Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

ლვოვის კაფეები და რესტორნები

Feb242016
travelUkraineლვოვის კაფეები

ლვოვის კაფეები უნიკალურია და განუმეორებელი, ასე რომ ცალკე თემას იმსახურებენ. ყველა კაფე რესტორანი არ მინახავს რა თქმა უნდა, თუმცა რაც ვნახე ნამდვილად იმსაურებს დეტალურ აღწერას.

მოწევა აკრძალულია მენიუ დარბაზი DSCN2768.JPG DSCN2769.JPG DSCN2770.JPG DSCN2771.JPG DSCN2772.JPG

ყველაზე სკანდალურად ცნობილი რესტორანია კრიივკა. იგი ბაზრის მოედანზე მდებარეობს სარდაფში. რადგან 24 საათი მუშაობს, მე კი დილის 7 საათზე საუზმე მინდოდა, წავედი მის საძებნელად. მიუხედავად ცენტრალური ადგილმდებარეობისა, იგი უნდა ეძებო, რადგან არც აბრა აქვს არც რაიმე მაჩვენებელი.

სარდაფში გაკეთებული რესტორანი გაკეთებულია უპას (უკრაინის პარტიზანული არმია) სამალავის სტილში, მათ 30-40-ან წლებში დასავლეთ უკრაინის ტყეებში უხვად ჰქონდათ მოწყობილი მიწისქვეშა სამალავები.

როდესაც მიაგნებთ საჭირო სარდაფის ჩასასვლელს, იქ პაროლს გეკითხებიან, პაროლია Слава Украине, ამის თქმის შემდეგ ჩადიხართ სარდაფში, უკვეთავთ სასურველ კერძს და მიირთმევთ. მენიუც შესაბამისადაა გაფორმებული.

დილით ადრე ხალხი თითქმის არ იყო და თავისუფლად შევძელი ინტერიერის გადაღება. ინტერიერი უხვადაა გაფორმებული 40-ანი წლების სამხედრო ატრიბუტებით, შინელები, ტყვიამფრქვევები, ორდენები..

DSCN2825.JPG DSCN2826.JPG DSCN2827.JPG DSCN2828.JPG DSCN2829.JPG DSCN2831.JPG DSCN2832.JPG DSCN2834.JPG DSCN2835.JPG DSCN2838.JPG

დასავლეთ უკრაინაში ძალიან უყვართ ყავა. თუმცა გასაგები მიზეზების გამო ყავა აქ არ იზრდება. თუმცა გამჭრიახი ლვოველები ადვილად აგვარებენ ამ პრობლემას, აქ ყავას პლანტაციებზე კი არ ზრდიან, მაღაროდან მოიპოვებენ. ბაზრის მოედნის კუთხეშია სწორედ მაღაზია-კაფე ყავის მაღარო, რომელიც ამ სასმელის ყველა მოყვარულმა უნდა ნახოს. მაღაზია პირველ სართულზეა, ხოლო სარდაფში მოწყობილია “მაღარო”, სადაც ჩაფხუტის გარეშე არ უშვებენ, აქვეა კაფე, სადაც ყავას ორიგინალური რეცეპტებით ამზადებენ.

DSCN2843.JPG

ამ რესტორანში არ შევსულვარ, თუმცა როგორც გავიგე, აქაური სტილი შუა საუკუნეების ციხეა თავისი წამების საკნებით. თან რესტორანი ხორცის კერძებითაა განთქმული 🙂 სახელიც შესაფერისია “ხორცი და სამართალი” – ცოტა არ იყო შემეშინდა, ვაი და უსამართლოთა ხორცი იყოს რესტორნის მთავარი კერძი. შესასვლელში მდგომმა ჯალათებმა მადა არ მომგვარეს, ამიტომაც ეს კოლორიტული ადგილი გამოვტოვე. თან აქ რესტორანი არაა რამე “სპეციალიზაცია” რომ არ ჰქონდეს. სადღაც აქვეა ებრაული რესტორანიც, სადაც მენიუში არაა ფასები, და ბოლოს ოფიციანტს უნდა ევაჭრო 🙂 მაზოხის რეტორანი, სადაც საჭმელთან ერთად შეიძლება ოფიციანტმა გაგლახოთ, მოკლედ გასართობს ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის. ჯობია შემდეგ, ნაკლებად შიშის მომგვრელ ადგილას გადავინაცვლოთ.

DSCN3120.JPG DSCN3121.JPG DSCN3122.JPG DSCN3123.JPG DSCN3124.JPG DSCN3125.JPG DSCN3126.JPG DSCN3127.JPG

მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნობილი უკრაინული დელიკატესის მოყვარული არ ვარ, მირჩიეს შევსულიყავი რესტორანში ინტერიერის გაფორმების სანახავად. ეს ფიგურები და ქანდაკებები სალასგან არის გამოძერწილი. როგორ არ ვიცი. ყველა კერძი მენიუში სალასგან არის რა თქმა უნდა.

DSCN3158.JPG DSCN3160.JPG DSCN3161.JPG DSCN3285.JPG

ჩემი საყვარელი ადგილი კი იდეების მუზეუმის ქვეშ იყო სატრაპეზო. უგემრიელესი სამზარეულო, მყუდრო ინტერიერი. პირველად რომ მოვედი, მას შემდეგ აქ ვსადილობდი.

3 დღე ძალიან ცოტა აღმოჩნდა ლვოვის რესტორნების შესასწავლად.

Category: travel, UkraineFebruary 24, 20162 Comments
Tags: LvivUkraine travel
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:IranNextNext post:Тур в Непал

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016
შივა ელეფანტაში
ელეფანტას კუნძული და გამოქვაბულები
August 14, 2016

2 Comments

  1. gijmaj says:
    February 25, 2016 at 6:34 pm

    “ლეგენდების სახლში” არ ყოფილხარ? საინტერესო ადგილია http://lvivalive.com/dim-legend

     Log in to Reply
    • Rusudan Tsiskreli says:
      February 25, 2016 at 6:37 pm

      არა  3 დღე ვიყავი ლვოვში და ყველა საინტერესო ადგილს 3 დღე კი არა თვე მაინც უნდა…

       Log in to Reply

Leave a Reply Cancel reply

You must be logged in to post a comment.

  • Svaneti
    Tours in Svaneti, Georgia
    May 11, 2022
  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes