ცნობილი ბრტყელი სახლი, რომელიც ოდესის ძველ ნაწილში მდებარეობს. სწორედ ამ რაკურსიდანაა ბრტყელი, ისე კი მახვილი სამკუთხედია, რაც არანაკლებ საინტერესოა.. რამდენი მახვილკუთხა სამკუთხედი შენობა არსებობს მსოფლიოში?
თუმცა გვერდზე თუ ეს მაიმუნობა მიუშენეს ეს შენობა დაკარგავს თავის ხიბლს…
სახურავები ოდესაში ცალკე თემაა. ძველ ქალაქში ისეთივე “იტალიური ეზოებია” როგორც თბილისში, თუმცა კლიმატი ოდნავ უფრო ცივია და ფეჩები აუცილებლობაა. ამიტომ ყველას თავისი საკვამური აქვს და სახურავებიც ასე ზღარბებივით გამოიყურება 🙂
გავიარეთ “სიდედრის ხიდი”, რომელიც ვორონცოვმა სიდედრთან ადვილად სასიარულოდ ააშენა და ბოლოს სიყვარულის ძეგლი დაგვხვდა. იქვე ფსევდო აღმოსავლურ სტილში თანამედროვე შენობაა, რომელსაც შახის სასახლეს ეძახიან, თუმცა არავითარ შახთან კავშირი არა აქვს.
ძალიან ლამაზ ქუჩას ავუყევით, სახლი ატლანტებით.
სასმელი წყალი ოდესაში პრობლემა იყო. ამიტომ აქ ბევრია ჭები. ყველაზე კარგი ჭის წყალი ფანტანკას რაიონშია და აქედან მოდის სუფთა ოდესური გამოთქმა не фонтан – ანუ ფანტანის წყალი არაა.
ყველა ასეთი ლამაზი სახლის უკან ჩვენთვის კარგად ცნობილი იტალიური ეზოებია. ოდესური ეზოების განსხვავება ისაა, რომ როგორც წესი, ისინი გამჭოლებია, ეზოდან ეზოში გადადიხარ და სულ სხვა ქუჩაზე გამოდიხარ, სად გამოხვალ, თუ ძირძველი ოდესელი არა ხარ ვერც მიხვდები.
ქალაქში ბევრი სასახლეებიცაა.
ქუჩის ბოლოს ეს ლამაზი სახლი საგადასახადო პოლიცია ყოფილა.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ევანგელისტური ეკლესიაც ვნახეთ და ისევ დერიბასოვზე გამოვედით. გვსველა და გვშია უკვე.