Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

კიევ-პეჩერის ლავრა

Apr152015
travelUkraineკიევ-პეჩერის ლავრა

კიევ-პეჩერის ლავრა 1051 წელს იქნა დაფუძნებული და იგი აღმოსავლეთ სლავების სასულერო ცენტრს წარმოადგენს. ლავრა პატარა გორაზეა გაშენებული, დაბლა კი გამოქვაბულებია, სადაც წმინდანების, საეკლესიო მოღვაწეების და სხვა ისტორიული პირების აკლდამებია. ლავრის კომპლექსი უინესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. ტერიტორიაზე რამდენიმე მუზეუმია, მათ შორის უკრაინის საგანძური.

კიევ-პეჩერის ლავრა კიევ-პეჩერის ლავრა

ლავრაში ტურისტული გამოფენიდან წავედი. შესვლა ფასიანია, მგონი 50 ჰრივნა ღირდა. ალაგალაგ ექსკურსიები იყო თუმცა საკმაოდ ცოტა. მეორე მსოფლიო ომის დროს ლავრის კომპლექსი სერიოზულად დაზიანდა და მერე აღადგინეს, ანუ თანამედროვე აქ ბევრია. ცენტრალური ტაძარი მიძინებისაა. გარედან ძალიან შთამბეჭდავი იყო.

კიევ-პეჩერის ლავრა კიევ-პეჩერის ლავრა

ეს ქვა ალბათ ძველი ნაგებობის ფრაგმენტია. ადრე აქ სულ ტყეები ყოფილა, კიევი ცოტა ჩრდილოეთით იყო და ეს მონასტერი ქალაქთან ახლოს, ტყეში დაარსდა. მაგრამ ახლა კიევის ცენტრშია. მიძინების ტაძარში ინტერიერის გადაღება არ შეიძლებოდა. გვერდზე კიდევ ერთი დიდი ტაძარია ბიზანტიურ სტილში. რადგან კომპლექსი გორაზეა, აქედან გადმოსახედია და საკმაოდ კარგი ხედიცაა. გაყოლებაზე კიდევ ერთი მონასტერია, რომელიც კარგად ჩანს…

კიევ-პეჩერის ლავრა კიევ-პეჩერის ლავრა კიევ-პეჩერის ლავრა

მიძინების ტაძარი გარედან უფრო შთამბეჭდავი გამოდგა ვიდრე შიგნიდან. შიგნით კი მდიდრულადაა გაკეთებულუი, მაგრამ ისეა სივრცე დაყოფილი, რომ საერთოს არ იგრძნობა რეალური ზომები, ძალიან ვიწრო ჩანს შიგნით. შენდეგ ბიზანტიური სტილის ტაძარში შევედი, რომელიც გაცილებით უფრო საინტერესო გამოდგა, თან ფოტოების გადაღება ნება დართული იყო. აქ სივრცეც კარგად იგრძნობოდა და დიდი გუმბათიც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. მიძინების ტაძარი კი ლამაზადაა მოხატული, მაგრამ იმდენად ახლახანს, რომ გეგონება საღებავი არაა შემშრალი, საერთოდ არაა სიძველის შეგრძნება. ამ ტაძარში კი აშკარად ძველი მოხატულობაა.

კიევ-პეჩერის ლავრა კიევ-პეჩერის ლავრა

ინტერიერი…

კიევ-პეჩერის ლავრა კიევ-პეჩერის ლავრა კიევ-პეჩერის ლავრა კიევ-პეჩერის ლავრა

ტაძარს კიდევ ერთი შენობა უერთდება, საიდანაც ლამაზად ჩანს ყველაფერი, თუმცა კარიბჭის ასეთი თავი აფუჭებს კადრებს.

კიევ-პეჩერის ლავრა კიევ-პეჩერის ლავრა კიევ-პეჩერის ლავრა კიევ-პეჩერის ლავრა

გარეთ გამოვედი, უკრაინის საგანძური ვნახე, და მართლა ღირდა ნახვად. გამოქვაბულებში ჩასვლა დამეზარა. საქართველოს შემდეგ წმინდა ნაწილებისა და წმინდანების გვამების მიმართ ნულოვანი ინტერესი მაქვს…

კიევ-პეჩერის ლავრა კიევ-პეჩერის ლავრა კიევ-პეჩერის ლავრა

კიევ-პეჩერის ლავრა მოსკოვის პატრიარქატს ეკუთვნის. ყველაზე შთამბეჭდავი შენობა მგონი სამრეკლო იყო. ამით დამთავრდა ჩემი სეირნობა. ძალიან მშიოდა და თან მეგობარმა გამომიარა.

კიევ-პეჩერის ლავრა

Category: travel, UkraineApril 15, 2015Leave a comment
Tags: KievUkraine travel
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:საღამოს კიევიNextNext post:Андріївський узвіз – კიევის ულამაზესი ქუჩა

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016
შივა ელეფანტაში
ელეფანტას კუნძული და გამოქვაბულები
August 14, 2016

Leave a Reply Cancel reply

You must be logged in to post a comment.

  • Svaneti
    Tours in Svaneti, Georgia
    May 11, 2022
  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes