Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

გოკარნა – პრაქტიკული ინფორმაცია

Apr282016
India - ინდოეთიtravelგოკარნა

გოკარნა პატარა ქალაქია კარნატაკას შტატში ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. ქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტაძარია – შივასი, განეშის და რამასი, რის გამოც იგი ინდუისტებისთვის წმინდა ადგილია და ბევრი მომლოცველი ჩამოდის აქ. თავიდან ზღვაზე რომ გადავწყვიტე წასვლა ვორჭოფობდი, გოკარნა ამერჩია თუ კერალას შტატის საზღვაო ადგილები ვარკალა ან კოვალამი, გოა არც კი განიხილებოდა რუსი ტურისტების სიჭარბისა და ფასების გამო. ბოლოს არჩევანი გოკარნაზე გავაკეთე, რადგან კერალაში უკვე გაუსაძლისი სიცხე იქნებოდა და თან ჰამპიდან ადვილად ჩავიდოდი.

ღამის ავტობუსი დილის 3 საათზე მივიდა ქალაქ ანკოლაში, სადაც გოკარნას ხალხი ჩამოგვსვა და გზა გოასკენ განაგრძო. ჩვენ კი 1 საათი ვისხედით სადგურზე სანამ მეორე ავტობუსი არ მოვიდა და გოკარნაში წაგვიყვანა. დილის 5 საათისთვის უკვე გოკარნაში ვიყავით. უმრავლესობა ომ ბიჩზე მიდიოდა, მე კი ჯერ არავითარი გეგმები არ მქონდა.

გოკარნაში რამდენიმე პლიაჟია – მთავარი პლიაჟი, რომელიც ქალაქში მდებარეობს და თავიდან აქ მინდოდა გაჩერება, კუდლი, ომ – ყველაზე პოპულარული, ჰალფ მუნი და პარადაისი – სადაც არაა არც სასტუმროები არც კაფეები. მე და გერმანელი წყვილი დავრჩით ეულად სადგურზე ყოველგვარი იდეების და გეგმების გარეშე. გადავწყვიტეთ გათენებამდე პლიაჟზე წავსულიყავით და მერე გვეძებნა თავშესაფარი. 5 წუთში პლიაჟზე ვიყავით, მაგრამ…. რამდენიმე ასეული მომლოცველი ერთად იხეხავდა კბილებს. კიდევ რამდენიმე ათეულს ჯერ კიდევ ეძინათ ქვიშაზე… გარშემო ბლომად ნაგავი იყო. სამივემ გადავწყვიტეთ, რომ რელიგია არ გვინდა და ჯობია კუდლი ბიჩზე გადავინაცვლოთ. ისევ სადგურთან მივედით და ვიპოვეთ ტუკტუკი, რომელმაც კუდლიმდე მიგვიყვანა.

DSCN7066

დავსხედით ზღვის პირას დაველოდეთ მზის ამოსვლას.

DSCN7070

DSCN7074

კარგად გათენდა და დავიწყეთ ოთახების ძებნა რაც არც ისე იოლი აღმოჩნდა. მე პლიაჟის ბოლოს დავბინავდი 800 რუპით ინდივიდუალურ სველ წერტილიან ოთახში. გერმანელები წავიდნენ ყველაზე კარგ სასტუმროში strawberry farm სადაც ოთახი 1500 რუპი ღირდა და შეძლეს ოთახის შოვნა.

მე შუა დღეს მითხრეს Ganga guesthouse-ში რომ აქვთ ოთახი და მეორე დღეს უკვე აქ გადმოვედი. ოთახი საზიარო სველი წერტილებით 400 რუპი ღირდა. რესტორანი კარგი იყო, სამეზობლოც. შემდეგი 3 კვირა აქ გავატარე.

DSCN7076
დილა კუდლიზე.

ოთახების ფასები აქ 300 რუპიდან იწყება. წინასწარ დაჯავშნა ძნელია, ადგილზე უნდა ეძებოთ. ხშირად სტუმრის გასვლამდე პატრონებმა არც იციან როდის ექნებათ ოთახი. გასვლის დრო კი 10:00 არის. ამბობენ ქალაქში ფასები 200 რუპიდან იწყებაო.

DSCN7077
კუდლი ბიჩი. ბოლოს ყვითელი მოაჯრით განგა გესთჰაუსია.

DSCN7079
კუდლი განგადან.

აქვს განგაში რესტორნის გარდა ინტერნეტ კაფეცაა.

DSCN7080
ჩემი ოთახი განგაში ჰამაკის ყიდვამდე.

DSCN7081
დღეები კუდლიზე საკმაოდ მონოტონურად მაგრამ ძალიან კარგად მიდიოდა. რამდენიმე დღე იოგაზე ვიარე ინტენსიურად.დილაობით ვცურავდი.

DSCN7082
საღამოობით კი ულამაზესი მზის ჩასვლები იყო.

DSCN7084

DSCN7088

DSCN7091
გაგრძელება იქნება.

Category: India - ინდოეთი, travelApril 28, 20161 Comment
Tags: გოკარნაკარნატაკა
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:გოკარნა, კუდლი – სამოთხის პატარა ნატეხიNextNext post:ჰამპი – პოსტი უკანასკნელი

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016
შივა ელეფანტაში
ელეფანტას კუნძული და გამოქვაბულები
August 14, 2016

1 Comment

  1. Pingback: ქეთევან წამებულის საფლავის ძებნაში - myPage

Leave a Reply Cancel reply

  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • დობი გატი
    დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
    August 15, 2016
Subscribe to Blog via Email

Enter your email address to subscribe to this blog and receive notifications of new posts by email.

Join 5,156 other subscribers

  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes