Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

თეირანი, ორი ჰომეინი და შივა

Aug152016
Irantravelშივა და ბუდა

– გოგო, ვერ გავიგე, ეს ორი ხომეინი რაღა პონტია? – ვკითხე აიდას.

ორი ჰომეინივიდექით რაღაც დიდი მეჩეთის წინ, შესასვლელის ორივე მხარეს ორი დიდი პორტრეტი იყო, ორივეზე ჩალმიანი წვეროსანი კაცი იყო. ერთის წვერი ჭაღარანარევი იყო, ღრმა თვალების ბოროტი გამჭოლი მზერა, დანაოჭებული სახე, ეს ფანატიკოსის სასტიკი სახე იყო, ეს კაცი არაფრის წინაშე არ დაიხევს, მისი დაყოლიება შეუძლებელია გინდ ლოგიკური არგუმენტებით, გინდ გრძნობებით, ის მზადაა ყველაფერი მსხვერპლად გაიღოს რომ საკუთარ მიოზნებს მიაღწიოს, მიზნები კი… მის თვალებში ეს ყველაფერი კარგად ჩანს.. მისთვის უცხოა თანაგრძნობა, ჰუმანიზმი, სიკეთე.. მხოლოდ მორჩილება. ამ სახეს რომ ვხედავ მეშინია. როგორც არ დავძაბე წარმოსახვა, ვერ წარმოვიდგინე ასეთი თვალების პატრონი როგორ უნდა იყოს რელიგიური ლიდერი. ეს დიქტატორის თვალებია. მეორე კაცი ჭაღარა და სათვალეებიანია, სანდომიანი სახით. მისი მზერა რბილია და ცბიერი, შიშს არ იწვევს რითაც უფრო საშიშია, რადგან არ იცი ამ მომღიმარი თვალების უკან რა მზაკვრობა იმალება. ეს შიშს არ იწვევდა, უფრო უნდობლობას.

მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ აიათოლა ჰომეინიმ რევოლუცია მოაწყო და სეკულარული ირანი ისლამურ რესპუბლიკად აქცია. მეორე კი ვინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენა არ მქონდა. დავეყრდენი აიდას მუსულმანურ ბექგრაუნდს.

– ერთი ცოცხალია მეორე მკვდარი – განმიმარტა მან.
– რომელია ცოცხალი?
– არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი არაა ჰომეინი
– რომელია ჰომეინი?
– რომელიც მკვდარია.
– ააა…
– მგონი სათვალეებიანი უნდა იყოს მკვდარი, უფრო ბებერი ჩანს…

ასე გაურკვევლობაში დავრჩით.

სასაუზმოთ უბანში საუკეთესო ადგილი რაეს კაფე იყო. ირანული ყოფიდან კიდევ ერთი ქართველებისთვის გაუგებარი ეპიზოდი – აპრილის დასაწყისში თეირანში დღე ცხელოდა, საღამოს გრილოდა მაგრამ არ ციოდა. სახლში კი გათბობა იყო ჩართული, ფანჯრები ჩახურული, სიცხისგან და ისლამური დრესკოდისგან დავიტანჯეთ.

დღეს კულტურული დღე უყნდა გვქონოდა მაგრამ ჯერ ყოფითი საკითხების მოგვარება – ფულის დახურდავება და სიმ ბარათის ყიდვა. პირველ დღეს მოულოდნელად დიდი თანხა დავხარჯეთ.

– დღეში ვხარჯავ მხოლოდ მილიონს! ესაა ჩემი ლიმიტი – კატეგორიული ტონით თქვა აიდამ.
– რა კარგად ჟღერს ეს მილიონის ხარჯვა დღეში. ნეტა რამე სხვა ვალუტა იყოს, ნეპალურ რუპებზეც თანახმა ვარ.

მეტრო

ასეა გაყოფილი ქალთა და კაცთა ვაგონები

მეტროს ყოველ მეორე სადგურს რომელიღაც შაჰიდის სახელი ერქვა. ჩვენი ყურისთვის ცოტა უცნაურად ჟღერდა ეს, მაგრამ ყველაზე საშიშად გაიჟღერა დოქტორ შარიათის სადგურის სახელმა. თვალწინ ფრანკენშტეინი წარმომიდგა და ბოლომდე ვიღაც, სრულიად უცნობი დოქტორ შარიათი ფრანკინშტეინს მახსენებდა. კიდევ კარგი ამ სადგურზე ამოსვლა არ დაგვჭირვებია. ჩვენ მშვიდობისმოყვარე პოეტ ფერდოუსის სადგურზე ამოვედით და აქ მოვაგვარეთ ყოფითი პრობლემები და წავედით კულტურული ღირსშესანიშნაობების სანახავად. ცუდი ის იყო, რომ ფოტოაპარატი სახლში დამრჩა.

ფერდოუსის გამზირზე მშვიდად მივსეირნობთ, მე ტელეფონში გუგლის რუქას ვუყურებ სად მივდივართ, ამ დროს რაღაც ნაცნობი სუნი გვეცა… ტროტუარზე კი.. შივა, ბუდა, განეში მთელი ინდური პანთეონი დავინახეთ. ვაი ეს რა ხდება, სად იყურება ჰომეინი??
სუნი კი მაღაზიიდან გამოდიოდა, არომატული ჩხირების სუნი, რომელიც ასეთი ჩოულებრივია ნეპალსა და ინდოეთში და სრულიად წარმოუდგენელი აქ, ირანში. შევედით და ჰოი საოცრებავ! ჰომეინი საფლავში უნდა ტრიალებდეს! მთელი ინდუისტურ, ბუდისტურ, კონფუციანისტური პანთეონია აქ თავმოყრილი.

– ოპელი ვერ გევიგე…?
– შივა!!!
– ომ მანი პედმე ჰუმ!
– ნამასტე!
– ტაში დელექ!

სად მოვხვდით? ამაზე არ დაგვიჭერენ და არ ჩაგვქოლავენ ქვებით? ირანის ისლამური რესპუბლიკა, ფუნდამენტალური ისლამის ცენტრი, და დაუფარავად, თეირანის ცენტრში ინდუისტური ღმერთების ქანდაკებები იყიდება! ისლამის და შარიათის კანონების სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ ეს რომ დაუშვებელი უნდა იყოს მეც კი მესმის, მხოლოდ ჰომეინი კი არა წინასწარმეტყველი მუჰამედიც საფლავში უნდა ტრიალებდეს და ალაჰის რისხვა ატყდებოდეს ამ ხალხს თავზე.

– მოცეკვავე შივა!!! მინდა! რა ღირს? – აიდას დაავიწყდა მილიონიანი ლიმიტი, შივა ხომ ფასდაუდებელია. ფასი ინდურ რუპებში გადავიანგარიშეთ და სადღაც 1600 გამოვიდა, ძვირია, მაგრამ არა კატასტროფულად. ბოლო ბოლო ეს შივაა, შივა ირანში! აიდა გახდა შივას მფლობელი.

– შივა ირანში! – ვიმეორებდით ჩვენ, როდესაც ისევ ფერდოუსის გამზირს გავუყევით და გიჟებივით ვიცინოდით. ასეთი სიცილით აშკარად ჭარბი ყურადღება მივიპყარით.
– შივა თეირანში! – ისევ ხმამაღალი სიცილი. ჩვენს სტერეოტიპებში ეს აშკარად ვერ ჯდებოდა.

– ნეტა მეც მეყიდა ბუდა – ვიფიქრე მოგვიანებით.

მივედით ბაზრამდე, სადაც ჩაი დავლიეთ ამ ყვითელი შაქარყინულით. როგორ არ ემართებათ ამათ შაქტიანი დიაბეტი? ამდენ ტკბილს როგორ ჭამენ???

მაფიოზური პარფიუმერია

მაფიოზური პარფიუმერია

დასავლური კულტურა ხანდახან უცნაურად იჭრება ხოლმე… პარფიუმერიის მაღაზია ნათლიმამა.. კატმანდუში მქონდა ნანახი ავტოსალონი, აქ კი რატომღაც პარფიუმერია.

გვეყო ღადავი წავედით სასახლეში, ბოლო-ბოლო ხომ უნდა გვენახა ეს ირანელი შაჰები როგორ ცხოვრობდნენ.

მივადექით გოლესტანის სასახლეს ბილეთები ვიყიდეთ. სასახლის შიგნით ფოტოგადაღება მაინც აკრძალული იყო.

ეზოში ვისეირნეთ, ძალიან ჩამოცხა ამასობაში…

– ნეტა ისე სცხელოდეთ მუჰამედს და ჰომეინის როგორც ახლა მე – ვწუწუნებდი მე და ცხელ ყავას ვსვამდი.

აიდას მოზაიკები უფრო აინტერესებდა.
-შივას მადლით მე ყველაფერს ავიტან!
– ჰარე კრიშნა – და გავიხედე აქეთ იქეთ შეშინებულმა.

მე

სიცხით დატანჯული

სასახლეში შესულებს სარკეებით მოპირკეთებული კედლები დაგვხვდა და ისეთი ფუფუნება თვალი რომ ვერაფერზე ჩერდებოდა თან ძალიან იღლებოდა. უყვარდათ ამ საჰებს ყველაფერი ბრჭყვიალა. გამახსენდა გრემის “სასახლე” მერე წინანდალი… ვცადე წარმომედგინა ჩვენი წინაპრების გრძნობები, რომლებიც შაჰთან მიდიოდნენ და პირველად ცხოვრებაში ამდენ ბრჭყვიალებს ხედავდნენ, უეჭველი ძალიან უნდა ემოქმედა ამას მათზე ვინს არაა შეჩვეული ფუფუნებას. ისეთი მომენტია ბარბაროსები რომ ადგებოდნენ მდიდარ ქალაქებს, მარა ვინ მოგცა ამათი ძარცვის უნარი, პირიქით ჩვენ გვძარცვავდნენ. თუმცა დიდხანს ამას როგორ უნდა უყურო არ ვიცი, თვალები მეტკინა. ვცადე აიდასთვის გამეზიარებინა ჩემი აზრები, მაგრამ აიდა თვითონ იყო ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ, თითქოს დაღესტნის მთების და აულების მეტი არაფერი ენახოს. დაცვამ კინაღამ არალეგალურად ვიდეო გადაღებაზე დაიჭირა, მაგრამ იოლად გამოძვრა შივას მადლით აიდა.

წავედით ბაზარში.

თხილი– რა კარგი ზაკუსკაა ლუდზე
– ლუდი აქ არაა აკრძალულია
– ჰო მაგრამ ამდენი თხილი ულოდოთ ცოდვაა.
– ლუდი თუ ცოდვაა, ჩაი მაინც დავლიოთ ამის დედაც ჯეკ.

ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩაში ჭამოს მოყვარულთა სამოთხეა, უამრავი ფარდული ვაჭრობს სხვადასხვა სახის საჭმლით. არის ქუჩის ჩაიხანებიც. სადილის დროს სუპებსაც ხარშავენ დილით ადრე კი აქ საუზმეც შეიძლება. თან იაფია. ნებისმიერი სახის საჭმელი 30 000 რიალი ღირდა, ეს სადღაც 2 ლარი გამოდის.

ჩაიხანა
ჩაიხანა


სამოვარი ვინმეს თუ რუსული ჰგონია, ირანში მიბრძანდით, აქაა სამოვარების ცენტრი.

ერთადერთი ლამაზი შენობაარქიტექტურის მხრივ თეირანი ერთერთი ყველაზე მოსაწყენი ქალაქია რაც მინახავს. მთელი დღე ბოდიალის შედეგად მარტო ერთი შენობა ვნახე რომლის სურათის გადაღება ღირდა.
– არ მომწონს თეირანი, ნაცრისფერი ქალაქია
– იცი რა, არც მოწონებას იმსახურებს არც დაწუნებას – ჩავფიქრდი მე – მეგაპოლისის თაობაზე არა უჭირს
– არა მე არ მომწონს
– მეგონა უარესი, მაგრამ, მოსკოვში რომ ვიყავი იქ მართლა ვგრძნობდი მეგაპოლისს და მეშინოდა აქ კი რაღაც არა… ისლამს თუ არ ჩავთვლით.
– მოკლედ დიდი არაფერი. – დაასკვნა აიდამ.

ეროვნულ საგანძურში დავაგვიანეთ, 14:00-დან 16:00-მდე მუშაობს მარტო.

– წამოდი აზადი თაუერი ვნახოთ!
– მაქამდე 7 კილომეტრია – ვუპასუხე აიდას გუგლის რუქის ნახვის მერე – მეტრო ან რამე უნდა ვნახოთ.
აიდამ, როგორც უფრო კომუნიკაბელურმა დაიწყო ხალხის გამოკითხვა.
– მეტროზე უნდა სხვა ხაზზე გადახვიდეთ ავტობუსი ჯობია – გვიპასუხა გამვლელმა.
– რა ნომერი ავტობუსი?
– თეირანში ავტობუსებს არ აქვთ ნომრები
– ეგ როგორ?
– აი ასე, ფერდოუსიზე დაჯექით და წადით.
დაბნეულები მივედით გაჩერებაზე, ამ დროს ავტობუსიც მოდიოდა. აიდა წინ მირბოდა და უკან ვიღაც კაცმა მიაძახა
– ხანუმ, ხანუმ! და კიდევ გაუგებარი სიტყვები. აიდა არ უსმენდა ავტობუსისკენ მირბოდა
– ქალოუ! მგონი შენ გეძახიან, შენ ხარ აქ ხანუმა! – გავაჩერე აიდა.
კონდუქტორმა სპარსულად აგვიხსნა, რომ გაჩერებაზე შესასვლელად და შესაბამისად ავტობუსში ასასვლელად ბილეთი გვინდა, უფრო სწორად მაგნიტური ბარათი. მაგრამ სად და როგორ გვეშოვნა ვერ გავიგეთ.
ამ დროს გულისხმიერი ჩადრიანი ქალი მოვიდა, გადაიხადა ჩვენი მგზავრობის ფული და აიდას მცდელობაზე 50 რუპი მიეცა უარი გვითხრა.
– ჰეილი მამნუნ – თქვა აიდამ
– დანიაბაათ – ვთქვი მე და დავიბენი, ჰინდი აქ არ ჭრიდა, უბრალოდ გავიღიმე.
აზადის კოშკი ასე დარჩა თეირანის ავტობუსები ჩვენთვის ამოუცობელ სისტემად.
აზადის კოშკი ჯერ კიდევ შაჰის დროს აშენდა.
– ეს თავისუფლების მონუმენტია – განმიმარტა აიდამ
– კი მაგრამ ვისგან?
– არ ვიცი
– ირანში თავისუფლების მონუმენტი ცოტა ცინიკურად არ ჟღერს?
ვუყურეთ, ვუყურეთ, წავედით ისევ კარგად ნაცნობ მეტროში.
რაეს კაფე ჩვენი მეორე სახლი გახდა თეირანში.
აიდამ ამოიღო თავისი შივა და დადო მაგიდაზე.
– შივა თეირანში!
კიდევ გვეცინებოდა ამ კაზუსზე.

შივა და აიდა
ოფიციანტები აქ უკვე ძველი ნაცნობებივით გვესალმებოდნენ.
– ბომბეიში ვიყავი ნამდვილ სტარბაქსში იცით, და აქ უფრო მომწონს, თქვენთან ყავაც ჯობია და მომსახურებაც – ვუთხარი მომღიმარ ოფიციანტს, რის შემდეგაც ის უფრო გაიბადრა.

სახლში წასვლისას გზად საცხობში პური ავიღეთ…

საცხობისაცხობი

სახლში სტუმრები დაგვხვდნენ, ჩვენი მასპინძლების მეგობრები. ყველა ერთად ხალიჩაზე ისხდა ჩვენც მივუჯექით და ვივახშმეთ. ნეტა რათ უნდათ ამოდენა და ასე ძვირად ღირებული სასადილო მაგიდა თავისი სკამებით?



Category: Iran, travelAugust 15, 2016Leave a comment
Tags: თეირანიირანი
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:Greece travel guideNextNext post:ირანი პრაქტიკული ინფო

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016
შივა ელეფანტაში
ელეფანტას კუნძული და გამოქვაბულები
August 14, 2016
მზის ამოსვლა ბომბეიში
ბომბეის კოლორიტი
August 14, 2016

Leave a Reply Cancel reply

You must be logged in to post a comment.

  • Svaneti
    Tours in Svaneti, Georgia
    May 11, 2022
  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes