Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

კატმანდუ, პოსტი უკანასკნელი

Mar82015
Nepal - ნეპალიtravelფრიკ სთრით

70-ან წლებში, როდესაც დასავლეთში ჰიპების მოძრაობა დასუსტდა და ბევრმა ჰიპმა დახეული ჯინსების ნაცვლად შარვალ-კოსტუმი ჩაიცვა და თმები შეიჭრა, ყველაზე დაუმორჩილებლები ვარანასიში გაემგზავრნენ, რათა ერთად ემსჯელად, როგორც გადარჩენილიყვნენ ცვალებად სამყაროში. აქედან ნაწილი კატმანდუში გამოემგზავრა და დურბარიდან სამხრეთით მეფემ მათ მთელი ქუჩა უბოძა. ასე იწყება ფრიკ სთრითის ისტორია. 70 წლებში აქ იყიდებოდა მარიხუანა და ბინადრობდნენ ჰიპები. 70-ანების ბოლოს ნეპალის მთავრობამ ვიზები გაამკაცრა და მარიჰუანას და ჰაშიშის ვაჭრობაც შეზღუდა. ახლა უკანასკნელი მოჰიკანელები თუ შემორჩნენ ალაგ-ალაგ, ტურიზმის ცენტრმა ფრიკ სთრითიდან ჩრდილოეთით, ტამელზე გადაინაცვლა, თუმცა ქუჩა მაინც მომხიბლავია ბიუჯეტური მოგზაურებისთვის, თან შერჩა რაღაც თავისებული კოლორიტი.

DSCN1221.JPG DSCN1222.JPG DSCN1242.JPG

დივალისთვის აქაც ყველაფერი მორთული იყო. ფრიქ სთრითზე ბევრი პატარა სასტუმროა, რომელსაც ინტერნეტით ვერ ნახავთ. კაფეებიც საკმარისადაა. ცენტრალური ქუჩიდან გავძვერი ვიწრო ქუჩების ლაბირინთში. აქ იშვიათი ტურისტი თუ შემობოდიალდებოდა, და თან ფრიქზე ისტორიულად ცოტა სხვა ტურისტული პუბლიკაც ბინადრობდა, ამიტომ აქაურობა კიდევ უფრო კოლორიტული და არატურიუსტული იყო ვიდრე ასონი.

DSCN1243.JPG DSCN1245.JPG

მარჯვენა ფოტოზე თანამედროვე ნეპალური არქიტექტურის ნიმუშია 🙂

DSCN1246.JPG DSCN1247.JPG

ვიწყო ქუჩები თითქმის ცარიელი იყო დღესასწაულის გამო, მაღაზიები კი დაკეტილი.

DSCN1248.JPG DSCN1250.JPG DSCN1251.JPG

სალოცავებიც და სახლებიც მორთული იყო.

DSCN1252.JPG DSCN1253.JPG

კატმანდუს ძველ ქუჩებში ბოდიალი უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ამინდმა ცვლილება დაიწყო. თან ეს ჩემი ბოლო დღე იყო .. ხვალ შუადღეზე აეროპორტში უნდა წავსულიყავი, ერთ თვიანი მოგზაურობა მთავრდებოდა. თუმცა ამ სასწაულ ქვეყანასთან განშორება ძალიან არ მინდოდა.

DSCN1254.JPG DSCN1255.JPG

ნელნელა დავბოდიალობდი ნახევრად ცარიელ ქუჩებში, სად ვიყავი ზუსტად და სად იყო დურბარის მოედანი მიახლოვებით მახსოვდა, ინტუიციას მივყვებოდი ვიწრო ქუჩებში სადაც სხვა ტურისტები არ ჩანდნენ…

DSCN1257.JPG DSCN1258.JPG DSCN1259.JPG

მარცხენა ფოტოზე ისევ თანამედროვე არქიტექტურის “შედევრია”, მხოლოდ კატმანდუში ვნახე ასეთი წრიპა მრავალსართულიანი შენობები 🙂

ამ ქუჩებმა ისევ ფრიკ სთრითზე დამაბრუნა. დურბართან ახლოს სახურავზე კაფეში ავძვერი ვაიფაის ძებნაში, თუმცა არ მუშაობდა, სურათები გადავიღე მხოლოდ და აღმოვაჩინე, რომ ჩიპზე ადგილი ჩკა… 8 გიგაბაიტი სურათები მომქონდა სახლში. თანაც ამინდი იცვლებოდა.

DSCN1261.JPG DSCN1262.JPG

ხედები ზღაპრული იყო, მთელი კატმანდუს ქვაბული ჩანდა, საღაც შორს სვაიამბუნათიც ჩანდა ბურუსში გახვეული და ჩრდილოეთიდან ქვაბულს მძიმე შავი ღრუბლები ფარავდა…

DSCN1263.JPG DSCN1267.JPG

სწრაფად გამოვიარე უკან ასონი და მალე ტამელშიც აღმოვჩნდი, თუმცა აქ უკვე წვიმამ მომისწრო და წამებში გავილუმპე, თან საყიდლები მქონდა დარჩენილი. წვიმა როგორც სწრაფად წამოვიდა ისევე მალე გადაიღო და საღამო გრილი მაგრამ სასიამოვნო იყო. ჩემი ბოლო საღამო კატმანდუში. ბარგი თითქმის ჩალაგებული იყო, გავედი ისევ ბოლოჯერ ტამელის ქუჩებზე სასეირნოდ, და კაგბენიში გაცნობილმა ამხანაგმა მომწერა დამპატიჟა რეგი ბარში, სადაც რატომღაც ჯერ არ ვიყავი ნამყოფი. ნეპალის კაფეების მუსიკოსებმა კიდევ ერთხელ მასიამოვნეს, მამაპაპური, კლასიკური როკის შესანიშნავი შესრულებით.

DSCN1268.JPG DSCN1269.JPG

ბოლო დილას არც არაფერი იყო საინტერესო, სწრაფი ჩაბარგება, საუზმე ტრადიციულად ლა ბელაში, მერე კი სდროის მოკვლა 12 საათამდე. აეროპორტში ცხელოდა და ისეთი სიტუაცია იყო, როგორც ჭიანჭველების აფორიაქებულ ბუდეში. კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტი 50-ან წლებში აშენდა და მას მერე არაფერი შეცვლილა. ახლა ქვეყანა ტურისტული მექაა, და ეს აშკარად ძველმოდური აეროპორტი არც კი ცდილობს მოერიოს ხალხის ამოდენა ნაკადს.  ყველა შემოწმებების და ძალიან ბევრი ლოდინის შემდეგ ავედით Fly Dubai-ს თვითმფრინავში და კიდევ ერთხელ გადმოვხედე ამ ჭრელ, არეულ და უზომოდ საყვარელ კატმანდუს. უკვე ნოსტალგია მაწუხებდა, უკვე დაბრუნება მინდოდა …

5 საათის შემდეგ დუბაის განათებული კვადრატული სახლები დავინახე. თვალები მომჭრა სინათლემ და წესრიგმა, როდესაც 1 თვე ნეპალში ცხოვრობ უკვე გავიწყდება რომ ასეთი რამ არსებობს.

5 საათი დუბაის აეროპორტში ბოდიალი და კიდევ 3 საათი ფრენა დედა სამშობლოსკენ, რომელიც 6 გრადუსით დამხვდა მე, სანდლებში წამოსულ ადამიანს.

ამბობენ ნეპალში ერთხელ ნამყოფი უცხოელი არ არისო, ყველა ბრუნდებაო. მეც ძალიან მინდა დაბრუნება, თბილისში დაჯდომის მომენტიდან მინდა ისევ იმ ჭრელ, ფერად ქვეყანაში მოხვედრა…

ამით დამთავრდა ჩემი ნეპალური ეპოპეა.

Category: Nepal - ნეპალი, travelMarch 8, 2015Leave a comment
Tags: კატმანდუ
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:ნეპალი – რჩევები მოგზაურებსNextNext post:Head First PHP & MySQL

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
ტური ნეპალში
ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
September 20, 2016
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016

Leave a Reply Cancel reply

You must be logged in to post a comment.

  • Svaneti
    Tours in Svaneti, Georgia
    May 11, 2022
  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes