Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

ირანი პრაქტიკული ინფო

Aug152016
Irantravelპასპორტი

ამ პოსტში მოგროვილი იქნება მთელი პრაქტიკული ინფორმაცია ირანის შესახებ.

სავიზო რეჟიმი

საქართველოს მოქალაქეებისთვის ირანი უვიზოა 45 დღის მანძილზე. საზღვრის გადასაკვეთად საჭიროა მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი, შეიძლება არაბიომეტრიულიც. პასპორტში არ უნდა იყოს ისრაელის ვიზა ან ისრაელის საზღვრის გადაკვეთის შტამპი! თუ კი ისრაელში ნამყოფი ხართ გამოცვალეთ პასპორტი. პირიქითაც, თუმცა ისრაელი პირდაპირ არ კრძალავს იმ მოქალაქეებისთვის ჩასვლას, ვინც მანამდე ირანშია ნამყოფი, არავის ვურჩევ მათ უშიშროებასთან ვიწრო ოთახში ხანგძლივ გასაუბრებას. ამიტომ თუ აპირებთ მომავალში ისრაელში ვიზიტს, აიღეთ კიდევ ერთი პასპორტი.

ირანში მოხვედრა

მას შემდეგ რაც ჩვენმა მთავრობამ ირანის მოქალაქეებს მოუხსნა ვიზები, თეირანის მიმართულებით ყოველდღეა ფრენები, აპრილში კი პირდაპირი ფრენა არ იყო, ოპტიმალური იყო ბაქოს გავლით ფრენა. იმ მომენტისთვის თბილისი-ბაქო+ბაქო თეირანი უფრო ეკონომიური იყო ვიდრე თბილისი-ბაქო მატარებლით. ერევნიდან რომელიღაც ირანული კომპანია დაფრინავდა სრულიად არაადეკვატურ ფასად. არსებობს თითქოს კიდევ ავტობუსები, მაგრამ ახალგაზრდობიდან მძაგს ავტობუსით ხანგძლივი მგზავრობა, ჩემი ფიზიოლოგია და აღნაგობა ავტობუსთან შეუთავსებელია. ავია ბილეთებზე ნოვრუსის დროს ფასები მაღალი იყო, აპრილიდან იკლებდა. ჩვენ თბილისი-ბაქო-თეირანი დაგვიჯდა თითქმის 100$ უკან გზა კი 76$ მხოლოდ ხელბარგით.

სასტუმროების დაჯავშნა

წინასწარ შეუძლებელია თითქმის. ირანის სასტუმროები არცერთ საერთაშორისო სისტემაში არაა – როგორიცაა booking.com და სხვა მისნაირები. ამიტომ ლონლი პლანეტი, ტელეფონი, მეილი უნდა მოიმარჯვოთ, ან ქალაქში ჩასვლისას ტაქსისტებს ჰკითხოთ. ფასებიც ასევე შევაჭრების თემაა.

ფული

ირანული რიალი არაკონვერტირებადი ვალუტაა. მისი ყიდვა ან გაყიდვა ირანის ფარგლებს შორის შეუძლებელია (ბაქოს აეროპორტშიც კი). ოფიციალური და შავი კურსი საგრძნობლად განსხვავდება. 2016 წლის აპრილში 100 ევრო = 3 950 000 რიალი, 100 დოლარი = 3 400 000 რიალი. აეროპორტში კარგი კურსი იყო. ყოველდღიურად ირანელები არ ხმარობენ რიალებს არამედ თუმანებს. გასაგებია, რომ თუმანი 10 რიალია, ფასებიც თუმანებში იგულისხმება, ანუ თუ რაღაცაზე გითხრეს 5000, იგულისხმება 50 000 რიალი. დაზუსტება სულ უნდა. მატყუარებიც არიან გადამხურდავებლები, აეროპორტში 50 000 რიალის მოტეხვა უნდოდათ, დაითვალეთ ფული სალაროსთან.

თეირანში გადახურდავება ფერდოუსის რაიონში შეიძლება. სხვა ქალაქებში უნდა იკითხოთ.

კავშირგაბმულობა

ირანი არატურისტული ქვეყანაა. სუიმ ბარათების ყიდვაზე დიდხანს ვიწვალე და ფერდოუსის მოედანზე ძლივს ვიშოვე. მარტო სიმში 300 000 რეალი გადავიხადე!!! (სიმბარათი სახლში მიდევს, ვინც აპირებთ წასვლას გაჩუქებთ). 3G კარგადაა. თავიდავნე ვიყიდე ინტერნეტ პაკეტი და წყნარად ვიყავი. Wi-Fi დეფიციტში გარღვევაა, ბევრგან არ არის, ბევრგან ნელია. Facebook, Youtube ირანში დაბლოკილია. Skype, Google Whatsapp მუშაობს.

ხალხი

ინგლისური ცოტამ იცის. ტურისტისთვის დახმარება ყველას უნდა. ვინც იცის ინგლისური ბოლომდე გამოგყვება, დაგეხმარება. ამ მხრივ ქვეყანამ საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა.

ქალაქებს შორის გადაადგილება

გზები ძალიან კარგია, ავტობუსების მშვენიერი, არის VIP და ჩოულებრივი. VIP-ში იმოდენა ფართია სკამებს შორის, რომ მეც ფეხები ბოლომდე გავშალე და არ ვიწუწუნე. ფასები კარგი. თეირანიდან ისპაჰანში ვიმგზავრეთ ასე. ისპაჰანი-იაზდი და იაზდი-შირაზი ჩოულებრივი ავტობუსები. ავტობუსები ხშირად დადის. ინტერნეტით ბილეთების ყიდვა თუ სპარსული არ იცი დაივიწყეთ, იგივე ეხება მატარებლებს და შიდა თვითმფრინავებს. შირაზიდან თეირანში მატარებლით ჩამოვედით. რკინიგზა ირანში ახალი ხილია. მოწყობილია საუკეთესო დონეზე. მატაერებელი ძალიან კომფორტული. კუპეები, არის ვაგონ რესტორანიც. მომსახურება საუკეთესო. ბილეთი შირაზში რომელიღაც ტურისტულ სააგენტოში ვიყიდეთ. ფასი აქაც მოგვეწონა. ანუ წინასწარ ტვინის ჭყლეტვას ტრანსპორტზე არავითარი აზრი არ აქვს.

თეირანი

ირანის დედაქალაქი. საკმაოდ უღიმღამო და უსახური მეგაპოლისი. ქალაქში გადაადგილების საუკეთესო საშუალება არის მეტრო. აეროპორტი შორსაა ქალაქიდან, მოხვედრის ერთადერთი საშუალება – ტაქსი, ფიქსირებული ფასი 600 000 რიალი. აქაც ასიაფანდებენ ტურისტებს. მეტრო საკმაოდ კარგადაა გნვითარებული. ქალების ვაგონები ცალკეა – პირველი და ბოლო. სქემა კარგად შეისწავლეთ, წარწერების უმეტესობა ინგლისურად არაა. მეტროთი მგზავრობა ეკონომიურია.

თეირანის მეტრო

პიკი საათებში კი მეტრო ჯოჯოხეთუდან გადავსებულია.

ქალაქში კარგადაა განვითარებული ავტობუსების სისტემაც, თუმცა საკმაოდ რთულია გარკვევა ამ საკითხში, ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვისარგებლედ და ვერაფერი ვერ გავიგეთ. საჭიროა მაგნიტური ბარათები, მეტი არაფერი არ ვიცი. მეტრო სრულიად გვაკმაყოფილებდა.

ქალაქში მუზეუმების გარდა არაფერია სანახავი. ჩვენ ვნახეთ კინოს მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი, საგანძური და გოლესტანის სასახლე. კარგია ბაზარიც, ბაზრის მიდამოებში საუკეთესო და იაფი ქუჩის საჭმელია. ბაზარში საინტერესო რამეების ნახვა შეიძლება იაფად. ისე კი ქალაქი ძვირია. კვება ბაზარში ჯობია – იაფი გემრიელი. ყავა პრობლემაა, რაეს კაფეს გარდა მხოლოდ ეროვნული მუზეუმის კაფეტერიაში ვნახეთ, ორივეგან არაა იაფი.

თეირანში ორი აეროპორტია, იმამ ჰომეინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (ყველაფერი ამ გამჭოლმზერიანი ბერიკაცის სახელობისაა) და მეორე ადგილობრივი, რომელიც ქალაქის ფარგლებშია. ცენტრალური რკინიგზის სადგური მეტრო რაჰაჰანთან არის, ავტოსადგური კი, საიდანაც ისპაჰანის ავტობუსები გადის Beyhaghi Terminal ჰქვია.

ისპაჰანი

სიდიდით მეორე თუ მესამე ქალაქი. თეირანისგან განსხვავებით საკმაოდ საინტერესო ქალაქია, ძირითადი ღირსშესანიშნაობები ცენტრალურ მოედანთანაა, რომელიც შაჰ აბასმა ააშენა და ახლა ამასაც იმამ ჰომეინის სახელი ჰქვია. როგორც საბჭოთა კავშირში ლენინი, ისეა აქ ჰომეინი. მეტროს მშენებლობა დაწყებულია, მაგრამ ალაჰმაც არ უწყის როდის დამთავრდება. გადაადგილება ავტობუსებით, შეიძლება ფეხითაც, თბილისზე ცოტა დიდია ქალაქი. სასტუმრო – ამირ კაბირ +98 31 3222 7273  ცენტრთან ახლოს, ფეხით მიხვალ ყველგან, პერსონალი კარგად საუბრობს ინგლისურად. სუფთა ოთახები, საერთო სველი წერტილები, ცხელი წყალი, ალაგ ალაგ მუშა Wi-Fi, საუზმე, და ნებართვა – შიდა ეზოში ხიჯაბი საჭირო არაა. ვაშა! გაუმარჯოს თავისუფლებას! ფასი სადღაც 700 000 ერთი ღამე.

ქალაქში სადღაც არის აეროპორტი, ლოგიკურად უნდა იყოს რკინიგსის სადგურიც, და ასევე ორი ავტოსადგურია. ჩვენ მხოლოდ ავტოსადგური დაგვჭირდა. ყავა იშოვება სომხურ უბანში. ამავე უბანშია ქართული კაფე, ფერეიდნელების მიერ გახსნილი. აქაც იშოვება ყავა. ქუჩის საჭმელი ისე კარგად არაა როგორც თეირანში მაგრამ წავა. აქ ბევრი ხალიჩა იყიდება, მასგრამ ფასები ისეთია, რომ არცერთი ქართველი ტურისტი არ მოიხიბლება.

ფერეიდუნშაჰრი

ისპაჰანიდან დასავლეთით ზაგროსის მთებში პატარა ქალაქი სადაც მოსახლეობის უმეტესობა ქართველია. ავტობუსები გადის ისპაჰანიდან დღის პირველ ნახევარში გზა 3 საათი.

იაზდი

ქალაქი უდაბნოში. მოხვედრა და წასვლა ავტობუსით. სასტუმროები ძვირია, ქალაქი ტურისტული. ჩვენ Alexander hotel-ში მივედით ტაქსისტის რჩევით. სასტუმრო 1 200 000 დაგვიჯდა. როგორც გავარკვიეთ კარგი ვარიანტი იყო ძველ ქალაქში. ინდივიდუალური სველი წერტილით, ძველებურ ქარვასლაში. ქალაქში მოძრაობა ფეხით ან ტაქსით. ქუჩის საჭმელი თითქმის არაა. ყავა მარტო ჯამე მეჩეთის წინ ვნახე. თან გვიან იხსნებიან ეგ ოხრები.

შირაზი

ქალაქში მეტროს მარტო რამდენიმე სადგურია აშენებული. ავტობუსების სისტემა ადვილია, ქალები უკან სხდებიან კაცები წინ (ირანში ყველგან ასეა). კითხვა კითხვით ვაგნებდით საჭირო ავტობუსს. ქალაქი საინტერესოა შედარებით. პერსეოპოლისში მოხვედრა შესაძლოა ტაქსით. ჩვენ მილიონი რიალი დაგვიჯდა. სხვა, უფრო პროლეტარული მეთოდები არ არსებობს 🙁 ტაქსისტებთან საურთიერთობოდ დახმარებაა საჭირო, რადგან ინგლისური არ იციან. ქუჩის საჭმელს არა უჭირს. ყავა ბაზარშია, იტალიაში ნაცხოვრებ ირანელს აქვს კარგი ყავახანა. რკინიგზის სადგური ქალაგარეთაა და ახალია. ბილეთების ყიდვაში ადგილობრივების და ტურისტული ოფისის დახმარებაა საჭირო.

უსაფრთხოება

ირანი კეთილმოწყობილი და უსაფრთხო ქვეყანაა (მაინც და მაინც ავღანეთის ან პაკისტანის საზღვართან თუ არ იბოდიალეთ). ერთადერთი საფრთხე ალბათ რელიგიური პოლიციაა. თუმცა უცხოელებს მგონი დიდად არ უბურღავენ ტვინს.

აკრძალვები

ირანში აკრძალულია ყველაფერი ყველასთვის. ის რომ ტურისტი ხართ არ გაძლევთ არავითარ უფლებებს. აკრძალულია – ნებისმიერი სახის ალკოჰოლის შეტანა, დალევა, ყიდვა, გაყიდვა. დრესკოდი: ქალებისთვის – თავზე რამე შარფი, თმები ვითომ ნაწილობრივ რომ იყოს დაფარული. ფეხები მთლიანად დაფარული, სასურველია შარვლით, და თეძოებიც დაფარული რამე გრძელი ჩასაცმელით. ფერები შეუზღუდავია, მთავარია სიგრძე. ხელებიც იდაყვებს ქვემოთ უნდა იყოს დაფარული. კაცებისთვის, გრძელი შარვალი. ანუ ზაფხულში ჩემი მტერი წასულა ირანში. სასტუმროებში დაუქორწინებელ წყვილს არ უშვებენ, მაგრამ უცხოელებს ეს ნაკლებად ეხებათ.

მოულოდნელი ბონუსი ისლამში – შეიძლება ძილი მეჩეთებში ქალების განყოფილებაში. ხშირად სალოცავ ადგილს სწორედ ამ მიზნისთვის იყენებენ.

თუ რამე კითხვები გაქვთ სიამოვნებით გიპასუხებთ.

Category: Iran, travelAugust 15, 20162 Comments
Tags: ირანი
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:თეირანი, ორი ჰომეინი და შივაNextNext post:ირანი, თეირანი

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016
შივა ელეფანტაში
ელეფანტას კუნძული და გამოქვაბულები
August 14, 2016
მზის ამოსვლა ბომბეიში
ბომბეის კოლორიტი
August 14, 2016

2 Comments

  1. Aleksandre Ksovreli says:
    August 15, 2016 at 4:44 pm

    ვა, 2010 წელს ამირ კაბირში ღამის გათევა 150 000 რიალი ღირდა. და სწორედ მაშინ თხრიდნენ ორმოებს მეტროსადგურებისთვის.

     Log in to Reply
    • Rusudan Tsiskreli says:
      August 15, 2016 at 6:32 pm

      ჰეჰე გაძვირდა ეტყობა 🙂 ორმოებს კიდე თხრიან, არაფერი ახალი 🙂

       Log in to Reply

Leave a Reply Cancel reply

You must be logged in to post a comment.

  • Svaneti
    Tours in Svaneti, Georgia
    May 11, 2022
  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes