ინდოეთში უკანასკნელი დღეები დამრჩა… სანახავი კიდევ ბევრი. ეს ჭრელი, ხმაურიანი და კონტრასტული ქალაქი ბომბეი ძალიან მომეწონა. ბომბეიდან ისე წასვლა რა იქნებოდა დობი გატი რომ არ მენახა. ბომბეიში უკიდურესი სიღარიბე და სიმდიდრე გვერდიგვერდ სუფევს, ყოველგვარი გარდამავალი რგოლის გარეშე შესაძლოა ორივეს ნახვა. ცნობილ ტრუშჩობებში წასვლა არ მოვინდომე, მითუმეტეს ტრანსპორტით არაერთხელ ჩავუარე, მაგრამ დობი გატის ნახვა აუცილებლად მინდოდა. ამისთვის კოლაბადან უახლოეს სადგურამდე მივედი, ბომბეიში არაა მეტრო, არის მიწისზედა მატარებლები, კოლაბასთან ყველაზე ახლოს კი ჩერჩგეითია.
შეწვედი სადგურზე, ვიყიდე ბილეთი, რაც ძალიან იაფი ღირს და წავედი.
ბომბეის მატარებლებით მგზავრობისას ვნახე ჩემი აზრით ყველაზე უკიდურესი სიღატაკე. ის არა, როდესაც ხალხს ქუჩაში სძინავს საკუთარ სამუშაო ადგილთან – დღე ქუჩაში ან პატარა მაღაზიაში ვაჭრობენ, წვენებს ყიდიან ან ფეხსაცმელს წმინდავენ, ღამე იქვე ტროტუარზე იძინებენ, არც ტრუშჩობები, სადაც საკმაოდ განვითარებულია სახელოსნოები და უამრავი მცირე საწარმოები, და ქოხმახებზე გზიდან კონდიციონერები დავინახე, აქ უარესია – რკინიგზის რელსებსა და ბეტონის კედელს შორის, ნაყარტ ხრეშზეც ცხოვრობს ხალხი ცისფერი პოლიეტილენისგან გაკეთებულ თავშესაფრებში, აქვე კოცონებზე საჭმელს აკეთებენ….
ჩამოვედი საჭირო სადგურზე და ხიდზე ავედი, საიდანაც ყველა ტურისტი უყურებს დობი გატს.
ეს ერთი კადრი გადმოსცემს ბომბეის არსს – მდიდარი და ღატაკი ერთად, თანამედროვე და დაძონძილი…
დობი გატი XIX საუკუნიდან ფუნქციონირებს და არსებითად არ შეცვლილა. დღეს იგი უმეტესად “კორპორატიულ კლიენტებს” ემსახურება – საავადმყოფოებს, სასტუმროებს, რესტორნებს. ანუ როდესაც თქვენ ფეშენებელურ სასტუმროში ან რესტორანში ხართ, თქვენი სუფრა და თეთრეული აქ გაირეცვა. სამრეცხაოში რამდენიმე ათასი კაცი მუშაობს, ეს არაა ქალის საქმე, მხოლოდ კაცები რეცხავენ, აუთოვებენ… ეს მძიმე სამუშაოა.
რეცხავენ ან ბეტონის უჯრებში, ქიმიურ ხსნარში, აშრობენ მზეზე და ნახშირის უთოებით აუთოვებენ.
აქედან გზა განვაგრძე და ხაჯი ალის მეჩეთთან მივედი
იქვე ინდუისტური ტაძარი იყო
ძროხები ბომბეიში არ დადიან თავისუფლად, მაგრამ ტაძრებთან ბევრჯერ ვნახე ასე ცხენებივით დაბმული.
ინდური საეკლესიო მაღაზია
ხედი ხაჯი ალის მეჩეთზე
ტაძრის კარიბჭე.
ინდუისტები თავის რელიგიას როგორც რაღაცას ძალიან ინტიმურს ისე უყურებენ და არ უყვართ ტაძრებში ტურისტების ნაკადი. ამიტომ თითქმის ყველა ტაძარში გადაღება აკრძალულია, ზოგან არაინდუისტებს არც უშვებენ, შეიძლება უმიზეზოს არ შეგიშვან, თუ გარეგნობა ან ჩაცმულობა არ მოეწონათ. მე როგორც უკვე დავწერე შალვარ-კამეზი მეცვა – რის გამოც ტრადიციების მოყვარული ინდოელები ცუდად არ მიყურებდნენ, ტაძარში შევედი, მაგრამ კანონი კანონია – ვერცერთი ფოტო ვერ გადავიღე.
მერე წავედი მეჩეთისკენ.
მუსულმანური საეკლესიო მაღაზია
მეჩეთში არ შევედი, ჩემი სამოსი ნამეტანი ინდუისტური იყო, თან ინდოელი მუსულმანები ყველაფერს აკეთებენ სიმპატია რომ არ დაიმსახურონ – სპეციფიური ჩაცმა, ქალები ნიქაბებში, დინამიკები მინარეთებზე… მოკლედ უკან გამოვედი.
სთრით არტი…
წვენები
აი ამას წურავენ.
ბოლოს წინა დღეს დაპატიჟებული ვიყავი ვახშამზე ამხანაგთან ჩრდილოეთ მუმბაიშიამიტომ გადავკვეთე მთელი მუმბაი მატარებლით. ბოლო დღეს კი მიღებდნენ მანგოს წვენის რეკლამაში და მთელი დღე გადასაღებ მოედანზე გავატარე, რაშიც 500 რუპი გადამიხადეს, გავიცანი კოლაბელი მეზობლები, ღამე ქუჩაში შემწვარი სიმინდით და საზამთროებით მიმახშმეთ და შუა ღამისას ტაქსისტმა წამიყვანა ბომბეის საერთაშორისო აეროპორტში…
გრძელი რიგები, ბოდიალი, ფრენა დუბაიმდე… დუბაი თბილისი…
ნამასტე ცივო საქართველო!