Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

დივალი პოჰარაში, ნეპალი

Feb272015
Nepal - ნეპალიtravelდივალი პოჰარაში

პოჰარა ვცხელი და ნოტიო ჰაერით შემხვდა. მხოლოდ 15 წუთი ფრენა და ასეთი დიდი კონტრასტი, თან წნევისგან ტკივილი ყურში. ორი სურვილი მაწუხებდა სასწრაფოდ, გამეხადა თბილი ტანსაცმელი და მებანავა. მოკლე ვაჭრობის შემდეგ ტაქსისტებთან სასტუმროშიც ავღმოვჩნდი. სასტუმროში დამიბრუნეს ჩემი ბარჯი და ოთახი, ვიბანავე, გონს მოვედი, აკლიმატიზაციის პირველი შეტევა გადავიტანე, ვესაუბრე პატრონის შვილებს და ჭამის დროც მოვიდა. დილის 6 საათიდან ფეხზე ვარ და გრანულების მეტი არაფერი მიჭამია. გავედი ქალაქში და აქ დივალის ზეიმი დამხვდა გაჩაღებული.

დივალი პოჰარაში დივალი პოჰარაში

ასფალტზე მაღაზიების და კაფეების წინ ფერადი პუდრებით, რომელსაც ქ სარიტუალოდ იყენებენ, ასეთი მხიარული სვასტიკები იყო დახატული, ეტყობა სიმდიდრის ქალღმერთის წყალობის მოსაგებად.

დივალი პოჰარაში დივალი პოჰარაში

მობილური მოცეკვავეების ჯგუფები, სხვადასხვა ასაკის გოგო-ბიჭები, ქალები, დადიოდნენ მაღაზიიდან მაღაზიაში, კაფედან კაფეში და მღეროდნენ. მერე კი წვრილ ფულს აგროვებდნენ. ზოგს ეროვნული სამოსი ეცვა, ზოგს არა. სადაც ვსადილობდი, იქაც შემოვიდნენ ქალები, მოკლე კონცერტი მოგვიწყვეს და ფულის ააგროვეს.

დივალი პოჰარაში დივალი პოჰარაში

მოკლედ დღის მანძილზე პოჰარას ცენტრალური ქუჩა ასე გამოიყურებოდა. არავითარი მერიის მოწყობილი კონცერტები, არავითარი ზემოდან მართული გართობები სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აქ საერთოდ სახელმწიფოს რა ფუნქციები აქვს ტიმსების გაცემის გარდა ვერ გავიგე. მაგრამ ხალხი ერთობა, უხარიათ ცხოვრება და დღესასწაულები. კონცერტებსაც თავად მართავენ.

დივალი პოჰარაში დივალი პოჰარაში

დაბნელების შემდეგ მთელი ლეიქსაიდი ერთ დიდ საკონცერტო სცენად გადაიქცა, ყოველ 50 მეტრში ისმოდა მუსიკა და ხალხი ცეკვავდა. ზოგან ფოლკლორული ანსამბლებიდან, ზოგან ისე უბრალოდ. მიწაზე დახატულ სვასტიკებთან კი სანთლები დაანთეს. ნათელი ზოლი მაღაზიებთან და კაფეებთან მიდიოდა, ამით ალბათ წყალობა სწორ გზას ირჩევდა და მადლი მოჰქონდა ქალღმერთს მეპატრონეებისთვის.

დივალი პოჰარაში დივალი პოჰარაშიდივალი პოჰარაში დივალი პოჰარაში

ვახშამმაც ასეთ მხიარულ გარემოში ჩაიარა. ახლა უკვე არა მხოლოდ ფულის ამგროვებელი ჯგუფები ცეკვავდნენ და მღეროდნენ, არამედ უბრალოდ, გასართობად. ფოლკ კონცერტი ქუჩებში, არა მხოლოდ ფოლკ… ლეიქსაიდის ცენტრის იქეთ უკვე პროფესიონალი მოცეკვავეები აღარ იყვნენ. სახლებიდან გამოჰქონდათ მუსიკალური ცენტრები და მეზობლები საცეკვაოდ იკრიბებოდნენ. ჯერ კი ფოლკლორისტების ცეკვას ვუყურებდი და ვუღებდი სურათებს…

დივალი პოჰარაში დივალი პოჰარაში დივალი პოჰარაში დივალი პოჰარაში

გამოვცდი ცენტრს და ჩემს მიყრუებულ უბანშიც ტაშფანდური დამხვდა, ოღონდ ასეთი.

დივალი პოჰარაში დივალი პოჰარაში

მუსიკა ზოგან ინდური იყო, ზოგან დასავლური, განგამ სტაილიც სარგებლობდა წარმატებით. ყველა ისე ცეკვავდა როგორც შეეძლო.

დივალი პოჰარაში დივალი პოჰარაში

ჩვენს სასტუმროშიც არ იყო მოწყენილობა. 9:30-სთვის პატრონის შვილებმა ყველანი ეზოში შეგვკრიბეს, სადაც უკვე იყო ლეპტოპი და დინამიკები, და ჩვენს არ ჩამოვრჩით სხვებს დივალის აღნიშვნაში. ჯერ გავხურდით, მერე კი შევუბერეთ. ყველაზე მაგრად ავსტრალიელები ცეკვავდნენ, ყველაზე ცუდად ალბათ მე და ერთი ბრიტანელი კაცი 🙂

დივალი პოჰარაში დივალი პოჰარაში

არც ველოდი ასე თუ ჩავებმეოდი გართობაში, თუმცა ნეპალელების მხიარულება ძალიან ადვილად გადამდებია. ყველა ცეკვავდა, პატრონიც და დამლაგებელიც 🙂 მეზობლის ბავშვებიც და ჩვენც 🙂

დივალი პოჰარაში დივალი პოჰარაში დივალი პოჰარაში დივალი პოჰარაში

 ყველაფერი კი სკამების თამაშით დასრულდა. საბავშვო ბაღის შემდეგ არ მითამაშია და მესამე რაუნდიდან გავარდი. მოიგო ავსტრალიელმა გოგომ და პრიზად ერთი ბოთლი ლუდი მიიღო.

მეორე დღეს სასტუმროში აპირებდნენ დივალის გაგრძელებას, მაგრამ მე სამწუხაროდ უკვე ნაყიდი მქონდა კატმანდუს ავტობუსის ბილეთი და დილის 7 საათზე ავტოსადგურზე უნდა ვყოფილიყავი. ასეთ დღესასწაულზე პატარა ოჯახურ სასტუმროში ყოფნას არაფერი ჯობდა…

Category: Nepal - ნეპალი, travelFebruary 27, 2015Leave a comment
Tags: პოჰარა
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:THE FOUR NOBLE TRUTHSNextNext post:ოკუპაცია… 1921 წლის 25 თებერვალი

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
ტური ნეპალში
ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
September 20, 2016
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016

Leave a Reply Cancel reply

You must be logged in to post a comment.

  • Svaneti
    Tours in Svaneti, Georgia
    May 11, 2022
  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes