დამოუკიდებლობის მოედანი კიევში – Майдан Незалежності ყველამ კარგად იცის, ეს ის ადგილია, სადაც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ორი რევოლუცია მოხდა, განსაკუთრებულად დრამატული კი შარშანდელი ევრორევოლუცია იყო, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მაიდანზე და მიმდებარე ქუჩებზე, ყველგან, სადაც ადამიანები დაიღუპნენ, მათი მემორიალებია…
მეტრო ხრეშჩატნიკიდან პირდაპირ ყოფილი ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე მოვხვდი, რომელსაც ახლა ზეციური ასეულის სახელი ეწოდება. სწორედ აქ მოხდა 18-19 თებერვალს ათეულობით ადამიანის დახვრეტა სნაიპერების მიერ.
“სამოობორონის” ფარები, ყვავილები, სანთლები, ჩაფხუტები და დაღუპულთა ფოტოები… კიევში ახსოვთ შარშან დაღვრილი სისხლი… პირველად ვიყავი აქ არა და იმდენად კარგად ნაცნობი იყო მაიდანის დახვრეტის კადრებიდან ეს ქუჩა, რომ არც აღვითქვავდი პირველად ნანახად.
ზეციური ასეულის ალეა… ქუჩა მემორიალი…. არა და მას შემდეგ უკვე ათასი დაღუპული იქნება რუსეთთან ომში…
ქუჩა მემორიალი…
დაღუპულთა ნაწილის სახელები. ამ სიაში ერთ-ერთი ქართველის, ზურაბ ხურციას სახელიც ამოვიკითხე.
შუაში კი გვირგვინებია…. უკრაინის და საქართველოს…