Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

კატის კვება ნატურალური პროდუკტებით

Mar172015
catკატის კვება

აუცილებლად წაიკითხეთ ეს პოსტი თუ თქვენი კატის კვება ნატურალური პროდუქტებით გადაწყვიტეთ. წინა პოსტში უკვე ვისაუბრე კატის მშრალ საკვებზე, და თუ რა მნიშვნელოვანია კატის სწორი კვება. დღეს ვეცდები დავწერო თუ რა პროდუქტები შეიძლება ვაჭამოთ კატას თუ მას მშრალ საკვება არ ვაჭმევთ.

მე არ ვარ ვეტერინარი და არანაირი განათლება არ მაქვს ამ სფეროში. ჩემი გამოცდილება ემპირიულიადა და ინტერნეტიდან მოპოვებული. მეტი ინფორმაციისთვის გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან.

უმეტესობა ვეტ სტატიების თანხვდება ერთ რამეზე – მშრალი და ნატურალური საკვების შერევა დაუშვებელია. მშრალი კვებისას კატამ დიდი რაოდენობით უნდა სვას სწალი. საკვები კუჭში უნდა გაიჟღინთოს სითხით, ისე ვერ მოინელება. ნატურალურ საკვებს ეს არ სჭირდება. ამიტომ არევისას კატის ორგანიზმი ვერ ახერხებს გადაწყობას.

კატის კვება ნატურალური საჭმლით არ ნიშნავს იმით კვებას რასაც ჩვენ ვჭამთ. ადამიანი ყველაფრის მჭამელია, კატა კი მტაცებელი. კატისთვის არ შეიძლება შემდეგი პროდუქტები რაც ჩვენს საკვებში ძალიან ხშირია: შებოლილი, მარილიანი, ცხარე, ტკბილი, შოკოლადი, ხახვი, ნიორი, ტკბილეული, კანფერები, შოკოლადი, ქონიანი, ღორის ხორცი, კარტოფილი, ლობიო.

ძროხის რძე შეიცავს ლაქტოზას, და ამიტომ არაა სასურველი საკვები, თუმცა ინდივიდუალურია, ჩემი ფისო სიამოვნებით მიირთმევს რძეში გაზავებულ არაჟავს, ხაჭოს და კვერცხს, გაზები არ აწუხებს, თუმცა მე წალკელი ფისო მყავს და ალბათ იქ შეჩვეულები არიან კატები.

სასურველი საკვები: ძროხის ხორცი უმი, ქათმის ხორცი უმი ან მოხარშული, სტაფილო, მწვანილები, კომბოსტო, ბროკოლი, ხაჭო, არაჟანი (ცოტა), მაწონი, შვრია, წიწიბურა, მოხარშული თევზი უფხო – კვირაში 1-2ჯერ, კვერცხის გული (ცილა არა!) კვირაში მაქს 3-ჯერ, ქათმის გულღვიძლი, კვირაში ერთხელ, ზეთი (ცოტა დაამატეთ, კუჭის მოქმედების სტიმულაციისთვის). ხორცი და რძის პროდუქტი უნდა დაახლოვებით ერთი და იგივე რაოდენობით იყოს. მარტო ხორცი არ შეიძლება. მცენარეული საჭმელი 20-25% უნდა იყოს წვრილად დაჭერით ან გახეხეთ და ხორცთან აურიეთ. ძროხის ხორცს ქონები მოაჭერით და დამდუღრეთ. კვერცხი მინერალების და ვიტამინების წყაროა. პური კატას საერთოდ არ სჭირდება, ისევე როგორც ბულიონები. ბრინჯის ან შვრიის ფაფის არევა ხორცთან შეიძლება.

როგორც ხედავთ კატის კვებაზე ზრუნვა არაა ადვილი, თუმცა ღირს, თქვენი პატარა მეგობარი ხომ ამდენს სიხარულს და ბედნიერებას გჩუქნით და იმსახურებს თქვენგან მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან!

სასარგებლო ბმულები:

http://www.moscowbim.ru/info/what_cats_eat/

http://forum.bolen-kot.net.ru/index.php?showtopic=3880&st=0&p=38370&

http://ru-vet.livejournal.com/1091.html

 

Category: catMarch 17, 2015Leave a comment
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:თბილისი 2 ვიდეოშიNextNext post:კატის მშრალი საკვები

Related posts

კატის საკვები
კატის მშრალი საკვები
March 15, 2015
Arius – the cat
December 8, 2014

Leave a Reply Cancel reply

You must be logged in to post a comment.

  • Svaneti
    Tours in Svaneti, Georgia
    May 11, 2022
  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes