წვიმა არ წყდებოდა. თავი დერიბასოვზე პასაჟს შევაფარეთ, რომელიც შიგნიდან კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა. აქ ძირითადად ძვირფასი ბრენდული მაღაზიებია.
შეგვცივდა, მოგვშივდა და ცენტრში რესტორან გოგოლ-მოგოლში წავედით, სადაც ძალიან კარგი ოდესური სამზარეულო უნდა ყოფილიყო.
გოგოლ-მოგოლმა იმედები არ გაგვიცრუა. არტ კაფეს შესანიშნავი სამზარეულო ჰქონდა. უკრაინულ-ებრაული ნაზავი, შავი ზღვის თევზებით. გავთბით, გავძეხით და ისევ წვიმაში გავედით.
მაგრამ წვიმამ მალე შეგვაშინა და რომელიღაც სასახლეს შევაფარეთ თავი… ცხოვრებაში არ მივლია ამდენ მუზეუმში, სადაც კარგი ამინდის პირობებში ნამდვილად არ ვივლიდი. თუმცა ამინდის გამო გაირკვა, რომ ოდესაში ბევრი სასახლეებია XIX საუკუნიდან, გაცილებით მეტი ვიდრე თბილისში. რუსეთის იმპერიის მდიდარი ხალხი აქ სიამოვნებით სახლდებოდა. ესეც ტოლსტოების გვარის წარმომადგენლის სასახლეა, თუმცა ცნობილ მწერალთან რა კავშირში იყო ეს ტოლსტოი ჩემთვის უცნობი დარჩა.
ლამაზი ინტერიერების გარდა სასახლე თბილი და მშრალი იყო…
ისევ გარეთ გავედით, ისევ ციოდა და სველოდა. თუმცა ქალაქის მშვენებას ეს არ აკნინებდა. სახლი ფრესკით..
საშემოსავლო და გამხმარი ხის ორიგინალური გამოყენება.
ჰო ქოლგიანი ძეგლი ძალიან შეეფერება ამინდს.
ძველი ქალაქის არქიტექტურის ნიმუშები. ამ ცისფერ შენობაში სამხატვრო გალერეაა, თუმცა იმდენად არ დავსველდი რომ აქ შევსულიყავი. მხატვრობის მიმართ გულგრილი ვარ. მადრიდში პრადოში ვიყავი იმის მერე კი ოდესას რითი უნდა გავეკვირვებინე?
ეს ლამაზი მაგრამ ძალიან ცუდ დღეში მყოფი შენობა კი პორტო ფრანკოს ბანკია. XIX საუკუნეში ოდესა პორტო ფრანკო იყო, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა მისი განვითარება. სამწუხაროა რომ ეს შენობა ასეთ დღეშია…
ეს სასტუმრო თანამედროვეა, თუმცა სხვა თანამედროვე შენობებისგან განსხვავებით კარგად ჯდება ძველი ქალაქის სტილში.
ფილარმონია ძალიან უცნაურ სტილშია.
კაფე ბათუმი 🙂 ძმობა და მეგობრობა 🙂 თუმცა უკრაინის ნებისმიერ ქალაქში ძალიან ბევრი ქართული რესტორანები და კაფეებია. მგონი მეტი ვიდრე უკრაინული.
დერიბასოვი ორი მაღალი სავაჭრო ცენტრითაა დამახინჯებული. თუმცა ჩვენ ამასაც მოვუძებნეთ გამოყენება, ავძვერით და ზემოდან გადმოვხედეთ სველ ქალაქს. მერე კი სადგურთან წავედით სადაც ე.წ. წიგნების ბაზარია, თუმცა სინამდვილეში აქ ოდითგანვე ვალუტის ბირჟაა.
ბირჟას ებრაელი ძია იზა აკონტროლებს, რომელიც აწესებს ყოველ დღე გაცვლის კურსს და ყველა ამის მიხედვით ვაჭრობს. როგორც ამბობენ იზა ზღაპრულად მდიდარია, მაგრამ ყოველ დღე ამ ბაზარზე დგას. თან იმდენად ავტორიტეტულია, რომ კაციშვილს არ მოსვლია აზრად მისი გაქურდვა 🙂 ტრადიციაა.
ეს დაღონებული გეტმანი იდეალურად ასახავს ამინდს 🙂 ასე დამთავრდა ეს დღე, სველები ავედით სახლში ლუდით და სუჯუკით შეიარაღებული 🙂 საღამოს არსად გასვლის ხალისი არ გვქონდა.