Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

დილის კაგბენი. გზა ჯჰარკოტისკენ. ნეპალი

Feb52015
hikingNepal - ნეპალიtravel

 გამთენიისას გავიღვიძე და ცოტა ხანში ფოტოაპარატ მომარჯვებული საუზმის მოლოდინში სახურავზე ავძვერი. როგორც ყველა პატიოსან ბუდისტურ სახლს, ჩვენსასაც დროშემი ამშვენებდა. მზე ჯერ არ იყო ამოსული, ჰაერი სუსხიანი იყო, კუჭი ცარიელი, დილის ფოტოსესიისთვის იდეალური დრო და განწყობა. სასტუმროს სხვა ბინადრები ჯერ არ ჩანდნენ.

 აივანზე ჯიხვის თუ იაკის თავისქალა დამხვდა.

 და ხედი კალი-განდაკის ხეობაზე და აკრძალულ ზემო მუსტანგზე.

 ქერის ყანებსაც გადავუღე ფოტო. ახლად გაღვიძებული სოფლიდან ფუსფუსის ხმა ისმოდა. მონასტერში პუჯა დაიწყეს და მანტრების მონოტონური კითხვაც ისმოდა. გინდ თუშეთი გინდ სვანეთი ჰიმალაებთან შედარებით არც მკაცრია და საერთოდ კურორტია. ამ მაღალმთიან უდაბნოში ცხოვრება ალბათ ძალიან ძნელია და დიდ შრომას მოითხოვს. ეს კარგად ჩანს ხრიოკ ფერდობებს რომ ახედავ.

 ჩვენი ქუჩა.

 რაღაც მთა. გეოგრაფიას რაც სეეხება, ანაპურნას ქედი მთლიანად კეტავს ხეობას ინდოეთის სუბკონტინენტიდან მომავალი ნოტიო ღრუბლებისგან. სამხრეთ ჰიმალაები, ნეპალის გორები სუბტროპიკული წვიმების დიდ რაოდენობას იღებენ, აქამდე კი თითქმის არაფერი აღწევს, აქედანაც ეს მკაცრი სიმშრალე.

 მეზობლის სახურავი შეშით და წყლის ბალონით. წყალი აქაც ისეთივე პრობლემური თებაა, როგორც დანარჩენ ნეპალში. თუმცა კაგბენის ქუჩაში წყაროს წყალი დავლიე და ცუდი ქვიშის მეტი ვერაფერი აღმოვაჩინე. ამიტომ წყალი არ ვიყიდე, და მამაპაპურად ავავსე წყაროდან ბოთლი.

პირდაპირ თეთრი კედლის ერთადერთი აზრიო სწორედ სალოცავი ბორბლებია, სხვა არავითარი დატვირთვა არ აქვს ამ ნაგებობას.

კიდევ ერთი ლამაზი კადრიც და საუზმის დროც დადგა. მე უკვე ვათავებდი ჭამას როდესაც ნეპალელი და ამერიკელი ზანტად გამოძვრნენ და ფოტოსესია დაიწყეს. გერმანელი არც ჩანდა, ან ძალიან ადრე ადგა ან კიდევ ეძინა. საუზმის შემდეგ დავემშვიდობე ბიჭებს, და იმედი გამოვთქვი რომ გზაზე შევხვდებოდით კიდევ. ავიუკიდე გუდა-ნაბადი და გზას გავუდექი.

სულ ზევით და ზევით, მაღლა და მაღლა, სოფლის ციცაბო კალთაზე ავძვერი. 2800 მეტრზე მაღლა ვარ, სუნთქვაზეც მეტყობა. სიმაღლეებზე ასვლა ჩემთვის ადვილი არც არასოდეს ყოფილა, ახლა კი ჰაერი ნამდვილად მომაკლდა. თუმცა საღამოს მივხვდი, ეს ჯერ არაფერია. მუსტანგში საბალახოთ თხები მიდიოდნენ, თუმცა რითი ბალახობდნენ აქ საიდუმლოდ დარჩა. ყველას ვეკითხებოდი, სადაა ბალახი, და ყველას რატომღაც უკვირდა ეს კითხვა. აბა ჩვენი სათიბ-საბალახოები ენახათ, წვნიანი მწვანე ბალახი კავკასიონის კალთებზე.

სოფელს ავცდი და სამანქანე გზით ნელ-ნელა ზემოთ ღოღვა დავიწყე. თან ვისვენებდი და სურათებს ვიღებდი.

კადრები მართლაც ღირდა ამათ, სისუსტეშიც არ მეთვლებოდა, იმიტომ კი არ ვჩერდები რომ სულს ვღაფავ, არამედ იმიტომ რომ ასეთი ხედებია ყველგან.

კაგბენის ზედხედიც ულამაზესი იყო.

ისევე როგორც კალი-განდაკისა და ამ სალოცავი დროშების

ციცაბო ასაძრომებს ავცდი და აწი საჯიპო გზის სერპანტინი მელოდა წინ. დამცხა უკვე, გავიხადე ზედმეტი რაც მეცვა, მაისურის ამარა დავრჩი.

ეს ეტყობა კაგბენის ციხესიმაგრის ნანგრევებია. სოფელში ბოდიალისას ვერსაიდან ვერ მივუდექი, ეტყობა, როგორც ეს ხშირად ხდება, მის კედლებზე თანამედროვე სახლებია მიშენებული.

ბოლო თვალის შევლება კაგბენის ქერის ყანებზე. ჩვენი სოფლები გამახსენდა, ბირჟავიკი სოფლელებით. შედარება აშკარად ამათ სასარგებლოა. 2800 მეტრის სიმაღლეზე უდაბნოში ოაზისის მოწყობა არაა მარტივი საქმე…
კიდევ ერთი მოსახვევი და პლატოზე ავედი, კაგბები მიიმალა. დავჯექი დასასვენებლად. ცოტა ხანში სასტუმროში გაცნობილი ბიჭებიც წამომეწივნენ და ისინიც დასასვენებლად ჩამოჯდნენ.

28.83666783.783056
Category: hiking, Nepal - ნეპალი, travelFebruary 5, 2015Leave a comment
Tags: Mustangკალი-განდაკი
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:გზა ჯჰარკოტისკენ გაგრძელება. ნეპალიNextNext post:კაგბენი. ქვემო მუსტანგი. ნეპალი

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
ტური ნეპალში
ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
September 20, 2016
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016

Leave a Reply Cancel reply

You must be logged in to post a comment.

  • Svaneti
    Tours in Svaneti, Georgia
    May 11, 2022
  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes