IX – X საუკუნეებში მაჰარაშტრაში გამეფდა ჯაინიზმის მიმდევარი მეფე, და ელორაში უკვე ჯაინური ტაძრებიც გაჩნდა. სწორედ ამ რელიგიისაა ელორას ყველაზე გვიანდელი გამოქვაბულები.
ჯაინიზმზე ძალიან ცოტა რამე ვიცი, ასე რომ მიჭირს თქმა რა არის გამოსახული ამ ბარელიეფებზე.
საკმაოდ კარგადაა შემონახული ფრესკები.
ისეთივე შესანიშნავი ნამუშევარი, როგორც ინდუისტური და ბუდისტური ტაძრები…
აქაც არის მინი კაილაში ჯაინური ვერსია.
ამით ვამთავრებ თხრობას ელორას შესახებ. დავბრუნდი ავტობუსით აურანგაბადში და იმავე ღამეს წავედი მუმბაიში.