Skip to content
myPage
Rusudan Tsiskreli homepage
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები
TripAdvisorInstagramLinkedinFlickrGoogle+Facebook
  • Home
  • My CV
  • Portfolio
  • Web Services
  • ბლოგი
  • წიგნები

ბომბეის კოლორიტი

Aug142016
India - ინდოეთიtravelმზის ამოსვლა ბომბეიში

ბომბეი ნახევარკუნძულზეა განლაგებული, ამიტომ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში შეიძლება ზღვაზე მზის ამოსვლის და მზის ჩასვლის ნახვაც. აურანგაბადიდან ღამის ავტობუსმა გათენებამდე ჩამომიყვანა ბომბეიში, ტაქსით მივედი კოლაბამდე და შევსახლდი საუკეთესო ბიუჯეტურ სასტუმროში – SeaShore hotel რომელიც ყურის პირას უსახური შენობის მეხუთე სართულზე იყო განლაგებული. ამ უსახურ შენობაში ნამდვილი სამთო ქიმია იყო, ობით დაფარულ კედლებში კაფეც იყო, ფიტნეს დარბაზის, India guesthouse – სწორედ ის, სადაც შანტარამის მთავარმა გმირმა გაატარა ბომბეიში პირველი დღეები, და ვიწრო კიბით ბოლო სართულამდე თუ ახვიდოდით მოხვდებოდით Seashore სასტუმროს მოწრუპურ რეცეფციაში. ადმინისტრატორს ანტრესოლზე ეძინა, გაიღვიძა და მომცა ჩემი დაჯავშნილი ნომერი ულამაზესი ხედით. ინდოეთში ბოლო დღეები მქონდა დარჩენილი და მინდოდა კარგ სასტუმროში გამეტარებინა – ამიტომ ღამეში 1200 რუპი, რაც დაახლოვებით 40 ლარის ექვივალენტია, უპრობლემოდ გავიმეტე. ოთახი სუფთა იყო, ფართო საწოლი თეთრი ზეწრით, სკამი და ასეთი ხედი. სველი წერტილი საერთო მაგრამ სუფთა, და წყალიც ოდნავ თბილი იყო შხაპში.

ბომბეიში უკანასკნელი სამი დღე უნდა გამეტარებინა…

ლონლი პლანეტში წავიკითხე, რომ ქალაქში ე.წ. პარსების დიდი სათვისტომოა, ეს სპარსეთიდან დევნილი ზოროასტრების შთამომავლები არიან. მათ სადღაც ქალაქში აქვთ “სიჩუმის კოშკები” სადაც მიცვალებულების გვამებს ასვენებენ. რატომღაც მომინდა მენახა. მაგრამ დიდი შეცდომა დავუშვი, ბოლომდე რომ არ წავიკითხე – კშკები დიდი პარკითაა გარსშემორტყმული, პარკის გარშემო დიდი ღობეა და უცხოებს არ უშვებენ. ამიტომ ბომბეის პრესტიჟულ უბანში გასეირნება შემრჩა.
DSCN8431

DSCN8434
გზად ჯაინისტურ ტაძარს წავაწყდი. რადგან პარსებზე არ გამიმართლა შევედი ჯაინისტებთან. დრესკოდი მკაცრი იყო, მაგრამ 34 გრადუსიან სიცხეში მე კულტურულად, შალვარ კამეზი მეცვა – ინდური ტრადიციული სამოსი, ფართო თხელი შარვალი და გეძელი ტუნიკა, ამიტომ ჩემი ჩაცმულობა ტაძარში მოიწონეს, და შემიშვეს, მკაცრად გამაფრთხილეს დავიცვა სიჩუმე და ალტართან ახლოს არ მივიდე.

ჩემი დაკვირვებით შალვატ-კამეზში გამოწყობილი ევროპელი ქალი ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ახდებს ყველგან და მას უკვე პატივს სცემენ. ინდოელები ძალიან აფასებენ თავის კულტურას და ტრადიციებს, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებისგან არავინ მოითხოვს არაფრის დაცვას, შინდურად ჩაცმული ქალი მოსწონთ, რადგან ამაში ხედავენ მათი კულტურისადმი პატივისცემას. ამიტომაც მოგზაურობის ბოლო ეტაპზე ძირითადად ინდოელივით მეცვა.

DSCN8437
ტაძრის შიდა ეზო ასე გამოიყურება. ჯაინისტური მოქმედი ტაძარი აქამდე არ მენახა, მხოლოდ ელორაში ვნახე გამოქვანულები. ინდუისტურისგან იმით განსხვავდება, რომ ღმერთების და მითოლოგიური არსებების ნაცვლად საკუთარი წინასწარმეტყველების გამოსახულებები აქვთ.
ერთადერთი რაც ვიცი ჯაინიზმზე, რომ ყოველი ციცხალისთვის რაიმე ზიანის მიღება სასტიკად იკრძალება. ძალიან რელიგიური მიმდევრები პირბადეებით და ციცხებით დადიან, ცოცხით გზას წმენდენ სანამ ფეხს დაადგავენ, რომ შემთხვევით რამე მწერი არ მოკლან.
DSCN8439
ტაძრის ეზოში ეს კატა ვნახე, და სიმართლე გითხრათ ნებისმიერ ჯაინისტ მქადაგებელზე ბევრად მეტი მითხრა ამ წამოკოტრიალებულმა კატამ. კატის ქცევები კარგად ვიცი, უსახლკარო კატა ასე არასოდეს წამოწვება ადამიანთა თავშეყრის ადგილზე, დაუცვენ მუცელს არ გამოაჩენს. ეს კატა კი დარწმუნებულია, რომ ჯაინური ტაძრის ეზო ყველაზე უსაფრთხო ადგილია ბომბეიში, აქ მას ვერავინ ავნებს, ვერც ადამიანი ვერც სხვა ცხოველი. მას ჯაინური ფილოსოფია გაცილებით უკეთესად იცავს ვიდრე ბრჭყალები და კბილები.

DSCN8441
შიგნით ტაძარი ასე გამოიყურება. ბევრი ბოდიალისგან თავი შევიკავე, მრევლის კეთილგანწყობა რომ არ დამეკარგა.
ახლა გადავწყვიტე იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული თანამედროვე შენობა მენახა – დედოფალ ვიქტორიას სახელობის რკინიგზის სადგური – ბრიტანული კოლონიალური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუში ბომბეიში.

DSCN8445

DSCN8443

დღეს სადგურს ჩატრაპატი შივაჯის სახელი ჰქვია, მაჰარაშტრელმა ნაციონალისტებმა სცადეს კოლონიალური სახელწოდებები სამუდამოთ გაექროთ რუქიდან, ამიტომაც მეგაპოლისის სახელი ბომბეი შეიცვალა მუმბაით.

DSCN8447

DSCN8448

შენობა მართლაც გრანდიოზული და შთამბეჭდავია. კოლონიალური არქიტექტურა რატომღაც სტალინურ ამპირს მაგონებდა და ნაწილობრივ ამიტომ ბომბეი არ მომეჩვენა უცხო ქალაქად.

DSCN8450

DSCN8458

სიცხეში მზეზე სეირნობისას სულ მწყუროდა და ყოველგვარი სიფრთხილე დავივიწყე და ქუჩაში ლიმონის წვენებს მივეძალე. ბომბეიში ბევრგან ნახავთ ლიმონის წვენს მარილით, რაც აქაური კლიმატიუს პირობებში იდეალურია წყურვილის მოსაკლავად, ასევე ბევრგანაა მთელს ინდოეთში შაქრის ლერწმის წვენები. წვენს თქვენს თვალწინ წურავენ. მიუხედავად იმისა რომ ამ ადგილების ჰიგიენურობა სერიოზულ ეჭვებს იწვევს, არაფერი დამმართვია.

DSCN8469
კოლონიალური არქიტექტურის ნიმუშები.

DSCN8472
ძეგლი…

DSCN8473
ესეც წვენები. ფასები 10-30 რუპია. მოთხოვნა მაღალი.

DSCN8475
უნივერსიტეტის ეზო. ბომბეის უნივერსიტეტი ულამაზეს შენობაშია განთავსებული, მაგრამ 2008 წლის ტერაქტების შემდეგ სტუდენტების გარდა არავის არ უშვებენ.
DSCN8474
უნივერსიტეტის საათის კოშკი…. უკეთესი რაკურსით ქუჩიდან ვერ გადავიღე.

DSCN8476
ესეც ობიან შენობაში მაჩვენებელი. ეძღვნებათ შანტარამის მოყვარულებს. ინდია გესთჰაუსში ფასები 600-700 რუპია ღამე, რაც ბომბეისთვის ძალიან იაფია.

შემდეგ პოსტში ბომბეის გამოქვაბულებზე – ელეფანტას კუნძულზე მოგიყვებით.

Category: India - ინდოეთი, travelAugust 14, 2016Leave a comment
Tags: მაჰარაშტრამუმბაი
Share this post

Post navigation

PreviousPrevious post:ელეფანტას კუნძული და გამოქვაბულებიNextNext post:ელორა – ჯაინური ტაძრები

Related posts

ისპაჰანი
ისპაჰანი – ქართული კვალი
January 18, 2017
შივა და ბუდა
თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
August 15, 2016
პასპორტი
ირანი პრაქტიკული ინფო
August 15, 2016
თეირანი
ირანი, თეირანი
August 15, 2016
დობი გატი
დამშვიდობება ინდოეთთან – ბომბეი დღეები უკანასკნელნი
August 15, 2016
შივა ელეფანტაში
ელეფანტას კუნძული და გამოქვაბულები
August 14, 2016

Leave a Reply Cancel reply

You must be logged in to post a comment.

  • Svaneti
    Tours in Svaneti, Georgia
    May 11, 2022
  • ისპაჰანი
    ისპაჰანი – ქართული კვალი
    January 18, 2017
  • ტური ნეპალში
    ტური ნეპალში, რა თქმა უნდა დაუვიწყარი
    September 20, 2016
  • შივა და ბუდა
    თეირანი, ორი ჰომეინი და შივა
    August 15, 2016
  • პასპორტი
    ირანი პრაქტიკული ინფო
    August 15, 2016
  • თეირანი
    ირანი, თეირანი
    August 15, 2016
  • Abkhazia(3)
  • buddhism(19)
  • cat(3)
  • Dmitry Tymchuk(44)
  • facebook status(1)
  • Georgia(14)
  • history(9)
  • javakheti(4)
  • just(4)
  • marazm(3)
  • Nepal – ნეპალი(128)
  • politics(12)
  • religion(2)
  • russia(1)
  • samtskhe(6)
  • Svaneti(2)
  • tbilisi(6)
  • tourism(21)
  • travel(207)
  • Ukraine(101)
  • war(17)
  • work(2)
Tags
9 აპრილი 25 თებერვალი Bhaktapur Chirnivtsi Kiev Lviv Mustang Odessa Ukraine travel Визитка Яроша Давид Кипиани აგრა ბოდჰ გაია გოა გოკარნა ვარანასი თეირანი ირანი ისპაჰანი კალი-განდაკი კარნატაკა კატმანდუ კოპანის მონასტერი ლალიტპური ლუმბინი მაჰაბალეშვარი მაჰარაშტრა მუმბაი ნაგარკოტი ოკუპაცია პოჰარა ჩანგუნარაიანი ჩიტვანის ეროვნული პარკი ჯაიპური ჰამპი
250x250
Rusudan Tsiskreli 2015 - 2016 © All rights reserved.  Dream-Theme — truly premium WordPress themes

With Google+ plugin by Geoff Janes