Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

მარფა, ნეპალი, სოფლის შესასვლელი

Feb162015
hikingNepal - ნეპალიtravel

იმას რომ ჰიმალაებში დიდი სოფლის შესასვლელთან ვარ სალოცავი ბორბლების რიგით მივხვდი. ასე წითლად შეღებილი ბორბლები პრინციპში მხოლოდ ჰიმალაებში ვნახე.

ასე გამოიყურება შესასვლელი. უკვე გვარიანად მომწყურდა და ცხელი ჩაისთვის სამშობლოს გავყიდდი. აურა გავაუმჯობესე ბორბლების დატრიალებით და შემდეგ ეს სტუპები შემხვდა.

სტუპებს ტიბეტურად მანტრები აწერია. ამის შემდეგ ეს შთამბეჭდავი კარიბჭე დამხვდა. როგორც მივხვდი ჯომსომი მოხერხებული ადგილი იყო აეროპორტისთვის, ამიტომ ის სოფელი გაიზარდა ქალაქად და ადმინისტრაციულ ცენტრად, ხოლო მარფა კი ნამდვილი კულტურული და ვაშლების ცენტრია აქ.

შთამბეჭდავი კარიბჭიდან გზა ორად გაიყო. სოფელი პატარა ველზე მდევარეობს რომელიც ქარისგან დაცულია და რკალის ფორმა აქვს. ბაღები მდინარის პირას არის. სატრანზიტო გზა ბაღებზე გადის და სოფელს სცილდება. ამიტომ ამ მყუდრო სოფელში ზედმეტი ხალხი არ ხვდება.

ასე გამოჩნდა სოფელი კარიბჭის გავლის შემდეგ. სულ ზემოთ რა თქმა უნდა მონასტერი. ამ კარიბჭის გამო ჩემი შესვლაც რაღაც პათოსურად გამოიყურებოდა. ასე აღიწერებოდა ალბათ:
შუადღისთვის ჩრდილოეთიდან სოფელში შემოვიდა ევროპული გარეგნობის ქალი. თუმცა ბარგის უქონლობით და ჩაცმულობით ეყუობოდა რომ სადღაც ახლოს უნდა ყოფილიყო გაჩერებული. ჭრელი ტილოს შარფით კარგად ჰქონდა სახე დამალული, რაც იმას მეტყველებდა, რომ კალი-განდაკის ქარებს უკვე შეჩვეულია. რადგან არც კურტკა მეცვა არც მაისური, არამედ როლინგი.

ზემოთ ეტყობა სხვადასხვა სათავსოებია… ხეობას რომ გადავხედე ძლივს დავინახე ნამდვილი, ბუნებრივი ტყეები. ესე იგი მარფა ტყეების ზოლის კიდეზე მდებარეობს.

იმ პათოსური კარიბჭის შემდეგ უკვე ფიქალის ქვაფენილიც დაიწყო და კიდევ ასეთი კარიბჭე შემხვდა. პირველი რაც ვიფიქრე, მე, კავკასიელმა, ეს თავდაცვა იყო. ალბათ აქ მარფელები სოფელში შემომავალ მტერს უსაფრდებიან და ვიწრო კარში სათითაოდ შემოსულ მტერს ხანჯლავენ. თუმცა გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ამ კარში სალოცავი ბორბლების კიდევ ერთი რიგი დამხვდა… მტერს აქ აშკარად არა, უფრო მორწმუნე ბუდისტს ელოდებიან… ეს ჰიმალაებია ძმაო და არა კავკასიონი! ნამასტე მარფა!

Category: hiking, Nepal - ნეპალი, travelFebruary 16, 2015Leave a comment
Tags: Mustangკალი-განდაკი
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:მარფა, მუსტანგიNextNext post:გზა მარფასკენ, ნეპალი

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
ტური ნეპალში
ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
September 20, 2016
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016

Leave a Reply Cancel reply

  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • დობი გატი
    დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
    August 15, 2016
Subscribe to Blog via Email

Enter your email address to subscribe to this blog and receive notifications of new posts by email.

Join 5,156 other subscribers

  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes