Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

დაბრუნება კატმანდუში

Mar12015
Nepal - ნეპალიtravelდაბრუნება კატმანდუში

დილით ავიკიდე გუდანაბადი და ავტოსადგურზე წასვლა რომ დავაპირე, სასტუმროს პატრონმა თავად შემთავაზა მოტოციკლეტით წაყვანა. მოვუჯექი ჩემი ზურგჩანთებით უკან და წავედით. 5 წუთში სადგურზე ვიყავით. თავი ისევ დიდუბეში მეგონა. ფენოვანი ხაჭაპურების აქაურო ვარიანტით დადიოდნენ აქეთ იქეთ მოვაჭრეები. მალე ავტობუსიც დაიძრა და შემდეგი 6 საათი გზაში გავატარე. მთელი ცენტრალური გორიანი ნეპალი მთიან აჭარას ან რაჭას მაგონებს. ასე რომ ლამაზ პეიზაჟებში დანაკლისი არ მქონდა. წიგნიც მქონდა წასაკითხად, ასე რომ მოწყენილად არ ვიმგზავრე. გზად ორჯერ გავჩერდით, საუზმეზე და სადილზე, ასე რომ ნეპალურ რიკოთულ კერძებსაც ვეზიარე. უკვე საკმაოდ განეპალელებული ვიყავი სანიტარიაზე რომ აღარ მეფიქრა და უშიშრად მეჭამა გზაზე საჭმელი.

კატმანდუში დღის 2 საათზე შემოვედით მთელი ქალაქი მკვდარი იყო. ყველაფერი დაკეტილი. ავტობუსიდანვე ჩანდა – დღეს ტამელს იქეთ გასვლას აზრი არა აქვს. თბილისში 1 იანვრის დილას რომ ჩამკვდარია და ცარიელი ყველაფერი, ისეთი სიტუაცია იყო.

DSCN1185.JPG DSCN1187.JPG

DSCN1188.JPG

როგორც იქნა მოვედი ტამელამდე და მშობლიუს სასტუმრო ნანაში შევსახლდი. 1 სართულით ზემოთ დამასახლეს და ზედი უკეთესიც მქონდა. თავი წესრიგში მოვიყვანე, დავიბანე, და საჭმელადაც გავედი. უკვე საღამოვდებოდა. ტამელი ტურისტებით იყო სავსე, მითუმეტეს დივალის დღეებში სხვაგან წასასვლელი არც იყო. საჭმლის ჭამაც მხოლოდ აქ შეიძლებოდა. გამყიდვლებმა დამამშვიდეს, რომ ხვალ უკვე სამუშაო დღე არისო. ტამელი სალოცავი დროშბით და საახალწლო ნათურებით იყო მორთული, ისედაც ჭრელი ახლა საერთოდ გიჟურად ჭრელი იყო. ერთ-ერთ ქუჩაზე უზარმაზარი მანდალა ვნახე. ვიშოპინგე და სასტუმროში დავბრუნდი.

DSCN1189.JPG DSCN1192.JPG

ამ დღეს ძმები დებთან მიდიან და დები მათ ყვითელი ზაფრანების გირლიანდებს ჰკიდებენ და შუბლზე ტიკას უკეთებენ. ამიტომ ყველა ადგილობრივი კაცი გირლიანდებით მორთული დადიოდა. პრინციპში ნეპალელები ტამელზე საღამოსკენ გამოჩნდნენ ბარებში დროის გასატარებლად. დღეც მალე დამთავრდა. რომელიღაც ბარში ცოცხალ მუსიკას ვუსმენდი და ლუდს ვსვამდი. თუმცა ადრე წავედი, რადგან რუსები მოვიდნენ და ხმამაღლა საუბარი დაიწყეს, მთელი სიამოვნებაც გააფუჭეს.

DSCN1193.JPG DSCN1194.JPG

დილა მშვენიერი გათენდა. საუზმე ისევ იტალიურ კაფეში მივირთვი, სასტუმროს წინ. მარცხენა ფოტოზე სწორედ ჩემი სასტუმრო ჩანს. მერე კი ძველ ქალაქში გავბოდიალდი. შოპინგის ძირითადი ნაწილი მოლეული მქონდა უკვე. ასონი ბრჭყვიალებით შემხვდა. ვიწყო ქუჩებიც და ჩიხების ბრჭყვიალა გირლიანდებით იყო მორთული.

DSCN1196.JPG DSCN1197.JPG

ეს ლამაზი კარებიც მორთული დამხვდა.

DSCN1198.JPG DSCN1200.JPG

გირლიანდების გამყიდველებს აშკარად სარფიანი დღე ჰქონდათ. მანდალაც მზად იყო. დაკვირვება – ახლა უკვე თავისუფლად დავდიოდი, თავდაჯერებულასდ, აღარ ვუიკარგებოდი და აღარც google maps მჭირდებოდა საორიენტაციოთ, რაც ეტყობა კარგად მეტყობოდა, რადგან თვითმარქვია გიდები და გამყიდვლები ყურადღებას აღარ მაქცევდნენ, როგორც პირველ დღეებში.

DSCN1201.JPG DSCN1202.JPG

ეს კი ტანსაცმლის მაღაზიებია, ოღონდ არატურისტული, ნეპალელებისთვის. გარედან მიჭრელდებოდა თვალები ამ სილამაზეზე.. თუმცა ჩემს ზომასთან ახლოც რომ არაფერი იქნებოდა შარფის გარდა ვიცოდი. თუმცა გულგრილად ჩავლა ამ მაღაზიების წინ ძალიან ძნელი იყო. ნეტა ჩვენთანაც ასეთი სიჭრელე იყოს, ცოტათი მაინც.

DSCN1203.JPG DSCN1204.JPG

გავუყევი ნაცნობ ქუჩებს დურბარის მოედნისკენ, თუმცა მთავარი შესასვლელით არ ვაპირებდი შესვლას. გზად ისევ ნაცნობ ჯანაბაჰას ტაძარში შევიარე. თუმცა ტურისტული ჯგუფების სუიმრავლის გამო მალე წამოვედი და გარშემო განვაგრძე ბოდიალი

DSCN1205.JPG DSCN1206.JPG DSCN1207.JPG DSCN1208.JPG DSCN1209.JPG

 ამ ულამაზესმა დარაბებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება და დიდხანს ვუტრიალე. ძველ კატმანდუში საათები შეგიძლია იბოდიალო და უამრავი წვრილი დეტალი აღმოაჩინო რაც მანამდე არ გინახავს. ბოლო დღე მქონდა და ბოლომდე უნდა გამომეყენებინა.

Category: Nepal - ნეპალი, travelMarch 1, 2015Leave a comment
Tags: კატმანდუ
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:Head First JavaScript ProgrammingNextNext post:Head First Java, Second Edition

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
ტური ნეპალში
ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
September 20, 2016
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016

Leave a Reply Cancel reply

You must be logged in to post a comment.

  • Svaneti
    Tours in Svaneti, Georgia
    May 11, 2022
  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes