეტროთი რკინიგზის სადგურამდე მივედი. უკვე საღამო იყო და ორ მანიაკ ფოტოგრაფ მეგობარსაც შევხვდი, ვინც მანიაკ ფოტოგრაფ შვილს ზრდიან. მათ წამიყვანეს სადღან გარეუბანში, სადაც ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის სახურავზე გადმოსახედია მოწყობილი. ავედით და მანიაკები ფოტოსესიას შეუდგნენ.

DSCN2206.JPG DSCN2207.JPG DSCN2209.JPG

 სიმართლე ვთქვათ და კიევი ძალიან ვაკე ქალაქია, ამიტომ გადასახედ-გადმოსახედები არ უვარგა. უბრალოდ ყოველთვის მიტყდებოდა მეთქვა ჩემი უკრაინელი მეგობრებისთვის, რომ გადმოსახედებით თბილისელს ვერ გააკვირვებ თუ კატმანდუში არა ხარ. სამაგიეროდ ამ ფოტოსესიის შემდეგ მე შევაბი ანდრეას დაღმართზე სასეირნოდ, სადაც ყველამ დიდი სიამოვნება მივიღეთ.

Category: travel, UkraineApril 17, 2015Leave a comment
Tags: KievUkraine travel
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:ღამის კიევიNextNext post:კიევ-პეჩერის ლავრა

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016
შივა ელეფანტაში
ელეფანტას კუნძული და გამოქვაბულები
August 14, 2016

Leave a Reply Cancel reply

  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • დობი გატი
    დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
    August 15, 2016
Subscribe to Blog via Email

Enter your email address to subscribe to this blog and receive notifications of new posts by email.

Join 5,156 other subscribers

  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes