Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

მაჰაბალეშვარი პრაქტიკული ინფო

May72016
India - ინდოეთიtravelმაჰაბალეშვარი

მაჰაბალეშვარი დასავლეთ გატეში საკურორტე ადგილია, იგი დაახლოვებით შუა გზაზეა გოადან მუმბაისკენ. გზამკვლევებში ძალიან ცოტა ინფორმაციაა ამ ადგილის შესახებ. აქ კი ძალიან ცოტა ევროპელია. მაჰაბალეშვარი ტიპიური ინდური საკურორტე ადგილია ინდოელებისთვის და არა ევროპელებისთვის. კურორტი ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზეა და ბუნება აქ მკვეთრად განსხვავდება. აქ აღარაა დამღლელი სიცხე, არც პალმები.

DSCN7345

პანჯიმი ღამე დავტოვე. გათენებამდე ავტობუსი შეგვააცვლევინეს, რადგან ჩვენი სლიფერი პუნეში მიდიოდა, ჩვენ კი სხვა სლიფერით კიდევ 1 საათი ვიმგზავრეთ სერპანტინებზე და მალე მოვედით ავტოსადგურზე. ბუქინგით დაჯავშნილი მქონდა სასტუმრო Vyankatesh, მაგრამ შესახლებაზე უარი მითხრეს. პატარა შელაპარაკების შემდეგ ადმინისტრატორმა პარალელურ ქუჩაზე რაღაც სასტუმროში მიმიყვანა. ნომერს არა უჭირდა, სუფთა იყო. საკუთარი სველი წერტილი, ფასი 1200 რუპი – ინდოეთისთვის ძვირი.

DSCN7346
ცხელი წყალი ადმინისტრატორმა, რომელმაც ინგლისურად არცერთი სიტყვა არ იცოდა, ვედროთი მომიტანა. თურმე აქ ეგ ნორმალურია. მაგრამ ვინ ჩიოდა. დავიბანე, დაისვენე, გავედი გარეთ.

მაჰაბალეშვარში რომ მოვდიოდი, არაფერი არ ვიცოდი სად მოვდივარ. რომ ჩამოვედი დაღლილი და სასტუმროზე ასეთი რამე მომივიდა, ცოტა ცუდ ხასიათზე დავდექი. მაგრამ ბოლო ბოლო საკმაოდ სიმპატიური ადგილი აღმოჩნდა. ის ფაქტი, რომ ბოლო 1 თვე ძალიან ტურისტულ ადგილებში ვიყავი, სადაც ინდოელზე მეტი ევროპელი იყო, აქ კი უცებ არცერთი ევროპელი, სულ ინდოელები, ცოტა დაბნეულად და მარტოდ ვგრძნობდი თავს. ავტოსადგურთან ვიპოვე საინტერესო აბრა – ტაქსისტების გაერთიანება სთავაზობდა დამსვენებლებს მოკლე 2-3 საათიან ექსკურსიებს 550 რუპი კაცზე. გადავწყვიტე ერთ ექსკურსიაზე წასვლა. მოხერხებული იყო და რაღაც არა ინდური, ფიქსირებული ფასი რომ იყო გამოკიდებული. ინდოელი ტურისტისთვის ყველაფერი სულ სხვანაირადაა ვიდრე თეთრისთვის. მივედი ტაქსების ჯიხურთან, შევუკვეთე ექსკურსია, მომიყვანეს ინგლისურად ცოტათი მაინც მოსაუბრე ტაქსისტი და წავედით.

DSCN7347

საქართველოსგან განსხვავებით მაჰაბალეშვარში მხოლოდ ერთი ტაქსისტთა გაერთიანების ტაქსები დადიან, მანქანები სუფთაა და მოწესრიგებული, ტაქსისტებსაც სუფთათ აცვიათ და არ ყარან ოფლის და სიგარეტის სუნით. ფიქსირებული ფასი ძვირია, მაგრამ ის მაინც იცი, რომ არ გატყუებენ.

ექსკურსიის ფარგლებში რამდენიმე გადასახედი უნდა გვენახა. მაჰაბალეშვარი მთებშია, გარშემო ხეობებია, ხედები მშვენიერია. ამიტომაც სანახავი ბევრია. გადასახედები კარგადაა მოწყობილი, თან სისუფთავეა. მოკლედ ეს რაღაც სრულიად ახალი ინდოეთი აღმოვაჩინე აქ.

DSCN7355
საშუალო კლასის ზედა ფენა სიამოვნებით დაიარება აქ და ფოტოებს იღებენ. ფასების სიძვირეც ამით ავხსენი, რომ ეს ადგილი ჰიპი ევროპელებისთვის კი არა, არამედ საშუალოს ზედა ფენა ინდოელებისთვისაცაა. ყველა ინდოელს კი არ აქვს აქ დასვენების საშუალება. ისიც გავიგე მოგვიანებით, რომ აქ თაფლობის თვისთვის მოდიან ხოლმე.

DSCN7357

ექსკურსის ფარგლებში მარწყვის ფერმაზეც მივედით. მაჰაბალეშვარის გარშემო ძალიან ბევრი მარწყვის მეურნეობაა, და თებერვალში სეზონის დაიწყო. მოკლედ გურჯაანი მაისში რომ არის ისე იყო, ყველგან მარწყვი იყიდებოდა. და აქაური გემრიელობა strawberry cream მარწყვი, ნაყინი და ნაღები. ძალიან გემრიელია. ჭიქა 120 რუპი ღირდა, არც ისე იაფი მაგრამ ძალიან გემრიელი.

DSCN7360

ექსკურსიის მერე წავედი სადილის საჭმელად ცენტრალური ქუჩის ერთ-ერთ რესტორანში. არჩევანი დიდია. აქ მხოლოდ ინდური სამზარეულოა, არავითარი ჰუმუსი ფალაფელით. ბევრი ვეგეტარიანული რესტორანია. აქ პირველად ვნახე 2 ევროპელი ქალი, გამოველაპარაკე ცოტაც.

DSCN7361
დღის დანარჩენი ნაწილი სეირნობაში გავატარე.

DSCN7364
მაიმუნები ბევრია აქ.

DSCN7365
აქ მოსვლა ავტობუსით შეიძლება – პანჯიმიდან, მე როგორც მოვედი, პუნედან ან მუმბაიდან. პუნედან 3 საათის სავალია.

DSCN7367
საღამოს გერმანელები გავიცანი, ახალგაზრდები. ისინი სასტუმრო dwarka-ში ცხოვრობდნენ, რომლის მფლობელმაც მშვენივრად იცოდა ინგლისური. ოთახები კარგი იყო, ცხელი წყალი მარტო დილით, სამაგიეროდ დიდი ბაღი, და გერმანელები 1300 რუპიზე მოელაპარაკნენ. მეც იგივე ფასზე შევუთანხვდი (ვაჭრობა გერმანელებთან 2000-დან დაიწყო) და ხვალიდან გადმოსვლას დავპირდი.

DSCN7368

გერმანელებთან ადვილად დავმეგობრდი და მარტოდ აღარ ვგრძნობდი თავს. სამივეს ძალიან მოგვწონდა აქაურობა. საღამოს ერთად ვივახშმეთ და ვისეირნეთ ცენტრალურ ქუჩაზე. სხვა ადგილებისგან განსხვავებით აქ მაღაზიების გამყიდვლები არ ცდილობენ ძალით შეგათრიონ, რამე შემოგტენონ, სიწყნარე და სიმშვიდეა, სულ სხვა ინდოეთია.

DSCN7371
ესეც მარწყვის ფერმა.

ზოგადად სასტუმროებს რაც შეეხება, რაც ვნახე ფასები 900 რუპიზე იაფი არაფერი არაა. აქვე ახლოს არის სახელმწიფო უზარმაზარი კომპლექსი, მაგრამ დიდი ხანია მიტოვებულია. თუ ინდურ დღესასწაულებზე არ მოდიხართ წინასწარ დაჯავშნა არაა საჭირო, ისე უფრო იაფად შეევაჭრებით სასტუმროს ფასზე.

DSCN7378
გასაყიდად ემზადება მარწყვი.

DSCN7379
სხვათაშორის აქ სისუფთავეა. მარწყვი ბევრი ვჭამე აქ ყოფნისას, არც ვრეცხავდი, ვყიდულობდი და ვჭამდი, და არაფერი მომსვლია.

DSCN7381

DSCN7382

DSCN7384
დღის ბოლოს უკვე ძალიან მომწონდა აქ ყოფნა.

DSCN7397
ცხენებიც ჰყავთ აქ, მაგრამ ინდოელები მარტო ფოტოგადაღებისთვის იყენებენ 🙂

DSCN7402

აქედან მზის ჩასვლააო ლამაზი. მაგრამ მზის ჩასვლაზე ერთი კაი სამიტინგე ხალხი იყო შეკრებილი 🙂

DSCN7404
გემრიელია

DSCN7405
ტბაცაა აქვე მაგრამ დიდი არაფერი. ზამთარი მშრალი სეზონია და წყალი ცოტაა.

DSCN7407

DSCN7408
ტბასთან სიმპატიური პარკია

DSCN7409

DSCN7417
აგერ მზის ჩასვლაზე რა ხდება

DSCN7419
ჩამწკრივდა ხალხი

მე როგორც ყოველთვის რამდენიმე ოჯახურ ფოტოში მივიღე მონაწილეობა.

DSCN7423
მზის ჩასვლა დიდი არაფერი, დვარკას ეზოდან ბევრად უკეთესი აღმოჩნდა.

DSCN7427
ღამე რომელიღაც ტაძარი.

ასე ჩაიარა პირველმა დღემ. წინ კიდევ რამდენიმე დღე იყო.

Category: India - ინდოეთი, travelMay 7, 20161 Comment
Tags: მაჰაბალეშვარიმაჰარაშტრა
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:პრატაპადჰის ციხე მაჰაბალეშვართანNextNext post:ქეთევან წამებულის საფლავის ძებნაში

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016
შივა ელეფანტაში
ელეფანტას კუნძული და გამოქვაბულები
August 14, 2016

Leave a Reply Cancel reply

You must be logged in to post a comment.

  • Svaneti
    Tours in Svaneti, Georgia
    May 11, 2022
  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes