დადგა პირველი საათის ჯგუფიც შეიკრიბა და ჩვენი გიდიც ადგილზე იყო თავისი ფოლკსვაგენის მინივენით. ექსკურსია ხოტინის გარდა რამდენიმე სხვა ნაკლებად ღირსშესანიშნავ ადგილსაც მოიცავდა. გიდი ოლექსანდრი დაწვრილებით და კარგად ყვებოდა ყველაფერზე, კამიანეცის ისტორიაც მოყვა, საინტერესო ადგილებიც გვანახა. წინასწარ ვიტყვი, რომ ნამდვილად ძალიან კარგი ექსკურსია ჩაგვიტარა. სამწუხაროდ მისი სავიზიტო ბარათი დავკარგე.
პირველი გაჩერება მდინარე სმოტრიჩის ხიდზე იყო. ეს ვაგონი თურმე იმ ბოშებისადმი მიძღვნილი მემორიალია, ნაცისტების ოკუპაციის დროს რომ გაწყვიტეს.
დნესტრის პირას რაღაც ციხესიმაგრე ვნახეთ. აქ მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტის ხაზი იყო და ბლონდაჟებიც ვნახეთ.
კიდევ ცოტაც გავიარეთ და მივედით ადგილზე სადაც დღეს ივანო-ფრანკოვსკის, ხმელნიცკის და ჩერნივცის ობლასტების საზღვარია, ხოლო 1918 წლიდან 1945 წლამდე აქ იყო საბჭოთა კავშირის, რუმინეთის და პოლონეთის საზღვარი, 1918 წლამდე კი რუსეთის იმპერიისა და ავსტრო-უნგრეთის საზღვარი.
აქ დნესტრში სხვა მდინარე ჩაედინება და მაგიტომაა ასეთი ხიდი, თითქოს მდინარის გასწვრივ.
ხოტინის ციხემდეც მივედით. სუვენირები.
ხედავთ ერთ-ერთი კედელი სველია? აქ სურამის ციხის ანალოგიური ლეგენდაა, თითქოს პოლონელ გოგოს თურქი ბიჭი შეუყვარდა, გაიქცნენ, მდევრები დაეწივნენ და კედელში ამოქოლეს წყვილი. მოკლედ ციხე რა ციხეა მის კედელში თუ ვინმე არაა ამოქოლილი 🙂
ჩვენი გიდი.
აქაც მუზეუმია წამების საკნით და ატრიბუტიკით, უყვართ ეს თემა რატომღაც….
ჭა. ზედა სართულზე უფრო კულტურული მუზეუმია.
ეზოში ლეკვები ვნახე. ამ ვარდისფერ შენობაში კი თურქების ბატონობის პერიოდში ჰარამხანა იყო.
კოშკები მესიმპატიურა
ხედი დნესტრზე, მეორე ნაპირიდან ლამაზად უნდა ჩანდეს ციხე.
ეს ეკლესია რუსების მოსვლის შემდეგ აშენდა.
უკანა გზაზე ჩემი დაჟინებული მოთხოვნით გავაჩერეთ ეს სახლები რომ გადამეღო, საინტერესო მოხატული ფილებითაა მოპირკეთებული.
ბოლო საღამო კამიანეც-პოდოლსკში. ექსკურსია დამთავრდა. ჩემი მატარებელი გვიან ღამით იყო.
დაბნელებამდე სურათებს ვიღებდი მერე კაფეში დავჯექი, გვიან კი სადგურზე წავედი. კიევში ბოლო დღე მქონდა დარჩენილი.