Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

ელეფანტას კუნძული და გამოქვაბულები

Aug142016
India - ინდოეთიtravelშივა ელეფანტაში

მაჰარაშტრაში გამოქვაბულებში ნაკვეთი ტაძრები არა მხოლოდ აჯანტა და ელორაა, ბომბეიდან ყველაზე ხელმისაწვდომია ელეფანტას კუნძულის გამოქვაბულები, კუნძული ბომბეის ყურეში მდებარეობს და მისვლა კატერით შეიძლება. კატერები ყოველ ნახევარ საათში გადიან ინდოეთის კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიიდან. დილით განსაკუთრებით ხალხმრავლობაა აქ.

DSCN8478
ხედი ჩემი ფანჯრიდან. გამოძინებულმა ვისაუზმე და წავედი …
DSCN8480
ბომბეის ყურე.
DSCN8499
ტაჯ მაჰალი სასტუმრო დილით ადრე..

DSCN8502
კატერზე მალევე მოვხვდი, დავიკავე კარგი პოზიცია და დავიწყე გადაღება.

DSCN8509
ბომბეი ხედი ყურიდან. ისე აქედან გამოჩნდა, რომ ქალაქს მკვრივი ნაცრისფერი ღრუბელი ფარავს, ჰაერის დაბინძურება. კიდევ კარგი ყველა მხრიდან ზღვა შედარებით ანეიტრალებს დაბინძურებას.

DSCN8510

DSCN8524
ბომბეის პორტი

DSCN8538
თოლიების მთელი ქარავანი მოგსდევდა.

DSCN8542
და ესეც ელეფანტას კუნძული. კუნძული საკმაოდ პატარაა.

DSCN8543
კუნძულის ცენტრში კი კლდეში ნაკვეთი ინდუისტური ტაძრებია, რომლებიც VII საუკუნით თარიღდება. ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი გამოქვაბულია, დანარჩენები მცირე სალოცავებია. კუნძულზე ასევე ბუდისტური სალოცავებიც იყო.

DSCN8544
ბარელიეფების სტილი ელორას ინდუისტურ ნაწილს ძალიან ჰგავს.

DSCN8545

DSCN8546

DSCN8547
დარბაზი ძალიან დიდია სვეტებით, შთამბეჭდავი სივრცეა.

ალტარში შივას ცნობილი, სამ თავიანი ქანდაკებაა.

DSCN8552

DSCN8558
სივრცე.

DSCN8559
ალტარში რა თქმა უნდა ლინგამი უნდა იყოს.

DSCN8560
შივა ლინგამი

DSCN8562
როგორც ვთქვი დანარჩენი გამოქვაბულები მხოლოდ მცირე სალოცავებია და ასე გამოიყურება

DSCN8566
ხეების ფოთლებით თუ მიხვდები რომ ზამთარია სინამდვილეში… თორემ მაგრად ცხელოდა.

DSCN8567
უკან რომ მოვდიოდი ამ ქალმა დამიწყო პოზიორობა. ფოტო რომ გადავიღე ფული მომთხოვა. მე უარი ვუთხარი, რადგან მე არ მითხოვია არაფერი.

პირსისკენ გზაში სუვენირებში მივხარჯე რაც ფული მქონდა. პირსთან ასეთი აბრა დამხვდა
DSCN8568
რაც ინდოეთში ძალიან ცინიკურად გამოიყურება.

DSCN8571
დავჯექი კატერზე და წამოვედი უკან ბომბეიში.

DSCN8600
სიმართლე რომ ვთქვათ, აჯანტას და ელორას შემდეგ ელეფანტას ნახვა მოვალეობის მოხდა იყო და არა აუცილებლობა. თუ კი აჯანტა და ელორა არა გაქვთ ნანახი მაშინ ელეფანტა ძალიან შთამბეჭდავია.
კიდევ არის რაღაც ბუდისტური გამოქვაბულები სანჯაი განდის სახელობის ეროვნულ პარკში – ბომბეის ჩრდილოეთ ნაწილში, მაგრამ იქ წასვლის სურვილი და თავი აღარ მქონდა.

Category: India - ინდოეთი, travelAugust 14, 2016Leave a comment
Tags: მაჰარაშტრამუმბაი
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნიNextNext post:ბომბეის კოლორიტი

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016
მზის ამოსვლა ბომბეიში
ბომბეის კოლორიტი
August 14, 2016

Leave a Reply Cancel reply

You must be logged in to post a comment.

  • Svaneti
    Tours in Svaneti, Georgia
    May 11, 2022
  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes