ჩამოვედი ინდოეთიდან, მოვიწყინე, და დავიწყე ახალი მოგზაურობის დაგეგმვა, ამ ჯერად არც ისე შორეულ, თუმცა არა ნაკლებ ეგზოტიკურ ქვეყანაში. რატომ არ ვნახოთ ირანი? თანაც ვიზა არ გვინდა. ამჯერად ერთ ამხანაგს უნდა შემოერთება და კიდევ არიან კანდიდატები. პრინციპში რატომაც არ დავარღვიო ტრადიცია და არ წავიდე ახლობლებთან ერთად სამოგზაუროდ?
გეგმა ასე გამოიყურება. თეირანში ჩაფრენა ბაქოს გავლით უკან ხმელეთით დაბრუნება…
მარშრუტის რუქა ასე გამოიყურება.
ვგეგმავთ მარტის ბოლოს-აპრილის დასაწყისში 2-3 კვირით მოგზაურობას.
მოსამზადებელი ლიტერატურა:
ჟანრის კლასიკა: Lonely planet Iran
ირანის მცოდნეებისგან მიიღება რჩევები და შენიშვნები.